Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(4)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სუსტი ურთიერთქმედების განხილვა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#61705640
· 19 Nov 2024, 16:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
თანამედროვე ფიზიკის ყველაზე დიდი წარმატება კვანტური ველის თეორიაა... ეს თეორია ეყრდნობა ურთიერთქმედების აღსაწერად ვირტულურ ნაწილაკებს რომლებიც ფიზიკური ნაწილაკის გარემოში წარმოიშვება და ორი ურთიერთქმედი რეალური ნაწილაკი ერთმანეთში ცვლიან. ასე აღიწერება მათემატიკურად ურთიერთქმედება და ფეინმანის დიაგრამების მთელი სტრუქტურა ამაზეა დაფუძნებული...
თუმცა ვირტუალური ნაწილაკის ცნება პროვაკაციულია, რადგან არ ვიცით მისი ზუსტი ფიზიკა, თუმცა მათემატიკურად უმაღლესი სიზუსტით აღწერს მოვლენას...
ვირტუალურ ნაწილაკებს შეუძლიათ დაარღვიონ ენერგია იმპულსის კანონი, მაგრამ მოქცეული არიან ჰეიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპის ქვეშ.... ანუ თუ ამბობ რომ ვირტუალური ნაწილაკის მოქმედების მანძილი გაიზრდებაო, ეს დასაშვებია, თუმცა შეიძლება დაირღვას იმპულსის შენახვის კანონი, ესაც დასაშვებია, მაგრამ იმისთვის რომ დაიბადოს Z0 an W ბოზონები საჭიროა მასა 10^11 ევ მახლობლად... ეს კი ნიშნავს რომ ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობიდან მივიღებთ მოქმედების მანძილს (10^-15 ევ.მ/ 10^11ევ)*3.10^8, რაც დაახლოებით 10^-17მ... ანუ ამაზე დიდს ვერ მიიღებ... თუ იტყვი მანძილი გავადიდოთო, მაშინ ამავე პრინციპით მიიღებ რომ მასა ვირტულურ ნაწილაკს უნდა ჰქონდეს 10^11 ევ ზე ნაკლები, მაშინ Z0 da W ბოზონი ვერ დაიბადება და გექნება ვაკუუმიდან მხოლოდ ვირტუალური ფოტონები.... ნეიტრინო კია მათთან არ ურთიერთქმედებს...
აქ პროვოკაციული, სწორედ რომ Z0 da W ბოზონები მგონია.
შეიძლება სხვა ნაწილაკებთან ეს ბოზონები ძალიანაც ზუსტია მაგრამ, ნეიტრინოსა და მარჯვენა ანტინეიტრინოს შორის როგორ უნდა იყვნენ ძნელი წარმოსადგენია, მსუბუქი ნაწილაკები, როგორ შეიძლება ცვლიდენ ერთმანეთში მძიმე ნაწილაკებს? მაშინ, ნეიტრინო და მარჯვენა ანტინეიტრინო რომ ავიღოთ, ისინიც მძიმე უნდ იყვნენ.
სავარაუდოდ სხვა რაღაც ბოზონებიც არსებობს, რომლებითაც სუსტი ურთიერთქმედება ხდება.
ან რატომ არის ორი და არა ერთი ბოზონი საჭირო სუსტ ურთიერთქმედებაში? ორი თუ აკეთებს სუსტ ურთიერთქმედებას, იქნებ მესამეცაა, რომელიც არ ვიცით და შედარებით შორ მანძილზე გადაადგილდება.
მოკლედ ეგაა საინტერესო, რატომ ვართ გადაკიდებული სუსტ ურთიერთქმედებაში, მაინცდამაინც ორ ბოზონზე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1263
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11
#61711220
· 21 Nov 2024, 15:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სუსტი ურთიერთქმედების სწორი ფიზიკური მოდელის მისაღებად ურთიერთქმედების აღწერა უნდა მოხდეს სამ ათვლის სისტემაში: ლაბორატორიული ათვლის სისტემა, ურთიერთქმედი ნაწილაკის და ანტინაწილაკის ათვლის სისტემა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61715725
· 23 Nov 2024, 03:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
QUOTE
აქ პროვოკაციული, სწორედ რომ Z0 da W ბოზონები მგონია.
