ბოდიში თუ არასწორად გავხსენი თემა, ცოტა ხანი იყოს რო იქნებ ვინმემ რამე იცოდეს.
მოკლედ რა ხდება.
მეუღლემ შეიტანა განაცხადი ესპანეთის ვიზაზე ჰოლანდიის საელჩოში. ვიზა იყო ტურისტული 1 კვირიანი, და აკეთებდა ტურისტული სააგენტო. ყველა მოთხოვნა და საბუთი გვქონდა წესრიგში. ხელფასის ცნობა, სამსახურის ცნობა, ოჯახს და ბავშვს ტოვებდა აქ, ანგარიშზე დევს 3000 ლარი, დაბრონილი სასტუმრო და თვითმფრინავის ბილეთი. ამას გარდა 2008 ში გერმანიას აქ ჩარტყმული ესპანეთის ვიზა, ნამყოფები ვართ ესპანეთსი, არანაირი დარღვევა არ გვაქ.
ვინაიდან ამ იდიოტ საელჩოს პასპორტის სახლში მოტანის სერვისი არ აქვს, უნდა გამოიტანო შენით. პასპორტი უდნ აგამოგვეტანა 15 აგვისტოს და არ ვიყავით ქალაქში. ჩამოვედით და დაიბარეს 20 აგვისტოს. მივიდა და დახვდა ეს !!!!!

იქვე კითხეს რომ თვენ არ დარეკეთ ვიზის გაუქმებაზეო? არავის არსად არ დაურეკია რათქმა უნდა და არც გაუქმება გვიცდია. მოკლედ არავინ არ შეახვედრეს არაფერზე პასუხი არ გაცეს დაცვამ გამოუშვა გარეთ და უთხრა რო თუ რამე პრეტენზია აქ, ან წერილობით მიმართოს ან გაასაჩივროს (დაცვამ რა იცის საინტერესოა). მოკლედ არ ვიცით და ვერ გავარკვიეთ, ეს პასტით გადახაზული უკვე ჩარტყმული ვიზა რას ნიშნავს? ჩაარტყეს აშკარად და მერე გადახაეს ოღონდ პასტით, არც მიზეზი უთქვამს ვინმეს, არც ახნსა განმარტება პასუხია გაასაჩივრეთ. მაინტერესებს თუ ქონია ასე გადახაზული ვიზა ვინმეს და ან რა გავაკეთოთ ასეთ სიტუაციაში.