არანაირი პრეტენზია სახელმწიფოს მართვაზე არ მაქვს და არც ერის მამობას ვაპირებ --- ვარ ერთი ჩვეულებრივი ქართველი , მართლმადიდებელი მოქალაქე , რომელსაც აქვს თავისი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ .
ვინაიდან მწამს , რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი მწამს ერთი პოსტულატის ---- სახელმწიფო ( ხელისუფალი ) უნდა მოერგოს კანონს და არა პირიქით .
ამიტომ ვარ სასტიკი წინაამღდეგი ყველა იმ ადამიანის , რომელიც თვლის , რომ ახლა არ არის დრო დემოკრატიის , ჯერ ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და მერე ვიფიქროთ დემოკრატიაზე .
ამიტომაც მინდა ჩემი ხედვა დავდო ამ საკითხზე და ვიმსჯელოთ ერთად --- რაში არის მცდარი ჩემი შეხედულება , რაში მართალი ვარ
ყველა ძლიერი სახელმწიფო აშენდა ფუნდამენტურ პრინციპებზე და არა რაღაც დროებით , ამა თუ იმ დროებითი მართველის ახირებაზე .
სახელმწიფოს შენების საქმეში ჩემი აზრით უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობას , მის კონსერვატიზმს თუ გნებავთ . როდესაც სასამართლო მონაწილეობს ხელისუფლების ისტერიულ კომპანიებში --- იქ სახელმწიფო ინგრევა .
ამიტომ ტომ ჰეიგანი ჩემგან არ გამოვიდოდა --- ის ებრძოდა სახელმწიფოს , მე კი მინდა სახელმწიფო მქონდეს , ნორმალური , არა-სტალინური სახელმწიფო .
------------
1 . რაც შეეხება კანონიერ ქურდებს .....
მე , დიახ მაქვს მათან შეხება , ამიტომაც არ ვუყურებ ამ პრობლემას როგორც გლობალურ პრობლემას ....
ჩვენი კანონიერი ქურდები არაფრით არ გამოირჩევიან სხვა ქვეყნების კრიმინალური ლიდერებისგან --- ერთია ყველა .
ჩვენს ქურდებს პლიუსებიც კი აქვთ , მაგალითად ნარკოტიკის გაყიდვა დასავლელი , ,,დემოკრატი,, მაფიოზებისთვის საპატიო საქმიანობა არის ---ჩვენი ქურდებისთვის სამარცხვინო
ჩვენი კანონიერი ქურდებისთვის არ შეიძლება იარაღის ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება , ადამიანებით ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება --- რაც ჩვეულებრივი და საპატიო საქმიანობა არის იაპონიის იაკუძასთვის , ჩინელი ტრიადის წევრისთვის , იტალიელი მაფიოზისთვის , ამერიკელი განგსტერისთვის , მექსიკელი ბანდიტებისთვის , თუ კორსიკელი ყაჩაღებისთვის
ჩვენ კანონიერ ქურდებს ადრე საერთოდ ეკრძალებოდათ ადამიანის მკვლელობა , ყაჩაღობა --- ახლა დაუშვეს , თუმცა არ ითვლება პლიუსად
ამიტომაც , მე ჩვენს კანონიერ ქურდებს ჩვეულებრივ კრიმინალათ ვთვლი , არანაირ განსაკუთრებულს მათში არ ვხედავ . ამ კრიმინალს სახელმწიფო აუცილებლად უნდა ებრძოლოს , საერთო კანონმდებლობის თანახმად და სახელმწიფომ რაღაც პიარისთვის და ზოგ შემთხვევებში პირადი სარგებლის მიღების გამო , არ უნდა გამოიგონოს მათ წინაამღდეგ ჰიტლერის რასობრივი კანონების მაგვარი რამ , ან მუსოლინის მიერ თავის დროზე მიღებული დრაკონული კანონები მაფიის წინაამღდეგ .
ჰიტლერმაც და მუსოლინიმაც --- როგორ დაამთავრეს ცხოვრება კარგად იცით და რა დაემართათ მათ მერე გერმანიას და იტალიას .