შეიძლება სხვა ნაწილაკებთან ეს ბოზონები ძალიანაც ზუსტია მაგრამ, ნეიტრინოსა და მარჯვენა ანტინეიტრინოს შორის როგორ უნდა იყვნენ ძნელი წარმოსადგენია, მსუბუქი ნაწილაკები, როგორ შეიძლება ცვლიდენ ერთმანეთში მძიმე ნაწილაკებს? მაშინ, ნეიტრინო და მარჯვენა ანტინეიტრინო რომ ავიღოთ, ისინიც მძიმე უნდ იყვნენ.
პროვაკაციული რატომაა? ეს ვირტუალური ბოზონების გაცვლაა... სადაც ჰეიზენბერგის განუსაზღვრელობის ფარგლებში ყველაფრის დარღვევა შეიძლება... ნეიტრინო ამოაგდებს Z0 ბოზონს და თუ ნეიტრინოს საკმარისი ენერგია აქვს ეს ბოზონი რეალურად გადაიქცვა და მერე დაიშლება სხვა ნაწილაკებად, რომელთაც მისცემს თავის მასაზე მეტ ენერგიას. თუ ურთიერთქმედების მანძილზე სხვა ნაწილაკი იქნება, მაშინ ის ამ Z0 ბოზონს ჩაყლაპავს და გვექნება ურთიერთქმედება... მასას ჰიგსი იძლევა, ამიტომ წარმოიშვა და გაქრა...
QUOTE
სავარაუდოდ სხვა რაღაც ბოზონებიც არსებობს, რომლებითაც სუსტი ურთიერთქმედება ხდება.
ან რატომ არის ორი და არა ერთი ბოზონი საჭირო სუსტ ურთიერთქმედებაში? ორი თუ აკეთებს სუსტ ურთიერთქმედებას, იქნებ მესამეცაა, რომელიც არ ვიცით და შედარებით შორ მანძილზე გადაადგილდება.
მოკლედ ეგაა საინტერესო, რატომ ვართ გადაკიდებული სუსტ ურთიერთქმედებაში, მაინცდამაინც ორ ბოზონზე?
ორი არაა, სამია. თვითონ W ბოზონი ორია- დუბლვე პლიუსი და დუბლვე მინუსი და Z0 ბოზონი.
W+ დადებითად დამუხტულ ნაწილაკებს, მაგალითად პოზიტრონი და ნეიტრინო მარცხენა, W- უარყოფითად დამუხტულის, მაგალითად ელექტრონი და ანტინეიტრინო მარჯვენა. ხოლო Z0 ბოზონი ნეიტრალური ნაწილაკებისთვის...
ამიტომ ჰქვია პირველს დამუხტული დენების ურთიერთქმედება და მეორეს ნეიტრალური დენების...
* * *
eniqsi
QUOTE
სუსტი ურთიერთქმედების სწორი ფიზიკური მოდელის მისაღებად ურთიერთქმედების აღწერა უნდა მოხდეს სამ ათვლის სისტემაში: ლაბორატორიული ათვლის სისტემა, ურთიერთქმედი ნაწილაკის და ანტინაწილაკის ათვლის სისტემა.
ზუსტად რას გულისხმობ? ცხადია შეიძლება, სისტემის არჩევას ვინ გიშლის... საკითხია, რამდენ რთულია გამოთვლები, ერთში, თუ მეორეში...
--------------------
ლოგიკით ნუ ტრაბახობ
თუ არ გაქვს ცოდნა, არ გექნება ლოგიკა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1263
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11
#61715781
· 23 Nov 2024, 07:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
ზუსტად რას გულისხმობ?
