ბევრმა ალბათ იცით თუ როგორ მოკლა შევრონმა ელექტრო ავტომობილების ინდსუტრია სულ მცირე 20 წლით, მაგრამ ვინც არ იცით იმათთვის დავწერ მაინც

რატომ ვერ ვითარდება ელექტრო ავტომობილების ინდუსტრია სწრაფად? ელექტრო ავტომობილების განვითარების ერთადერთი შემაფერხებელი დეტალი არის ბატარეა. ბატარეები რომლებიც გამოყენებულია დღევანდელ ელექტრო ავტომობილებში (Li-Ion), არის მძიმე, ძალიან ძვირი, აქვთ მცირე სიცოცხლის ციკლი, დასამუხტად საჭიროა დიდი დრო, ვერ ეგუებიან ძალიან მაღალ ან ძალიან დაბალ ტემპერატურას, ექსტრემალურად ცხელდებიან ძლიერი დატვირთვის შემთხვევაში და შეიძლება გამოიწვიონ ხანძარი დაზიანების შემთხვევაში.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ელექტრო ავტომობილების წარმოება არ არის მომგებიანი ავტომწარმოებლებისთვის. ავტომწარმოებლებს უწევთ ბატარეები დაიცვან ზედმეტი სიცხისგან ან სიცივისგან, ბატარეების ფასი არის თითქმის ნახევარი ავტომობილის თვითღირებულების. ავტომობილის მეპატრონეს ბატარეების შეცვლა მოუწევს მაქსიმუმ 150 000 კილომეტრის შემდეგ (იდეალური დამუხტვის ციკლის, რეკომენდირებული მართვის და კლიმატური პირობების შემთხვევაში), ხოლო 150 000 კილომეტრიანი გარბენის მქონე ავტომობილის ფასი დაახლოებით სამჯერ უფრო იაფი იქნება ვიდრე ბატარეების ღირებულება, რაც იმას ნიშნავს რომ მანქანა უნდა გადააგდო ბატარეების მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ.
ანუ ელექტრო ავტომობილის მთავარი უპირატესობა (ეკონომიურობა), რეალურად მიუღწევადია დღეისათვის. თუ ელექტრო ძრავიან ავტომობილში იხდი $50 000-ს, იგივე კლასის და იგივე მონაცემების მქონე ბენზინის ძრავიან ავტომობილს იყიდი $20 000-ად. ფასში არის განსხვავება $30 000, რაც დღევანდელი ფასებით უდრის 20 000-დან 25 000 ლიტრამდე ბენზინს, რაც თავის მხრივ უდრის 160 000-დან 200 000-მდე კილომეტრ გარბენს საშუალო $20 000 ღირებულების ავტომობილისთვის.
ანუ რას ვიღებთ საბოლოოდ?
1) $30 000-ით უფრო ძვირადღირებულ ავტომობილს (არ დაგვავიწყდეს რომ დატენვის დროსაც ვიხდით ელექტრო ენერგიის საფასურს), რომელიც გაირბენს უფრო ნაკლებს ვიდრე ბენზინის ძრავიანი ავტომობილი უფრო იაფად.
2) ბატარეების რესურსის ამოწურვის შემდეგ ავტომობილი ხდება გადასაგდები, როდესაც ბენზინის ძრავიან მანქანას იგივე გარბენით გაყიდი $3000/$6000-ის ფარგლებში.
3) მუდმივ თავისტკივილს დასატენი სადგურების იშვიათობის გამო.
ანუ რეალურად ელექტრო მანქანა ბევრად უფრო ძვირი სიამოვნებაა ვიდრე ბენზინის ძრავიანი ავტომობილი.
რა კავშირშია ნავთობ კომპანიები ამ ყველაფერთან, ანუ თემის სათაური?საქმე იმაშია, რომ ზემოთ ხსენებული ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია უმარტივესად, ვინაიდან არსებობს ბატარეების ტექნოლოგია რომელიც აგვარებს ყველა პრობლემას (NiMH)!
არის იაფი, მსქუბუქი, უძლებს ექსტრემალურ კლიმატურ პირობებს ზედმეტი დამცავი საშუალებების გარეშე, აქვს უფრო დიდი სიცოცხლის ციკლი ვიდრე ავტომობილის სხვა დეტალებს (400 000 კილომეტრამდე), იმუხტება ბევრად უფრო სწრაფად, ნაკლებად გახურებადი/აალებადია.
რატომ არ იყენებენ ამ საოცარი მონაცემების მქონე ბატარეებს ავტომწარმოებლები? ოოო, აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი!
მარტივი მიზეზის გამო! ამ ტექნოლოგიის პატენტს ფლობს "შევრონი"!როგორ მოხვდა ასეთი ტექნოლოგია ელექტრო ავტომობილების განვითარების მთავარი მტრების ხელში?
90-იან წლებში "ჯენერალ მოტორსმა" შეიძინა პატენტი ამ ტექნოლოგიის გამომგონებლისგან და ჩამოაყალიბა შვილობილი კომპანია "GM Ovonics", ხოლო 2000 წელს ეს შვილობილი გაყიდა ნავთობ კომპანიაზე "Texaco", რომელიც თავის მხრივ შეიძინა "შევრონმა" ამ შესყიდვიდან 1 თვის შემდეგ

"ჯენერალ მოტორსის" და "შევრონის" მიერ ამ ერთობლივად დაგეგმილი და განხორციელებული მახინაციის შემდეგ, "შევრონმა" მომენტალურად უჩივლა ტოიოტას და პანასონიკს (ტოიოტა ამ დროისათვის აწარმოებდა საკმაოდ წარმატებულ ჰიბრიდებს ამ ტექნოლოგიით, ხოლო ბატარეებს უმზადებდა პანასონიკი). პატენტის ფლობის გამო დავა მოიგო "შევრონმა", ხოლო ტოიოტას და პანასონიკს მოუწიათ მილიონების გადახდა + წარმოების შეწყვეტა ამ ტექნოლოგიით.
ამჟამად "შევრონი" (აქ იგულისხმება შევრონის შვილობილი კომპანია "Cobasys") ამ ტექნოლოგიების გამოყენებას უფლებას აძლევს მწარმოებლებს მხოლოდ მციმე ზომის ბატარეებისთვის, რისი გამოყენებაც შეუძლებელია ავტო წარმოებაში (ოფიციალურად კი მიედ-მოედებიან რაღაცეებს, რომ ძალიან დიდი პარტიის შეკვეთის შემთხვევაში გაყიდიან დიდი მოცულობისასაც, მაგრამ რეალურად ბლეფია ეს ყველაფერი).
ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია და დანაშაული ნავთობ კომპანიების მიერ, კაცობრიობის მიმართ და როგორც ამ თემაზე მიძღვნილ ერთ-ერთ ბლოგზე წერდნენ "ნავთობ კომპანიები არიან კაცობრიობის რეალური ნომერ პირველი მტერი და არა ხელოვნურად შექმნილი ბინ ლადენი" (მაშინ ცოცხალი იყო ოსამა).
საბედნიეროდ ამ პატენტს ვადა გასდის 2014 წელს და იმედია ნავთობ კომპანიების საცეცებს მოაშორებენ ამ ტექნოლოგიას

ყოველშემთხვევაში ელექტრო ავტომობილების წარმოების განვითარების მსურველები ამაზე ამყარებენ იმედებს.
http://www.ev1.org/chevron.htmhttp://en.wikipedia.org/wiki/Patent_encumb..._NiMH_batteriesშევრონის გამოჩეკილი გველების ბუდე
http://en.wikipedia.org/wiki/Cobasys