მე არც ამერიკის ვალში ვარ და არც რუსეთის. გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში დამყარდება სამართლიანობა. მე ვიქნებოდი "კეთილთვისებიანი სტალინი" და ავაშენებდი მოტივტივე ციხე-გემს, რომელსაც დავარქმევდი "ლაზიკას" (სხვათაშორის ეს ტელევიზიითაც გაშუქდა, "კურიერში" ვიყავი ჩემი მოკლე მესიჯებით. 24 ივლისს, 21-32 წუთზე). შიგ ჩავსვამდი იმ უღირს ადამიანებს რომლებსაც დიდი დანაშაული მიუძღვით ქართველი ერის წინაშე.
- სად განთავსდება ციხე-გემი ლაზიკა? ბათუმსა და ფოთს შორის იდგება მუდმივ დრეიფზე? რატომ "ლაზიკა"?
- "ლაზიკა" იმიტომ რომ ჩვენს პრეზიდენტს უნდოდა ლაზიკა აეშენებინა და ქალაქის მაგივრად იქ აშენდება ციხე-გემი. ეს გემი, განთავსებული იქნება ღია ზღვაში.
- ანუ საქართველოში ამერიკული ალკატრასის მსგავსი გვექნება პოლიტ. დამნაშავეებისათვის?
-არ ვიცი მე ალკატრასი, ეს ციხე-გემი ხატოვნად ნათქვამია. "კეთილთვისებიანი" სტალინი ვიქნები-მეთქი, სერიოზულად ვთქვი, რადგან აქაურობას მტკიცე და შეუვალი ხელი უნდა.
- კონკურენტად ვინ მიგაჩნიათ დღეს არსებული კანდიდატებიდან?
- მე მაქვს ერთი პრობლემა და მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას და ქუთაისელებს, რომ 25 000 ხმის შეგროვებაში დამეხმარონ, რათა ცესკომ დამარეგისტრიროს და შემდეგ უფრო სერიოზულად გავაგრძელო წინასაარჩევნო კამპანია. კონკურენტებიდან ყველას პატივს ვცემ, თუმცა ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგებად შალვა ნათელაშვილს და ნინო ბურჯანაძეს მივიჩნევ.
http://www.kvirispalitra.ge/mozaika/18383-...i-staliniq.html * * *
მიხეილ-გელას აზრიც საინტერესო იქნება ამ პიროვნებასთან დაკავშირებით

))