პროგრამისტი ქალები
ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირველი პროგრამისტი სწორედ რომ ქალი იყო - ადა ლოველასი. ქალი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პროგრამირებას და, რომ არა მისი ნაშრომები, შეიძლება ამ სფეროში განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე ვყოფილიყავით. (ეს ცოტა გადაჭარბებით, თუმცა - რატომაც არა...

)
ადა დაიბადა ინგლისელი პოეტის ლორდ ბაირონისა და ანაბელას ოჯახში 1815 წელს; ბავშვობიდანვე ეზიარა მეცნიერებასა და მათემატიკას; 1833 წელს გაიცნო ჩარლს ბაბეიჯი, ინგლისელი გამომგონებელსი და მექანიკოს ინჟინერი, რომელმაც პროგრამირებადი კომპიუტერის კონცეფცია შეიმუშავა. 10 წლის შემდეგ ადამ გადათარგმნა ჩარლის ნაშრომები ანალიტიკური ინჟინერიის შესახებ იტალიურიდან ინგლისურზე და დაუმატა თავისი დანართები და აპლიკაციები. სწორედ ეს შენიშვნები გახდა შემდგომში Bernoulli ციფრებისა და ალგორითმის საწინდარი. დღესდღეობით
ადა მსოფლიოს პირველ პროგრამისტად ითვლება;
მიუხედავად ამისა, დღემდე საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს ქალისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების რაიმენაირ კავშირს. ფორუმებზე ჯერ კიდევ იხსნება ისეთი ირონიული თემები, როგორებიცაა - „ქალი და პროგრამირება, მითი თუ რეალობა“. იმის დასამტკიცებლად, რომ ქალი პროგრამისტები ნამდვილად არსებობენ და თანაც ძალიან მშვენიერი ქალბატონები არიან.
ეს მშვენიერი ქალბატონი ამერიკელი მსახიობი ჰედი ლამარია, რომელმაც კომპოზიტორ ჯორჯ ანთეილთან ერთად სიხშირის აჩქარების იდეა შეიმუშავა. ეს კონცეფცია თანამედროვე განფენილობის სპექტრის საკომუნიკაციო ტექნოლოგიის ისეთ საფუძვლებს წარმოადგენს, როგორებიცაა COFDM და გამოყენებულია Wi-Fi-ის ქსელურ კავშირებში და CDMA, რომელიც გამოყენებულია ზოგ უკაბელო ტელეფონებში.
ეს კი გრეისი ჰოფერია, ამერიკელი ქალი, რომელიც იყო პირველი პროგრამისტი ჰარვარდ მარკში, მან შექმნა ერთ-ერთი კომპიუტერული ენა;
ხოლო ეს ქალბატონი მერი ელენ ვილკესია, კომპიუტერის პროგრამისტი და ტექნიკის ინჟინერი, მუშაობდა LINC-ში (Laboratory Instrument Computer), პირველმა გამოიყენა პერსონალური კომპიუტერი და იყო ოპერაციული სისტემა LAP-ის შემქმნელი;
ამგვარად, ქალბატონები პროგრამირების სფეროში საკმაო წარმატებით მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სტერეოტიპული შეხედულება ჩვენს სფეროში მალე წარსულს ჩაბარდება, მით უმეტეს, რომ პროგრამირებისა და ზოგადად, ვებ დეველოპმენტი სფერო მეტად ინოვაციური და პროგრესულია სფერო და, შესაბამისად, შორს უნდა იყოს ამგვარი შეხედულებებისგან

წყარო
http://blog.websolutions.ge/blogi/skhva/66...html?lang=ka-GE