13:00სთ. მოზდოკის აეროდრომზე სხდებიან რუსული AWAKS-ის ტიპის თვითმფრინავები. რუსეთს სტრატეგიული ბომბარდმშენები Ту-22М3 ნოვგოროდიდან სარატოვში გადაჰყავს.
5 აგვისტო
00:00სთ. ცხინვალის რეგიონში გრძელდება ქართული სოფლების დაბომბვა.
06:00სთ. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითი პოლკი, განლაგებული ყირიმში, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია "для проведения учений по высадке десанта на необорудованное побережье".
07:00სთ. როკის გვირაბის გავლით, რუსეთს ცხინვალის რეგიონში შეჰყავს 40 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და ჯავშანტექნიკა, 33-ე ცალკეული სადესანტო სამთო ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონი, სრული შეიარაღებით და საბძოლო ტექნიკით, 30 საარტილერიო დანადგარი კი ცხინვალის რეგიონში კუდარის უღელტეხილის გავლით შეიტანეს.
09:00სთ. “Независимая газета”-სთან ინტერვიუში შამბა აცხადებს, რომ “Абхазия готова открыть второй фронт” и что “в случае войны в Южной Осетии специально подготовленные диверсанты могут подорвать нефтепровод Баку-Тбилиси-Джейхан”.
10:00სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი იწყებს მობილიზაციას.
10:01სთ. "Осрадио" აცხადებს: "Ни в коем случае нельзя больше допустить такой ситуации, при которой в центре ЮО процветает пятая колонна. Абхазы убрали этот фактор и сейчас с ними на уровне ООН Тбилиси ведет переговоры... Нельзя ошибаться на этот раз. Грузин в ЮО быть не должно”.
12:07სთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მიმართავს წინადადებით, როკის გვირაბთან დაწესდეს ერთობლივი ქართულ-რუსული მონიტორინგი იარაღის შემოტანის აღსაკვეთად. რუსეთი ამ წინადადებაზე კატეგორიულ უარს ამბობს.
14:27სთ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაძაბული სიტუაცია ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის უუნარობის ბრალია.
15:10სთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, გონსალო გალიეგო, ცხინვალის რეგიონში ეუთო-ს დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას ითხოვს.
15:21სთ. რუსეთის პრესა ცხინვალის რეგიონში რუსი მოხალისეების შესვლას იტყობინება.
16:30სთ. მინძაევი იძლევა ბრძანებას "სოფელ ნულის სრული განადგურების" შესახებ.
17:00სთ. სეპარატისტული ბანდფორმირებების 3 ტანკი და 2 სატვირთო მანქანა შეიარაღებული პირებით სოფელ ავნევის აღებას ცდილობს.
18:56სთ. ნატო-ს წარმომადგენელი კარმენ რომერო აცხადებს, რომ ალიანსი არ ადასტურებს ქართული შეიარაღებული ძალების კონცენტრაციას ცხინვალის რეგიონთან.
19:34სთ. კოკოითი იძლევა ბრძანებას "о перекрытии оросительных каналов, поставляющих воду Грузии".
მინძაევი აცხადებს: “Мы сейчас не предъявляем никаких территориальных претензий, но прекрасно знаем, что Бакуриани, Боржоми и другие территории — это осетинские земли".
21:00 სთ. ქვემო ზარამაგის რაიონში საქართველოს საზღვართან რუსეთმა განალაგა 58-ე არმიის 19-ე დივიზიის 135-ე და 693-ე მოტომსროლელთა პოლკები, 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 104-ე და 234-ე პოლკები, 96-ე სადესანტო დივიზიის 217-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი, სპეციალური დანიშნულების ჯარების ცალკეული რაზმი, 31-ე ცალკეული სადესანტო პოლკი. სულ: 11693 სამხედრო მოსამსახურე, 891 ერთეული ჯავშანტექნიკა და 138 ერთეული არტილერია.
6 აგვისტო
00:00სთ. თურქეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ერზინჯანთან, აფეთქებენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სატუმბო სადგურს. მილსადენი პარალიზებულია.