კანონი ერთი უნდა იყოს ყველას მიმართ --- ქურდი იქნება ის თუ ტრაქტორისტი .
არის ქურდი კრიმინალური ლიდერი ? კეთილი ინებოს პოლიციამ , მიხედოს თავის უშუალო საქმიანობას და დაიჭიროს კანონიერი ქურდი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში წვერობისთვის , ან მის მეთაურობაში . დიახ ამას პოლიციის ერთი ადგილის განძრევა ჭირდება . და როდესაც მე და თქვენ ჩავაცვით და დავახურეთ პოლიციას , მივეცით მათ მაღალი ხელფასები და მშვენიერი აღჭურვილობა --- მე მათგან ვითხოვ შესაბამის პროფესიონალიზმს .
ქურდი უნდა იყოს ციხეში !!!!!!! მაგრამ იმ ციხეში ის უნდა მოხვდეს ცივილური კანონების მიხედვით
სიჩქარეს მართლმსაჯულებაში მოაქვს ქვეყნის დაქცევა და ამის უამრავი მაგალითია .....
წლები ამზადებენ დასავლეთში ოპერაციებს ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყარის წინაამღდეგ , წლები და მერე ახორციელებენ მათზე მომაკვდინებელ დარტყმას . რა დასავლეთში იდიოტები არიან და თავისი სახელმწიფოს მტრები ? რამენაირად ისინიც შეძლებდნენ იდიოტური კანონების მიღებას და ერთ დღეში შეეცდებოდნენ გადაეწყვიტათ პრობლემა ---რატომ არ აკეთებენ ასე ?
აქ კიდევ ერთ მითზე , ქართველების განსაკუთრებულ კრიმინალიზაციაზე
აქ ნაცები ხელოვნურად , რომ ქმნიან ბუმს ევროპაში ქართველების კრიმინალზე --- რა ევროპაში სხავ ეთნიკური დაჯგუფებები არ არის ?
თუ ქართველები თურქეთში ოქროულობის მაღაზიებს ქურდავენ --- რა ეს ის თურქები არ არიან , რომლებმაც ევროპაში ნარკოტიკის პირველი შემტანები იყვნენ .... აბა შეეკითხეთ გერმანელებს 90-იან წლებში რა იყო მათვის სერიოზული პრობლემა ---- დიახ თურქული დანაშაულებრივი დაჯგუფებების რაოდენობა გერმანიაში .
ევროპაში კრიმინალს გაყოფილი აქვს სფეროები ....
ალბანელები --- ყაჩაღები
რუმინელები --- მუზეუმების მძარცველები
ბულგარელები , თურქები , ალჟირელები --- ნარკოტიკი
პრიბალტები ---- მანქანების მოპარვა
უკრაინელები, პოლონელები --- თაღლითობები და მონაპარის შემძენები
ქართველები --- ქურდობა
ჩვენები სეზონური მუშაკები არიან

--- ზაფხული და ზამთარი ( როდესაც ევროპა შვებულებაშია ) ბინები არის მიტოვებული და ამიტომ იმატებს ქართველების დაჭერები . არანაირი განსაკუთრებული კრიმინალური ერი ჩვენ არ ვართ
-------------------------------
2. ახალგაზრდობის კრიმინალში წასვლა , კანონიერი ქურდების ცუდი ზეგავლენა ახალგაზრდობაზე
კრიმინალის ახალგაზრდებით შევსების პრობლემა დგას ყველა ქვეყანაში , სადაც მოუგვარებელი სოციალური პრობლემები არის --- თუმცა არის გამონაკლისები მაგალითად ამერიკა და იაპონია
შანსი იმისა , რომ ალბანელი ახალგაზრდა უფრო დიდი ალბათობით წავა კრიმინალში , ვიდრე ნორვეგიელი ახალგაზრდა ძალიან დიდია --- რატომ ? რა ალბანეთში ზის ჩაცუცქული ქართველი კანონიერი ქურდი ? არა ბატონო ....იქ ჩაცუცქული ზის მათი ადგილობრივი კრიმინალი , სარგებლობს ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით და თავაზობს ახალგაზრდას უცებ გამდიდრებას
როდესაც ახალგაზრდობას დატოვებ უფუნქციოთ --- ის ახლაგაზრდა დიდი ალბათობით წავა იქ სადაც არ ვრცელდება სახელმწიფოს რეგულაცია , დანაშაულებრივ სამყაროში .