მაღალი ენერგიის პროტონი ანტიპროტონის ურთიერთქმედების შედეგად დაიბადა W+ ბოზონი. როგორ გამოჩნდება იგივე პროცესი კოსმოსური სხივების შემთხვევაში დედამიწის ათვლის სისტემაში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#61715893
· 23 Nov 2024, 10:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
პროვაკაციული რატომაა? ეს ვირტუალური ბოზონების გაცვლაა... სადაც ჰეიზენბერგის განუსაზღვრელობის ფარგლებში ყველაფრის დარღვევა შეიძლება... ნეიტრინო ამოაგდებს Z0 ბოზონს და თუ ნეიტრინოს საკმარისი ენერგია აქვს ეს ბოზონი რეალურად გადაიქცვა და მერე დაიშლება სხვა ნაწილაკებად, რომელთაც მისცემს თავის მასაზე მეტ ენერგიას. თუ ურთიერთქმედების მანძილზე სხვა ნაწილაკი იქნება, მაშინ ის ამ Z0 ბოზონს ჩაყლაპავს და გვექნება ურთიერთქმედება... მასას ჰიგსი იძლევა, ამიტომ წარმოიშვა და გაქრა...
და ნეიტრინოს თუ საკმარისი ენერგია არ აქვს, Z0 ვირტუალური არ გადაიქცევა რეალურად... და ამ ვირტუალურ Z0 ბოზონსაც რეალურის Z0 თვისებებიბი აქვს? მგონი არ ვიცით და ხომ შეიძლება დიდი მანძილზე მოქმედებდეს? თუ არ შეიძლება ეს?
QUOTE
ორი არაა, სამია. თვითონ W ბოზონი ორია- დუბლვე პლიუსი და დუბლვე მინუსი და Z0 ბოზონი.
W+ დადებითად დამუხტულ ნაწილაკებს, მაგალითად პოზიტრონი და ნეიტრინო მარცხენა, W- უარყოფითად დამუხტულის, მაგალითად ელექტრონი და ანტინეიტრინო მარჯვენა. ხოლო Z0 ბოზონი ნეიტრალური ნაწილაკებისთვის...
ამიტომ ჰქვია პირველს დამუხტული დენების ურთიერთქმედება და მეორეს ნეიტრალური დენების...
და მეოთხე, სუსტი ურთიერთქმედების გადამტანი ბოზონის არსებობა, აკრძალულია?
eniqsi
ჯერ ვერ ჩავწვდი რას აწყობ.
This post has been edited by
Komponent
on 23 Nov 2024, 10:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1263
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11
#61716348
· 23 Nov 2024, 14:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
კოსმოსური სხივების შემთხვევაში, დედამიწის ათვლის სისტემა იქნება პროტონის ან ანტიპროტონის ათვლის სისტემა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არქ-ანგელოზი
Junior Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
არქ-ანგელოზი
Junior Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 18
წევრი No.: 274722
რეგისტრ.: 22-November 24
#61716422
· 23 Nov 2024, 14:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(eniqsi @ 23 Nov 2024, 14:16 )
Komponent
კოსმოსური სხივების შემთხვევაში, დედამიწის ათვლის სისტემა იქნება პროტონის ან ანტიპროტონის ათვლის სისტემა.
ანუ რელიგიურ წიგნებში ქრისტე ან ანტი-ქრისტე, ესე მარტივად და დასაბუთებით ოღონდ გაუგებრად
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61717862
· 24 Nov 2024, 00:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
QUOTE
და ნეიტრინოს თუ საკმარისი ენერგია არ აქვს, Z0 ვირტუალური არ გადაიქცევა რეალურად... და ამ ვირტუალურ Z0 ბოზონსაც რეალურის Z0 თვისებებიბი აქვს? მგონი არ ვიცით და ხომ შეიძლება დიდი მანძილზე მოქმედებდეს? თუ არ შეიძლება ეს?