09:00სთ. ჩრდილოეთ კავკასიიდან ცხინვალში 150 "მოხალისე" ჩადის.
10:50სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი თანხმდება ქართული მხარის წინადადებას - 7 ივლისს ცხინვალში თემურ იაკობაშვილის და ჩოჩიევის შეხვედრას შერეული სამშვიდობო კომისიის რუსეთის თანათავმჯდომარის ი. პოპოვის მონაწილეობით.
11:00სთ. სტავროპოლსა და როსტოვში იწყება "კაზაკების" მობილიზაცია.
11:40სთ. ცხინვალში ჩადის დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი.
11:50სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ნულის, მუგუთის და დიდმუხას მიდამოებში ინტენსიურ სროლას აქვს ადგილი. საქართველოს შსს ამ განცხადებას მტკნარ სიცრუეს უწოდებს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ზონაში სიწყნარეა, რაც საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებსაც შეუძლიათ დაადასტურონ. მათ კონფლიქტის ზონა 5 აგვისტოს მოინახულეს.
13:00სთ. ლენინგრადის სამხედრო ოლქის სარდლობა კოდორის ხეობაში ჩადის.
16:30სთ. სეპარატისტები ინტენსიურ ცეცხლს ხსნიან ფრანევის, უბიათის, ხეთაგუროვოს, ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანის და ნულის მიდამოებში.
17:48სთ. "Осрадио" აცხადებს, რომ "სამხრეთ ოსეთში" დაიწყო საბძოლო მოქმედებები და რომ "ქართველებმა დაკარგეს 36 ჯარისკაცი".
18:00სთ. “Независимая газета” იტყობინება, რომ "ტრანსკამი სავსეა რუსეთის სამხედრო შენაერთებით".
18:17სთ. საოკუპაციო რეჟიმი უარს აცხადებს 7 აგვისტოს ცხინვალში იაკობაშვილის, პოპოვის და ჩოჩიევის შეხვედრაზე.
18:23სთ. სოფელ ნულთან ქართველი სამშვიდობოების პატრულს აფეთქებენ.
19:30სთ. თ. იაკობაშვილი ტელეფონით ესაუბრა ი. პოპოვს და შესთავაზა 7 აგვისტოს ცხინვალში ერთად გამგზავრება - შერეული სამშვიდობო ჯარების შტაბში მოლაპარაკებების გამართვის მიზნით. ი. პოპოვი ამ წინადადებას დათანხმდა.
20:00სთ. სეპარატისტები ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლს უხსნიან ერედვს, ფრისს, ავნევს, დვანს, ნულს. დაჭრილია ორი ქართველი სამშვიდობო.
21:00სთ. პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს მედვედევთან ან პუტინთან დაკავშირებას. რუსეთის საგარეო გვპასუხობს, რომ "პრეზიდენტების საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა".
21:04სთ. "Осрадио" იტყობინება, რომ "ცხინვალში ზეიმია ნულთან და ავნევთან ქართული ჯარების განადგურებასთან დაკავშირებით".
23:40სთ. განახლდა საბრძოლო მოქმედებები სარაბუკთან, ვანათთან და დმანისთან.
7 აგვისტო
00:05სთ. სეპარატისტული ბანდფორმირებები საარტილერიო დანადგარებიდან და ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლს უხსნიან ერედვს, ვანათს, სარაბუკის სიმაღლეს და ფრისს. ქართული შენაერთები საპასუხო ცეცხლს ხსნიან.
03:41 — 03:52სთ. ცხინვალის რეგიონში, როკის გვირაბის გავლით, რუსული ჯავშანტექნიკის კიდევ ერთი კოლონა შემოდის. ქართული დაზვერვა აქვეყნებს სეპარატისტების სატელეფონო საუბრებს, სადაც ისინი შესჩივიან ცხინვალს, რომ ტექნიკის სიმრავლის გამო რუსული ჯარები შემოსვლას ვერ ახერხებენ. უკვე 2008 წლის სექტემბერში რუსეთი ვერ ახერხებს ამ ფაქტის, ისევე, როგორც სხვა ბევრი ტყუილის, უარყოფას და იწყებს მტკიცებას, რომ "ცხინვალში რუსი სამშვიდობოების როტაცია ხდებოდა". ეს სრული სიცრუეა: როტაციის განხორციელება ყველა არსებული შეთანხმების შესაბამისად ნებადართული იყო წელიწადში მხოლოდ ორჯერ, მხარეების თანხმობის შემთხვევაში, დღისით, ერთი თვით ადრე შეტყობინების პირობით. რუსებს როტაცია 2008 წლის 31 მაისს ჰქონდათ დამთავრებული.
