#37809523 · 30 Aug 2013, 22:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინდელი დილა იმით დაიწყო რომ საღამოს ვნატრულობდი გამარჯვების ,,იმედით", შუადღეზე ერთი ეჭვმა კი გამკრა არარეალისტური მოლოდინისამ , მაგრამ ტვინის ბნელ კუთხეებში გადავმალე მსგავსი აზრები რომ დღის განმავლობაში აღარ შევეწუხებინე. საღამოს უკვე კვლავ ,,იმედით" დატვირთული მივადექი სტადიონს იქ ხალხმრავლობამ ,,იმედიანი" განწყობა უფრო გააღვივა. ნუ ახალი დამონტაჟებული შესასვლელი და მორიგი ქართული არაორგანიზებულობა ჩუმად გადავლახე რომ ,,იმედიანი'' განწყობა არ გამეფუჭებინა. სტადიონზე ვისთვის (მოწინააღმდეგე) ჩვეული, ვისთვის არაჩვეული ატმოსფერო იყო, როცა ხალხით ივსებოდა სტადიონი. ხალხი სემიჩკის პარკებით თავთავიანთ ადგილებს იკავებდა, ერთმა ზედ ჩემ სკამთან რამის თავზე გადამაცალა სემიჩკის ცელოფანი, ესეც გავატარე განწყობა რომ არ გამეფუჭებინა, მასაც არ წყენია დაპნევა მეორე პარკიც ქონდა ხელთ. ავსტრიელი გულშემატკივარი თამაშის დაწყებამდევე გააქტიურდა და მწყობრად დაიწყო გუნდის მხარდაჭერა, (ჭეშმარიტ ქართველებს), მათ შორის მეც ამან გამაღიზიანა და შტვენა ღრიალში ჩავახშეთ მათი გამოხტომები, მათ ჩვენთვის ყურადღებაც არ მოუქცევიათ განაგრძეს სიმღერა ჩვეულ ნოტაზე. თამაში დაიწყო და ყველაფერი ჩვეული ატმოსფეროთი მიმდინარეობდა, გულშემატკივარი ალაგ ალაგ გააქტიურდებოდა, ამოსთქვამდა უწესრიგოდ თავის გულის ნადებს ნახევრად ღრიალ ნახევრად ხროტინის სახით, ზოგი დილას, ზოგი გორს , ზოგი საქართველოს შეძახილით. ავსტრიელები კი ერთი წუთითაც არ ჩერდებოდნენ მიზანმიმარტულად გულშემატკივრობდნენ საკუთარ გუნდს მხოლოდ გარკვეულ მომენტებში იღებდნენ მაღალ ნოტებს რაც მორიგი აგრესიის მსხვერპლი ხდებოდა ჩვენი ,,ჭეშმარიტი მამულიშვილების" მხრიდან. ნუ პირველი ტაიმის ბოლოსკენ ავსტრიელები გააქტიურდნენ და მაგრად გაგვიშინაურდნენ ,,იმედიანი" განწყობამაც ფერი იცვალა და ისევე როგორც ჩემ სახეზე და აი ისიც, დადგა ის დრო როცა ქართველები ტაიმს ამთავრებენ და ჩერდებიან, ევროპელები კი თამაშობენ მსაჯის სასტვენამდე, 30- წამმა არ დაგვინდო და თავისი ევროპული საქმე გააკეთა, ჩვენ კი დაგვტოვა ისევ ამ მსგავსი ფასეულობების გზაგასაყართან. მთელი დღის ასე ნალოლიავები ,,იმედი" უცებ სადღაც გაქრა და გოდების 15 წუთი დაგვიტოვა მეორე ტაიმამდე, არადა თითქოს ვთამაშობდით მომენტებიც შევქმენით შეთხელებულმა დაცვის ხაზმა მაინც იჩინა თავი და თომაშვილსაც ჩაეძინა, სხვათაშორის მანამდეც იგივენაირ რამოდენიმე მომენტში თვლიმავდა აშკარად. მეორე ტაიმში რაპიდმაც და მისმა გულშემატკივარმაც დომინირება დაიწყეს სტადიონზე და სრულად აიღეს სადავეები ხელთ.მეორე გოლზე უკვე ყველაფერი დამთავრდა ჩემთვის. პირველად რამდენიმე წლიანი სტადიონზე სიარულის მერე მივხვდი რომ ჩემი ადგილი იქ აღარ იყოდა და ნაადრევად დავტოვე სტადიონი (მსგავსი რამ არასოდეს გამიკეთებია). გამოსვლისას ხალხი მასიურად ტოვებდა სტადიონს და აქ გავიგონე მთავარი ფრაზა ერთი ასევე განაწყენებული გულშემატკივრისაგან, ნაღდი ქართული სიტყვები: წავიდნენ მაგათი პროფესიონალი დედა ვატირეო ან რას თამაშობდნენ ან რას გულშემატკივრობდნენო. მორიგი ევროპული გაკვეთილი მივიღეთ სწავლობს კი ვინმე ამ გაკვეთილებს ნეტა.
სქოლიო. იმედი - მოლოდინი, რწმენა, რომ გარკვეული სურვილი განუხორციელდებათ, აუხდებათ. ჩვენ შემთხვევაში : იმედი - იმის წარმოდგენა რასაც განხორციელება არ უწერია.
|