დააკვირდი რამდენჯერ ვახსენე სხვადასხვა პოსტებში ჰეიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპი და მის არეში ენერგიის და იმპულსის შენახვის კანონების დარღვევის შესაძლებლობა...
დიდ მანძილზე მოქმედება ნიშნავს მასის უქონლობას... მასა კი მას 90 გევთან აქვს...
QUOTE
და მეოთხე, სუსტი ურთიერთქმედების გადამტანი ბოზონის არსებობა, აკრძალულია?
არსებული თეორიით კი, დაუშვებელია. მიზეზი ამ თეორიის შეცვლის კი არ ჩანს...
* * *
eniqsi
QUOTE
მაღალი ენერგიის პროტონი ანტიპროტონის ურთიერთქმედების შედეგად დაიბადა W+ ბოზონი. როგორ გამოჩნდება იგივე პროცესი კოსმოსური სხივების შემთხვევაში დედამიწის ათვლის სისტემაში.
ანტიპროტონები რისთვის გინდა? გგონია ასე უფრო მეტ დუბლვე პლიუსს მიიღებ? ამ რეაქციაში 6 კვარკია, 2 u კვარკი, ერთი d კვარკი და ასევე 2 ანტი u კვარკი და ერთი ანტი d. W+ პლიუსის მისაღებად u კვარკი უნდა გარდაიქმნას d კვარკად და მიიღებ W+.
პროტონ-პროტონში კი 4 u კვარკია და 2 d. შესაბამისად აქ უფრო მეტია ალბათობა დაბადების... ანტიპროტონი დედამიწაზე ცოტა შემოდის და ამდენად ამ ექსპერიმენტი კოსმოსში სატელიტზე თუ ჩაატარებ... რაც კიდევ უფრო ძნელია... თან მთელი საჭირო ენერგია მას უნდა ჰქონდეს. დედამიწაზე კი შემხვედრი ნაკადებია და ნაკლები ენერგია გჭირდება...
თუმცა რომ წარმოვიდგინოთ რომ ორივე პროტონია და იბადება W+ . ის ცოტა ხანი ცოცხლობს და ჩვენ მას პირდაპირ ვერ ვხედავთ. ის მაშინვე (10^-25წმ)დაიშლება მიუ პლიუს მეზონად და მიონ-ნეიტრინოდ და ისინი უნდა დავინახოთ და მათი ტრანსვერსი მომენტი გავზომოთ. რომელიც ალბათ 20-50 გევი მაინც იყოს და ასევე წინ გაფანტვის თეტა კუთხეც გავზომოთ მასის აღსადგენად...
კოსმოსი შემთხვევაში ეს ალბათ ძალიან ძნელია უზარმაზარი ნეიტრინულ ფონის გამო, ასევე მიონური ფონიც დიდია და ტრიგერის შექმნა საჭირო პროცესის ამოსარჩევად ძალიან ძნელი იქნება.... ამასთან ბევრი მიონი ელექტრონად დაიშლება და კიდევ უფრო გაძნელდება რეგისტრაცია...
დედამიწაზე ამაჩქარებელზე, რეაქცია დედამიწის ზედაპირის პერპენდიკულარულ სიბრტყე გამოსხივდება ტრანსვერს მომენტით და წინ გაბნევის კუთხეც ადვილი გასაზომია... თუმცა მაღალი სიზუსტით w+ ის მასის გაზომვა მაინც ძნელია, რადგან ნეიტრინოს მიაქვს ენერგია და მას ვერ ვზომავთ....
This post has been edited by
graviton
on 24 Nov 2024, 01:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#61718128
· 24 Nov 2024, 03:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
კი, ახლა კიდევ დავაკვირდი და თქვენი ნაწერიდან გამომდინარეობს, რომ არსებობს ვირტუალური ნაწილაკებზე გარკვეული თეორია, რომელიც სწორად მიიჩნევა.