06:35სთ. ცხინვალის სამხრეთით სეპარატისტები ცეცხლს ხსნიან. დაჭრილია სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე.
08:00სთ. ცხინვალიდან ევაკუაციის შედეგად, რუსეთში გაყვანილია 20000 კაცზე მეტი, ანუ ფაქტობრივად მთელი მოსახლეობა.
09:25სთ. სეპარატისტები ხეთაგუროვოდან 122 მილიმეტრიანი ჰაუბიცებით ცეცხლს უხსნიან ავნევს და ნულს. ამ ტიპის შეირაღება კატეგორიულად აკრძალული იყო კონფლიქტის ზონაში.
09:45სთ. რუსული თვითმფრინავი შავშეთთან, კონფლიქტის ზონიდან 30 კილომეტრის დაშორებით, ბომბავს ქართულ რადარს.
10:50სთ. კოკოითი უცხადებს რუსულ რადიოარხს, რომ ის "სამხრეთ ოსეთს ქართველებისგან გაწმენდს".
11:00სთ. მოსკოვიდან თბილისში ჩამოსული ი. პოპოვი ადასტურებს, რომ ცხინვალი უარს ამბობს 7 აგვისტოს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე. გრძელდება ხეთაგუროვოდან ნულზე, ავნევზე და ვანათზე საარტილერიო თავდასხმა.
12:00სთ. "Пресс-служба СКВО уведомляет, что на полигоне “Тарское” “в соответствии с планом боевой подготовки подразделений 58-й армии проводится лагерный сбор артиллерийских подразделений с максимальным привлечением личного состава и военной техники”.
12:28სთ. მთავრდება 58-ე არმიის და აფხაზური ბანდფორმირებების სრული მობილიზაცია.
12:30სთ. პოპოვი თ. იაკობაშვილს სთავაზობს ცხინვალში მარტო გამგზავრებას და უკვე იქ შეხვედრას.
13:00სთ. საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი - რუსული არმიის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე.
14:00სთ. ხეთაგუროვოდან ქართული სამშვიდობო პოსტის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად იღუპება ორი ქართველი სამშვიდობო. ეს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების დაღუპვის პირველი ფაქტია.
საქართველოს შეიარაღებული ჯარები ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებს და იწყებენ კონფლიქტის ზონისკენ გადაადგილებას.
14:39სთ. კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბძოლო მოქმედებებზე პასუხისმგებლობას პოპოვი ორივე მხარეს აკისრებს.
თ. იაკობაშვილი ჩადის დაცარიელებულ ცხინვალში. პოპოვი ამას ვერ ახერხებს. მის ავტომანქანას საბურავი დაეშვა. სათადარიგო საბურავიც უვარგისი აღმოჩნდა. სეპარატისტები უარს ამბობენ პოპოვის გარეშე იაკობაშვილთან შეხვედრაზე.
15:08სთ. რუსეთის ხელისუფლება უკრძალავს რუსულ მასმედიას ქართული წყაროების ციტირებას.
15:10სთ. თ. იაკობაშვილი მოლაპარაკებებს იწყებს მ. კულახმეტოვთან. რუსი გენერალი უცხადებს მას, რომ "რუსი სამშვიდობოები ვეღარ აკონტროლებენ ოსურ ქვედანაყოფებს". ადასტურებს, რომ სეპარატისტების ბანდფორმირებები ბომბავენ ქართულ სოფლებს.
15:43–16:15სთ. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ნულთან, ავნევთან, უბიათთან და ხეთაგუროვოსთან. დაჭრილია 7 ქართველი სამშვიდობო, მოკლულია თერთმეტი სამოქალაქო პირი. აფეთქებულია ქართველი სამშვიდობოების ჯავშანტრანსპორტიორი.
