დაიწყებს თუ არა «დიდ წმენდას» ბიძინა ივანიშვილი?
მეცხრე არხი» დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველასთვის ცხადი იყო, რომ არსებული სახით ამ ტელევიზიის არსებობა უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა და რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა, ორშაბათს გავრცელებული ცნობა საზოგადოების ნაწილისთვის ფრიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს მოვლენა მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ ტრანსფორმაციისა, რომელსაც ქართული მედია და პოლიტიკური სივრცე განიცდის. ხანგრძლივი და მომქანცველი გარდამავალი პერიოდი სრულდება და დროებითი კონსტრუქციების ადგილას უფრო მყარი ნაგებობების მშენებლობა იწყება, თუმცა ამას ყველა როდი გრძნობს და არასტაბილურობის განცდისგან ვერ თავისუფლდება. ალბათ, ურიგო არ იქნება, ჩამოვთვალოთ და გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რომლებიც ამას განაპირობებს.
ის, რომ «მეცხრე არხის» ბედი გადაწყდა დღეს და არა ორი თვის წინ ან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, რიგი სიტუაციური ფაქტორებისა და შიდასახელისუფლო ინტრიგების თანხვედრამ განაპირობა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, არსებული სახით მას თუნდაც ერთი წელიწადი გაეძლო.
ეს რადიკალურად განწყობილი კონსპიროლოგები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების შიგნით შეიქმნა რაღაც ფარული ოპოზიცია, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკას წინააღმდეგობას უწევს. მსგავსი თეორიები, როგორც წესი, ახალი, ლოგიკურად ძნელად ასახსნელი შეფერხებების გაჩენის კვალობაზე იქმნება.
ქართველ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა პოლიტიკური ღორებისთვის, რომელთაც ყველა საქმეში მხოლოდ საკუთარი წილი და ქულების დაწერა აინტერესებთ. მას, ბოლო ორი ათწლეულის ტრადიციებიდან გამომდინარე, შეუძლია, შეეგუოს მათ არსებობას ასე თუ ისე ლოკალიზებულ სივრცეში, მაგრამ ის ნამდვილად არ შეეგუება იმას, რომ მათი «მორალი» პოლიტიკური ცხოვრების დაუწერელ კონსტიტუციად იქცეს; ის, აგრეთვე, ძალიან კარგად გრძნობს საფრთხეს, რომელიც ამ პოპულაციისგან მოდის.
http://geworld.ge/View.php?ArtId=5159&lang...a+ivaniSvili%3Fმეც ესე მგონია რომ მე-9 არხის დახურვა ან გაყიდვა რაღაც ახალის დასაწყისია და ეს ახალი ალბათ საპრეზიდენტო არჩევნების მერე გამოჩნდება მაგრამ კონტურად ალბათ მართლაც საკადრო საკითხის დალაგება და დაწმენდა იქნება .
ასევე ალბათ კოჰაბიტაციის დასასრულსაც ვიხილავთ
მაგრამ ყველაზე მეტს ამ ახალში ხალხი მაინც ეკონომიურ გამოსწორებას ელოდება
მე ესე ვფიქრობ მაგრამ "პოჟევიომ უვიდიმ".......თქვენ?