მოგიყვანთ აქ მაგალითად მშვენიერ ამერიკულ ფილმს ( მე ძალიან მომწონს ) ,,ბრონქსულ ისტორიას ,, ---სადაც ზუსტ ეგ თემა არის აღწერილი , ახალგაზრდა ბიჭუნას და მაფიოზის ურთიერთობა . ძალიან საინტერესო ფილმია ამ კუთხით .
ჩემს ახალგაზრდობის პერიოდში , როდესაც იგივე რაოდენობა კანონიერი ქურდი იყო ქუთაისში , თან ხარისხობრივად მაშინდელი ქურდები , დღევანდელებთან შედარებით ტიტანიკები იყვნენ ----მთელ ზასტავაზე ერთი მომავალი იყო ( მომავალი , ესე იგი ვისაც ქურდობა უნდოდა ) , პაუზა-ს უძახოდნენ და ყველამ ვიცოდით , აი ამას უნდა ქურდობა , ვერ გახდა საწყალი მაგრამ ეს სხვა ისტორია არის
რა კვეჟო , უფროსი რამაშკა , ბაიკო , ტარიელ ონიანი და სხვა კიტები ვერ ახერხებდნენ ქურდულის პროპაგანდას , ხოლო დღევანდელი ლაწირაკი ქურდები უფრო კარგი პროპაგანდისტები არიან ?
არა ბატონო ...... სხვა რამეშია პრობლემა , ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაში ....
რა იყო მაშინდელი ახალგაზრდა ---- სკოლა ( საკმაოდ მკაცრი ) , სკოლის მერე სპორტი , ან მუსიკა , ან უცხო ენის რეპეტიტორი , საღამოს გაკვეთილების მომზადება და ასე ყოველ დღე .....
სახლში ბავშვს გაცინებული მშობლები ხვდებოდნენ , რომელბიც მუშაობდნენ ( მუშაობდნენ პროფესიით და არა ვაჭრებათ ) , რომლებსაც არ ქონდათ ფინანსური პრობლემები , ოჯახში ბავშვს იდილია ხვდებოდა არა ლოთი მამა და ბოზი დედა , არამედ ნორმალური სიტუაცია . ზაფხულში ზღვაზე დასვენება , ზამთარში ბაკურიანი , და ეს 99 % პროცენტ იჯახში იყო .... მერე ინსტიტუტი , ცოლი , ნორმალური სამსახური ---- სად ქონდა ახალგაზრდას ქურდულის დრო
რა უნდა შეეთავაზებია ამ ახალგაზრდისთვის კანონიერ ქურდს ? არც არაფერი
პრობლემა დაიწყო მას შემდეგ , რაც კანონიერ ქურდს მიეცა საშუალება ალტერნატივა შეეთავაზებია ახალგაზრდისთვის . მაგრამ ეს მარტო კანონიერი ქურდის ბრალია , ვააბშე თუ მისი ბრალია ?
არის ასეთი მეცნიერება , კრიმინოლოგია --- ყველა ქვეყნის , ხაზს ვუსვამ , ყველა ქვეყნის ამ დარგის მეცნიერები შეთანხმებული არიან შემდეგზე ---- კრიმინალიზაცია საზოგადოებაში , პირდაპირ პროპორციული არის ქვეყნის სოციალური მდგომარეობის

ამას ვერსად ვერ გავექცევით და აქ კანონიერი ქურდები არაფერ შუაში არ არიან .
როდესაც სახელმწიფო ვერ უვლის თავის მომავალ თაობას , იქ აუცილებლად გამოჩნდება ათასი ჯურის რადიკალი , მათ შორის კრიმინალი .
ნაციონალების დროს , ნახეთ შ.ს.ს. საიტზე სტატისტიკა , 2004 წლიდან , ყოველწლიურად იზრდებოდა დანაშაულის რაოდენობა --- ხომ ,,მოერია,, კანონიერ ქურდებს ნაცები , აბა ეს ზრდა საიდან ?