QUOTE
თუ იტყვი მანძილი გავადიდოთო, მაშინ ამავე პრინციპით მიიღებ რომ მასა ვირტულურ ნაწილაკს უნდა ჰქონდეს 10^11 ევ ზე ნაკლები, მაშინ Z0 da W ბოზონი ვერ დაიბადება და გექნება ვაკუუმიდან მხოლოდ ვირტუალური ფოტონები.... ნეიტრინო კია მათთან არ ურთიერთქმედებს...
სუსტი მუხტით არ იურთიერთქმედებს ფოტონთან, თორემ მაგნიტური ველით კი, სპინი ფოტონსაც აქვს და ნეიტრინოსაც. ანუ დაშვებულია, ნეიტრინო და მარჯვენა ანტინეიტრინო შორ მანძილზეც ურთიერთქმედებდეს.
eniqsi
მიჭირს გაგება, ეტყობა შორს ვარ მაგ საკითხიდან, თვალს მაინც მიგადევნებთ.
This post has been edited by
Komponent
on 24 Nov 2024, 03:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61720127
· 25 Nov 2024, 00:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
QUOTE
სუსტი მუხტით არ იურთიერთქმედებს ფოტონთან, თორემ მაგნიტური ველით კი, სპინი ფოტონსაც აქვს და ნეიტრინოსაც. ანუ დაშვებულია, ნეიტრინო და მარჯვენა ანტინეიტრინო შორ მანძილზეც ურთიერთქმედებდეს.
ფოტონს არაა აქვს მაგნიტური მომენტი... მას შეუძლია პირდაპირ იმოქმედოს ნეიტრინოს მანეტურ მომენტთან...
მაგრამ აქვს ნეიტრინოს მაგნეტური მომენტი?... არსებული მოდელი ამბობს- კი აქვს... მაგრამ როგორ და რამდენია?
არავის გაუზომია... თეორიულად კი ძალიან მცირე 10^19 ჯერ ნაკლები ვიდრე ელექტრონს... თუმცა ასევე გასარკვევია, როგორ აქვს ნეიტრინოს მაგნიტური მომენტი, თუ მას მუხტი არ აქვს.... აი აქ შემოდის სუსტი ურთიერთქმედება... ნეიტრინოს გარშემო
არსებული ვირტუალური w ბოზონები ქმნიან მუხტის მოძრაობას, რომელიც ქმნის მაგნიტურ მომენტს.... ძალიან მცირეს, უფრო მცირეს ვიდრე თვითონ სუსტი ურთიერთქმედებაა... სუსტი ურთიერთქმედება 10^5 ჯერ მცირეა... ელექტრომაგნიტურზე და მაგნიტური მომენტი კი ამაზე უფრო მცირე.....
This post has been edited by
graviton
on 25 Nov 2024, 01:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#61720258
· 25 Nov 2024, 01:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
და მეოთხე, სუსტი ურთიერთქმედების გადამტანი ბოზონის არსებობა, აკრძალულია?
არსებული თეორიით კი, დაუშვებელია. მიზეზი ამ თეორიის შეცვლის კი არ ჩანს...
ესეც საინტერესო ჩანს იმისთვის, ვინც ეგ თეორია არ იცის. საინტერესოა, როგორ გამომდინარეობს რომ დაუშვებელია.
QUOTE
ფოტონს არაა აქვს მაგნიტური მომენტი... მას შეუძლია პირდაპირ იმოქმედოს ნეიტრინოს მანეტურ მომენტთან...
მაგრამ აქვს ნეიტრინოს მაგნეტური მომენტი... არსებული მოდელი ამბობს- კი აქვს... მაგრამ როგორ და რამდენია?
