რას შეიძლება გამოეწვია მსგავსი რამ?
ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ ადგილობრივ ბიზნესს იმხელა დარტყმა მიაყენა ახალი ხელისუფლების კვერცხის მიმართ პოლიტიკამ (მოხსნეს გარკვეული შეზღუდვები იმპორტზე) რომ ადგილობრივი ბიზნესი ჩაიძირა და იმპორტმა ჩაანაცვლა
თან დარწმუნებით ვიცი რომ უმრავლესობა ადგილობრივ მეფრინველეობის ფერმას შემოქონდა უცხოეთიდან კვერცხი, ურტყამდა ბეჭედს და ყიდდა როგორც საქართველოში დადებულს :დ
საინტერესოა ისე, 700 პროცენტით გაზრდა არ არის ცოტა და შეიძლება რაღაც დასკვნის გამოტანა
პ.ს ვინც დაწეროს რომ კვერცხები არიან ნაცები, ან ქოცები და ამის გამო გაიზარდა ის იყოს კვერცხი :
http://ghn.ge/news-94053.htmlკვერცხის იმპორტი საქართელოში 795 %-ით გაიზარდა
კვერცხის იმპორტი საქართელოში 795 %-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 13 მლნ 32 ათასი ცალი ქათმის (საინკუბაციო და სასურსათო) კვერცხი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2012 წლის, იმავე პერიოდში ქვეყანაში 1 მლნ 456 ათასი კვერცხის იმპორტია განხორციელებული. „საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსად, ყველაზე მეტი რაოდენობით კვერცხი თურქეთიდანაა შემოტანილი (9 234,7 ათასი ცალი). ქათმის კვერცხი თითქმის ერთნაირადაა შემოტანილი უკრაინიდან (1 568,9 ათასი ცალი) და მოლდოვადან (1 479,6 ათასი ცალი).
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 6 თვეში, საქართელოში იმპორტირებული კვერცხის ღირებულებამ 1 მლნ 665 ათას 700 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2012 წლის 6 თვეში საქართელოში თურქეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან და ბულგარეთიდან 507 ათასი დოლარის კვერცხის იმპორტია განხორციელებული.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს საქართელოში 3 მლნ 512 ათას 300 ცალი კვერცხია იმპორტირებული, ხოლო 2011 წელს საქართველოში 7 მლნ 312 ათას 200 ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მთავრობამ კვერცხის იმპორტზე გარკვეული შეზღუდვები მოხსნა და იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოება თანაბარ პირობებში ჩააყანა, რასაც თავის მხრივ ადგილობრივი მწარმოებლების პროტესტი მოყვა.
This post has been edited by ხორხე on 20 Aug 2013, 16:50