პრობლემა რაშიც არის ზემოთ დავწერე და კარგი იქნება თუ შევეშვებით ნაც.პროპაგანდას და პრობლემას რეალურად შევხედავთ .
-----------------
3. მითი --- ნაცები ქურდებთან ბრძოლაზე
ნაცები ქურდებთან ბრძოლაში სამ მიზანს ისახავდნენ , არც ერთ მიზანს არაფერი საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან არ ქონდა და პირადი კეთილდღეობისკენ იყო მიმართული ...
მიზანი #1 :
ნაცებს ჭირდებოდათ კანონიერი ქურდების წილები ბიზნესში .
ვინაიდან ქურდების წილები ბიზნესში , არ იყო იურიდიულად გაფორმებული წილები , მათი წართმევა ყველაზე ადვილად შეიძლებოდა . რაც მოხდა კიდევაც 2004-2006 წლებში . ნაცები დაეპატრონენ ამ წილებს ---ასევე ქურდულათ , არანაირი იურიდიული გაფორმება ამას არ მოყოლია . ბიზნესმენმა მხოლოდ მისამართი შეცვალა კონვერტზე , ქურდის მაგივრად კონვერტი ნაცებთან მიდიოდა .
მიზანი # 2 :
ნაცებმა ამოაგდენ კანონიერი ქურდების ალტერნატიული სასამართლო .
ბიზნესში ხდება დავები ..... ეს ნორმალურია . შევარდნაძის დროს და მანამდე ბიზნესმენს ქონდა ორი ალტერნატივა ---ან მიემართა სასამართლოსთვის , ან წასულიყო ქურდთან . 90 % ქურდთან მიდიოდა , აქ სამი პლიუსი იყო :
ა/ საქმის გადაწყვეტა ხდებოდა უცებ და ეფექტურად , განსხვავებით სასამართლოსგან
დავა ქურდის თანდასწრებით ერთ შეხვედრაში წყდებოდა . სასამართლოს თვეები ჭირდებოდა და საკითხი , რომ გადაწყდებოდა , ის უკვე აქტუალური აღარ იყო
ბ/ აღსრულების საკითხი ..... ქურდთან მიღწეული შეთანხმება ზუსტად და დროზე სრულდებოდა . აღარ იყო საჭირო აღმასრულებელი და მასთან დაკავშირებული პრობლემები , რომელიც ასევე დროში იწელებოდა
გ/ ბიზნესმენებს აწყობდათ ქურდთან გარჩევები , ვინაიდან იქ შეიძლებოდა შავი ბუღალტერიის მტკიცებათ მოყვანა , რაც გამორიცხული იყო ჩვეულებრივ სასამართლოზე .
აი , ეს ამოაგდეს ნაცებმა ქურდებთან ბრძოლით ---- ამიერიდან ყველა დავა ბიზნესმენთა შორის , ნაცების გადასაწყვეტი იყო . როგორ მტავრდებოდა ეგეთი დავების გადაწყვეტა აღარ შეგახსენებთ . თუ ქურდები გარჩევების დროს მაყუთს იღებდნენ ბანალურად , ნაცები , საწარმოებს ართმევდნენ , ხშირ შემთხვევაში ორივე მოდავე მხარეს .
მიზანი # 3 :
პიარი , მისი უდიდებულესობა პიარი .....
ნაცებმა აქ ძალიან პრაგმატულად მოიქცნენ .... ხალხი , რომ დაიმორჩილო მას ბუა უნდა დაანახო . აი , მე რომ არ ვიყო ეს ბუა თქვენ შეგჭამთ , ამიტომ მე უნდა ვიყო მანამდე სანამ ბუა იქნება .
ნაცებმა შექმნეს ორი ბუა --- ერთი გარე , მეორე შიდა .
გარე ბუა იყო პუტინი და რუსეთი ( ზუსტად ამ თანმიმდევრობით ) , მეორე ბუა შიდა მოხმარების იყო --- კანონიერი ქურდები .