თ. იაკობაშვილი, კულახმეტოვის რჩევის შესაბამისად, უკავშირდება პრეზიდენტს ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
17:00სთ. თ. იაკობაშვილი პრეზიდენტის თანხმობას იღებს.
17:10სთ. ქართული ჯარი ცალმხრივად წყვეტს ცეცხლს.
18:00სთ. ცხინვალში ჩადის პოპოვი.
18:15სთ. კონფლიქტის ზონიდან იწყება ქართული მოსახლეობის ევაკუაცია.
18:20სთ. პოპოვი ცხინვალში კოკოითს, ჩოჩიევს და კულახმეტოვს ხვდება.
18:30სთ. სეპარატისტების ბანდფორმირებები ცეცხლს უხსნიან ქართველი სამშვიდობოების ყველა პოსტს და ქართულ სოფლებს.
19:00 სთ. პრეზიდენტი სააკაშვილი თავის სატელევიზიო მიმართვაში ატყობინებს საქართველოს მოსახლეობას, რომ ცეცხლი საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცალმხრივად არის შეწყვეტილი
19.18სთ. "Осрадио": “58-я уже в городе!”
რამდენიმე წუთის შემდეგ სეპარატისტული ბანდფორმირებები ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლს უხსნიან ავნევს.
20:50-24:00 სთ. კულახმეტოვი რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და ეუთო-ს ატყობინებს, რომ "ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთის საზღვრებს უახლოვდება".
22:04 სთ. პოპოვი იტყობინება, რომ იაკობაშვილი და ჩოჩიევი შეხვედრას 8 აგვისტოს გამართავენ.
22:25 სთ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენ ფრიდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან, სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ცეცხლი "ოსურმა მხარემ გახსნა".
22:30 სთ. სეპარატისტების ბანდფორმირებები ინტენსიურ საარტილერიო ცეცხლს უხსნიან ფრისს. რამდენიმე სამოქალაქო პირი მძიმედ არის დაჭრილი.
22:35 სთ. რუსული ჯავშანკოლონები ძარის გზიდან ცხინვალში შედიან.
22:55 სთ. ახალი რუსული ჯავშანკოლონა შემოდის როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში. ამ მომენტისთვის ცხინვალის რეგიონში უკვე იმყოფება 135-ე, 503-ე და 693-ე მოტომსროლელი პოლკების ნაწილები, სპეციალური ჯარების ნაწილები. საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს პოპოვთან დაკავშირებას. პოპოვი არ პასუხობს.
23:00 სთ. სეპარატისტული ბანდფორმირებები ცეცხლს უხსნიან თამარაშენს.
23:10 სთ. ცხადდება კულახმეტოვის პრეს-კონფერენცია.
23:17 სთ. როკის გვირაბი კიდევ ერთმა რუსულმა ჯავშანკოლონამ გაიარა.
სეპარატისტული ბანდფორმირებები კვლავ უხსნიან ცეცხლს ქართულ სოფლებს და ქართველი სამშვიდობოების საგუშაგოებს. პოლიციის საგუშაგო ქურთაში განადგურებულია.
23:27 სთ. პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებას იძლევა.
23:40 სთ. მ. ყურაშვილი პასუხობს კულახმეტოვის სატელეფონო ზარს, ატყობინებს მას სამხედრო ოპერაციის დაწყებას და ითხოვს რუსი სამშვიდობოების არჩარევას.
23:50 სთ. ქართული ჯარი უხსნის ცეცხლს ბანდფორმირებების პოზიციებს. ომი ღია ფაზაში გადადის.
(I ნაწილის დასასრული) წერს გრიგოლ ვაშაძე.
http://topnews.mediamall.ge/?id=54995გერონტი მინდა ამ თემაში და A10 კიდევ.
არის იოდევ ერთი-ორი უზერი, რომელთა საუბარსაც ყურადღებით ვუსმენ (აგვისტოს ომზე)
This post has been edited by forumeli64 on 25 Aug 2013, 16:37
მიმაგრებული სურათი