მოკლედ ვისაც გინდათ და გჭირდებათ ნავიგაცია საუკეთესო პროგრამაა OsmAnd. პროგრამის მთავარი უპირატესობა Google Maps თან შედარებით არის offline working mode. რაში გამოიხატება ეს უპირატესობა? Google Maps იდეალურად მუშაობს ინტერნეტთან წვდომის შემთხვევაში და მაშინ როცა იმ ადგილების რუკა წინასწარ გაქვთ დაქეშირებული. როცა ინტერნეტთან წვდომა არ გაქვთ შეიძლება გაჩვენოთ სად ხართ მაგრამ არ გააჩნდეს ამ ადგილის რუკები რაც საკმაოდ მოუხერხებელია თუ დაიკერგეთ. OsmAnd-ში კი წინასწარ ხდება რუკების ჩატვირთვა, მაგალითისთვის საქართველოს რუკა, რაზეც თითქმის ყველა წერტილის მონაცემია დატანილი, სულ რაღაც 27 mb და მუშაობს როგორც online ასევე offline მდგომარეობაში იდეალურად, ამასთანავე გიჩვენებთ სიჩქარეს, ადგენს უმოკლეს მარშუტებს და აქვს ხმოვანი მითითების ფუნქცია სხვადასხვა ენებზე.
როგორ დავაყენოთ OsmAnd-ი?ვინც ანდროიდით სარგებლობთ უბრალოდ შევდივართ Play Store და ვეძებთ OsmAnd.
ვიწერთ და ვაინსტალირებთ.
როცა პროგრამა დაინსტალირდება და გახსნით მოგთხოვთ თქვენი რეგიონის რუკების ჩამოტვირთვას, ამ შემთხვევაში უთითებ Georgia Asia (ამოგვაგდეს ამ ჩათლახებმა ევროპიდან

). Free version ში გაქვს 9 რეგიონის რუკების ჩამოტვირთვის საშუალება მხოლოდ.
ასევე მოგთხოვთ GPS Status ის გადმოწერას, რაც პოზიციონერებისთვისაა საჭირო, ზუსტი მონაცემებისთვის.
ასევე თუ გსურთ ხმოვანი მითითება option ში აქვს გადმოსაწერი.
ამ ყველაფრის შემდეგ ჩართეთ და თქვენ თვითონ შეამოწმეთ

მეც დღეს დავაყენე ეს პროგრამა და ახლა ტესტირების რეჟიმში მაქვს,
თუ ვინმეს კითხვები ან რჩევები გაქვთ დაწერეთ და შევეცდებით დაგეხმაროთ/გავიზიაროთ
http://osmand.net/ This post has been edited by tornike-404 on 21 Aug 2013, 21:59
Ferrari is scaled down version of God, Porsche is jumped up version of VW Beatle
We don`t sell a car we sell a dream © Luca di Montezemolo
ბუმბერაზი კლასიკოსები
Squadra Azzurra
მენეჯერობა მურტალი რამეა © რასტრელი