
დღეს დილით 7 საატზე ბენზედან ქალაქისკენ ვმოძრაობდი, ბატუმისტვისაც კი კოკისპირული წვიმა იყო. ძლივს ვმოძრაობდი, სადაც თეატრთან ვისოლის კალონკაა ყვითელ კაპიშონში გადაცმული მეეზოვე გვის წვიმას. გიჟია, გავიფიქრე და გავაგრძელე გზა. მანდ გაჩერებაც არ შეიძლება და რატომ უნდა გამეჩერებინა.
ცოდოა, გავიფიქრე ცოტა ხანში.
მერე ეს ყველაფერი თავიდან ამომივარდა, რადგანაც გზა ძალიან რთული იყო, მხედველობა 0 მეტრი. და საეგებიოდ მივდიოდი.
ჭავჭავაძეზე, სადაც პოლიციის სამმართველოა, მანდაც ერთი მეეზოვე დავინახე, მაგრამ ამას უკვე კაპიშონი არ ეფარა, მხოლოდ წითელ-ნაცრიფერი ფორმა. აქ უკვე შევწუხდი,
როგორც ჩანს ეს ხალხი ასეთ წვიმაში ზამთარ ზაფხულ დილის 7 საათზე ქუჩას ალაგებს?
რა აზრი აქვს ასეთ დალაგებას?
და თუნდაც აზრი ჰქონდეს, ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე?
კიდევ ის გაახსენდა, რომ თბილისის ომის პირველი მსხვერპლი ქურთი მეეზოვე იყო.
იმ წუთში ვიდეო და ფოტოზე ვერ აღვბეჭდე ეს ყველაფერი, მაგრამ მერე როცა ფორუმზე დაწერა გადავწყვიტე, წვიმის ამსახველი ვიდეო გადავიღე, ისევ უკან დავბრუნდი და ვიფირქრე ამ ტიპსაც გადავიღებთქო, მაგრამ სახრჩობელასთან იმხელა წყალი იდგა, ჩემი ჯაბახანა მანქანა ჩამიქრა და გზა ვერ გვაგრძელე. რამდენიმე ხანი მოვიცადე და გზა სარფისკენ გავგრძელე, იქნებ ვინმე სხვა მენახა. წვიმამ კი გადაიღო, მაგრამ სარფის გზაზეც შევზელი 2 მეეზოვის დაფიქსირება
იმედია არ შემაწუხებთ და იმ კადრს არ მომთხოვთ სადაც მეეზოვე თავსხმა წვიმაში მუშაობს. იმედია, ასეთი რამ ჩემს გარდა სხვებსაც გექნებათ ნანახი, თუ არა, არც წვიმაა ბათუმისთვის უცხო, და მსგავსი კადრიც არ გაჭირდება
ქვევით ლნკზე ვიდეოდავდო
http://www.youtube.com/watch?v=1Z0G9u5l7QQ&feature=youtu.beამჯერად თემა არც ბიბინას და არც მიშიკოს საგინებლად არ გამიხსნია.
1. იქნებ ვინმემ მერიის დასუფთავების სამსახურის თელეფონი იცოდეს
2. იქნებ შესაძლებელი იყოს, ამ ხალხს მუშაობის პირობები შეუმსუბუქონ
და ა.შ.