ეს , რომ მხოლოდ ბუა იყო და არანაირი რეალური ბრძოლა არ მიმდინარეობდა ამაზე მეტყველებს ფაქტები :
არც ერთი ბობოლა კანონიერი ქურდი , რომლებიც მართლაც რაღაცეებს წყვიტავდნენ ქურდულ სამყაროში ნაცებმა არ დაიჭირეს --- ისინი იჭერდნენ პატარ-პატარა ლიფსიტებს
ვინ არ დაიჭირენ :
1. ტარიელ ონიანი --- რომელიც ქუთაისის ცენტრში ცხოვრობდა 2006-2007 წლებში
2. ბაიკო , სერგო ქუთათელაძე , ლეგენდარული კანონიერი ქურდი --- დაიჭირეს ნაცებმა 2004 წელს და საპოცესოთი გაუშვეს
3. კრიმინალური გენერალი , კანონიერი ქურდი , მერაბ გოგია ,,მელია,, ---დაიჭირეს 2006 წელს და გაუშვეს საპროცესო შეტანხმებით
4. კრიმინალური გენერალი , გაიოზ ზვიადაძე --- გაუშვეს 2006 წელს უდო-თი , არ მოახდევიეს ბოლომდე სასჯელი , მისი სახლის სანაცვლოდ
5. ზაზა ამბროლაძე --- დაიჭირეს 2004 წელს გაუშვეს საპროცესოთი , მანამდე დაათმობიეს წილები ბენზოგასამართ სადგურების ქსელში
6. ბადრი კოღუაშვილი , ერთ-ერთი ყველაზე საშიში კანონიერი ქურდი --- საერთოდ არ დაიჭირეს როდესაც ის ქუთაისში იყო ჩამოსული ნაცების დროს , მიიღო მონაწილეობა ქურდულ გარჩევაში , რომლის შემდგომ ქუთაისის ქვის გადამამუშავებელი ქარხანა და ამ ქარხნის მიერ მოგებული 30 მილიონიანი ტენდერი , გადაეცა მაშინდელი მხარის პროკურის მიხეილ ჩოგოვაძის მამას . ქურდულ გარჩევას ესწრებოდა მიხეილ ჩოგოვაძის მამა , ასე , რომ პროკურორმა ყველაფერი იცოდა .
მიხეილ ჩოგოვაძე გაითვალისწინეთ არის ზურაბ ადეიშვილის უახლოესი წრის წარმომადგენელი და ფაქტიურად ბადრი კოღუაშვილის ამ ჩამოსვლას კრიშავდა გენერალური პროკურატურა .
7 ვატო ყიფიანი , ბარეორ ქურდზე მეტი ავტორიტეტი --- გაუგებარი იურიდიული მექანიზმით გამოშვებული იქნა ნაცების მიერ ციხიდან
კიდევ არის მაგალითები --- აი ასე ,,ებრძოდა ,, ქურდებს ნაცები .
ბობოლა კანონიერ ქურდებთან საქმეებს წყვიტავდა , ხოლო ლიფსიტებს ციხეებში აყურყუტებდა , რომ აქ ზოგიერთ უზერს ეპოსტა , აი ბატონო ქურდებს მოერია სააკაშვილიო .
--------------------
თუ გვინდა ქვეყნის აშენება პრობლემებს რეალურად უნდა შევხედოთ --- პიარი ამ საკითხებში ღუპავს სახელმწიფოს
პ.ს. ამ პოსტიდან მე მგონი გახდება ნათელი ჩემი პოზიციაც კანონიერი ქურდების მიმართ .
ქურდი ცუდია , ის ციხეში უნდა იჯდეს --- მაგრამ ყველა ადამიანს , მათ შორის კანონიერ ქურდს , აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი
ორი სიკეთეს შორის ---- ქურდს მოვერიოთ ყველა საშუალებით , მათ შორის კანონის გაუპატიურებით , თუ კანონის უზენაესობა იყოს ქვეყანაში , ჩემი აზრით უფრო დიდი სიკეთე კანონის უზენაესობა არის
This post has been edited by მაკიაველი on 20 Aug 2013, 18:42
01.10.2012.