ამნაირი თემაც თუ არის დახურეთ მე ვერ ვნახე ვისაუბროთ ზოგადად ძალოსნობაზე რა შანსები გვაქვს ოლიმპიადაზე
რობერტ ჩიმიშკიანი

დაიბადა 1929 წლის 23 მარტს თბილისში.
ძალოსანი (56, 60 კგ). XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1952, ჰელსინკი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 55) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 53), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950, 51, 54-57) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1951), სსრკ ათგზის ჩემპიონი (1949-60), მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი, აქედან 5 რეკორდი დამყარებული აქვს სამჭიდში: 337,5 კგ (1952), 340 კგ (1953), 342,5 კგ, 345 კგ, 350 კგ (1954). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
რობერტ შავლაყაძე

დაიბადა 1933 წლის 1 აპრილს თბილისში.
მძლეოსანი, სიმაღლეზე მხტომელი. საუკეთესო შედეგი _ 217 სმ. XVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960, რომი) _ 216 სმ, XVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), `გიგანტთა მატჩში~ (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის ორდენების კავალერი.
ვიქტორ სანეევი

დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში.
მძლეოსანი, სამმხტომელი. XIX, XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო _ 17,39 მ; 1972, მიუნხენი _ 17,35 მ; 1976, მონრეალი _ 17,29 მ), XXII ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1980, მოსკოვი _ 17,24 მ), ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში რვაგზის გამარჯვებული (1969, 71-72, 74-77), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1968-70, 73-74, 78) და მეორე პრიზიორი (1967), სსრკ ხალხთა V (1971) და VI (1975) სპარტაკიადების ჩემპიონი, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი (1970, 73-75), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971), სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი (1968 _ 17,23 და 17,39 მ; 1972 _ 17,44 მ). საუკეთესო პირადი შედეგი _ 17,44 მ. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1968, 72, 76). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. სოკის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი. 1992 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.
კახი კახიაშვილი

დაიბადა 1969 წლის 13 ივლისს ცხინვალში.
ძალოსანი (90, 94, 99 კგ). XXV, XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1995, 98, 99) და ორგზის მეორე პრიზიორი (1993, 94), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1992, 93, 95, 96), მეორე (1994) და მესამე (1998) ევროპის სუპერთასის მფლობელი (1993) და მსოფლიოს სუპერთასის გათამაშების ორგზის მეორე პრიზიორი (1992, 94). ორჭიდში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: 420 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996); ატაცში-ორი მსოფლიო რეკორდი: 185,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1994) და 188 კგ (94 კგ კატეგორიაში, 1999); აკვრაში - სამი: 227,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995), 228,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995) და 235 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996). სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1994 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა.
გიორგი ასანიძე

დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს საჩხერეში.
ძალოსანი (77და 85 კგ). XXVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004, ათენი), XXVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (2000, სიდნეი. საუკეთესო შედეგი სამმა ძალოსანმა აჩვენა. მათ შორის მედლები პირადი წონის მიხედვით განაწილდა, სამეულში კი ყველაზე მძიმე ქართველი სპორტსმენი აღმოჩნდა). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და მეორე პრიზიორი (2002), ევროპის სამგზის ჩემპიონი (2000, 01, 02) და მეორე პრიზიორი (1998). მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1995). ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ კატეგორიაში, 1998) და 181 კგ (85 კგ კატეგორიაში, 2000). ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი.
ნინო დუმბაძე

23.05.1919, ოდესა - 14.04.1983, თბილისი.
მძლეოსნობა, ბადროს ტყორცნა. XV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952, ჰელსინკი), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1946, 50), სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1939, 43, 44, 46-50), ოთხგზის მეორე (1951, 52, 54, 55) და მესამე პრიზიორი (1953), მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი (1949). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1948 - 53,25 მ; 1951 - 53,37 მ; 1952 - 57,04 მ). მისი პირადი საუკეთესო შედეგი - 57,04 მ - 1960 წლამდე მსოფლიოს რეკორდი იყო (1939, 44 და 46 წლებში ოთხჯერ აჩვენა მსოფლიოს რეკორდზე უკეთესი შედეგი. იმ წლებში სსრკ მძლეოსნობის ფედერაცია არ იყო საერთაშორისო ფედერაციის წევრი და ამის გამო ეს შედეგები ოფიციალურ რეკორდთა სიაში არ შეუტანიათ). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა

დაიბადა 24. 06. 1933, ბაქო.
მძლეოსნობა, სპრინტი, სიგრძეზე ხტომა. XV და XVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952, ჰელსინკი - რბენა 200 მ, 24,2; 1956, მელბურნი - სიგრძეზე ხტომა, 6,07 მ). სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1951, 53 - რბენა 100 მ და 200 მ), სამგზის მეორე (1949 - რბენა 200 მ; 1951, 53 - სიგრძეზე ხტომა) და მესამე პრიზიორი (1956 - სიგრძეზე ხტომა). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1953 - ესტაფეტა 4X200) და სამგზის მეორე პრიზიორი (1953 - რბენა 100 მ და 200 მ; 1957 - სიგრძეზე ხტომა), მსოფლიოს უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1951 - სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1953 - ესტაფეტა 4X200, ორჯერ, ესტაფეტა 4X100; 1954 წელს სიგრძეზე ხტომაში) გაიმეორა ფრანსის ბლანკერს-კუნის მსოფლიოს რეკორდი - 6,25 მ . საუკეთესო პირადი შედეგები: 100 მ - 11,7 წმ; 200 მ - 24,1 წმ; სიგრძეზე ხტომა - 6,25 მ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
ლევან სანაძე

16. 03. 1928, თბილისი - 29. 08. 1998, მოსკოვი.
მძლეოსნობა, სპრინტი. XV ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1952, ჰელსინკი - ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის ჩემპიონი (1950 - ესტაფეტა 4X100) და მესამე პრიზიორი (1954 - ესტაფეტა 4X100), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1948, 52 - ესტაფეტა 4X100), ექვსგზის მეორე (1948, 52, 54 - რბენა 100 მ; 1948 - რბენა - 200 მ; 1954 - ესტაფეტა 4X100 და ესტაფეტა 4X400) და შვიდგზის მესამე (1949, 50, 53 - რბენა 100 მ; 1950, 51, 54 - რბენა 200 მ; 1950 - ესტაფეტა 4X400) პრიზიორი. მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1951, 54 - ესტაფეტა 4X100) და ორგზის მეორე პრიზიორი (1951, 54 - რბენა 100 მ), მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების მეორე (1955 - ესტაფეტა 4X100) და მესამე (1953 - ესტაფეტა 4X100) პრიზიორი. პირადი საუკეთესო შედეგები: 100 მ - 10,3 წმ; 200 მ - 21,4 წმ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
ირაკლი თურმანიძე

დაიბადა 13 დეკემბერი 1984 წ
ტიტულები - ევროპის ბრიბჯაოს პრიზიორი
მწვრთნელები - ივანე გრიქუროვი, აბესალომ ბასილიცა
რაულ ცირეკიძე

რაულ ცირეკიძე (დ. 24 მაისი, 1987, ქუთაისი) — ქართველი ძალოსანი.[2] ევროპის ჩემპიონი 85 კგ. წონით კატეგორიაში (2012)
პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე