მოკლედ სუსი არის დღეს ის ორგანო რომელიც აშანტაჯEბს , უკანონოდ უთვალთვალებს და უსმენს ხალხს, ზეწოლას ახდენს ოცნების ოპონენტებზე

გასაოცარი დემოკრატია , სუსის შენობებშI წყდება ვინ უნდა იყოს საკრებულოს თავჯდომარე . ''
კასპის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი 19-20 აგვისტოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რეგიონულ განყოფილებაში დაიბარეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ავთანდილ გოგიაშვილის არჩევაზე პოზიციების დაფიქსირება მოსთხოვეს. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რამდენიმე დეპუტატი თავის ფეხით, ნაწილი კი – უშიშროების თანამშრომლის მანქანით ჩაიყვანეს.
,,შეგვეკითხნენ, თუ რა აზრის ვიყავით ავთანდილ გოგიაშვილის კანდიდატურის შესახებ; დავუჭერდით თუ არა მხარს მის კანდიდატურას” – გვეუბნებიან საკრებულოს წევრები.
ფაქტს ვიდეო-ინტერვიუში ადასტურებს კასპის გამგებელი ოლეგ იაძე, რომლის თქმით, უშიშროების სამსახურში დეპუტატების დაბარების ფაქტს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს მოახსენებს:
,,რა დანაშაულიც ჩაიდინეს 2-3 დღის წინ რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამაზე დეტალურად და ფაქტებით ბიძინა ივანიშვილს მოვახსენებ. ვითვალისწინებ იმას, რომ საჯარო მოხელე ვარ, შეხვედრის დეტალების საჯაროდ გახმაურებისგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ. ერთი რამ ვიცი. უშიშროების სამსახურის თანამშრომელი გერმისაშვილი, რომელიც კასპში ცხოვრობს, ისე ვეღარ აკონტროლებს თვითმმართველობას, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ახორციელებდა. ეს არის დამნაშავე პიროვნება და ის უნდა გაიწმინდოს. რაც შეეხება სუს-ის (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) რეგიონულ ხელმძღვანელს, ის ამ ფაქტს გადაჰყვება” – აცხადებს ოლეგ იაძე.
გამგებლის თქმით, 23 აგვისტოს საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, თუმცა ამ სხდომაზე თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგში არაა შეტანილი. საკრებულოს აპარატის უფროსი მანუჩარ ბერიანიძე გვეუბნება, რომ ჯერ-ჯერობით საკრებულოს კანცელარიაში კანდიდატურების შესახებ განაცხადები არავის შეუტანია.
ოლეგ იაძე ამ ფაქტთან დაკავშირებით.