არავის გაუზომია... თეორიულად კი ძალიან მცირე 10^19 ჯერ ნაკლები ვიდრე ელექტრონს... თუმცა ასევე გასარკვევია, როგორ აქვს ნეიტრინოს მაგნიტური მომენტი, თუ მას მუხტი არ აქვს.... აი აქ შემოდის სუსტი ურთიერთქმედება... ნეიტრინოს გარშემო
არსებული ვირტუალური w ბოზონები ქმნიან მუხტის მოძრაობას, რომელიც ქმნის მაგნიტურ მომენტს.... ძალიან მცირეს, უფრო მცირეს ვიდრე თვითონ სუსტი ურთიერთქმედებაა... სუსტი ურთიერთქმედება 10^5 ჯერ მცირეა... ელექტრომაგნიტურზე და მაგნიტური მომენტი კი ამაზე უფრო მცირე.....
ესეც საინტერესო იყო.
მეც ვერ წარმომიდგენია კარგად, ფოტონებით ნეიტრინოების გაწევა (დაშორება).
აქ ორი ურთიერთქმედების კომბინაცია გამოდის, გრავიტაციის და სივრცის ასახსნელად.
აქედან გამომდინარე, ნეიტრინო თუ არ ჩაჯდა მოდელში, ალბათ ელ.მუხტიანი ნაწილაკის აღებაც შეიძლება, უფრო კარგად გაწევს (დააშორებს) ფოტონები ელ მუხტიან ნაწილაკებს. ამავე დროს სუსტი მუხტიც მთავარ როლში უნდა იყოს, იმიტომ რომ, სუსტ მუხტზე არგუმენტებია გრავიტაციის სასარგებლოდ. ის მეორე ურთიერთქმედება (ელექტრული ან მაგნიტური), მხოლოდ ნაწილაკების გასაწევად (დასაშორებლად). ასეთი ვარიანტებიც გამომდინარეობს ამ მოდელიდან, რომლებიც თანდათან მაფიქრდება.
შეიძლება ძალიან სისულელეა, პირველ მოფიქრებაზე ალბათ არაუშავს.
This post has been edited by
Komponent
on 25 Nov 2024, 01:59
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61725219
· 27 Nov 2024, 00:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
QUOTE
ესეც საინტერესო ჩანს იმისთვის, ვინც ეგ თეორია არ იცის. საინტერესოა, როგორ გამომდინარეობს რომ დაუშვებელია.
მე მგონია სუსტი ურთიერთქმედება შეისწავლე და ნახავ, რომ აქ გრავიტაცია არაფერ შუაშია. გრავიტაციას განსხვავებული მიდგომა სჭირდება, სულ სხვა...
უპირველესად უნდა ექსპერიმენტს მიმართო და ის პროცესები ნახო, რითაც ადამინებმა სუსტ ურთიერთქმედებას მიაქციეს ყურადღება... ეს კი იყო ბეტა დაშლა ნეიტრონის... მერე ლეპტონებიოს დაშლა, სადაც ასევე ლუწობის დარღვევა დაინახეს ფიზიკოსებმა... ფერმის პირველი თეორია ბეტა დაშლის და მერე მსგავსების მოძებნა ელექტრომაგნიტურთან და მათი გაერთიანება..
მთავარი კი სიმეტრიებში დევს.... U(1) სიმეტრია ელექტრმაგნიტურის, შესაბამისად ერთი მუხტი და ერთი ბოზონი...
ელექტროსუსტი სიმეტრია .... SU(2)მარცხენა * U(1)... შესაბამისად ამ სიმეტრიაში 3 დამოუკიდებელი ბოზონი და პლიუს ერთი ელექტრომაგნიტური... ეს მარტივად .... სინამდვილეში ხდება შერევა ....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1263
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11
#61727060
· 27 Nov 2024, 17:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
ანტიპროტონები რისთვის გინდა? გგონია ასე უფრო მეტ დუბლვე პლიუსს მიიღებ?
სრული სურათისათვის. ანტინაწილაკი იგივე ნაწილაკია, გააჩნია მაგნიტური ველი როგორ ჩაიჭერს. ელემეტარული დადებითი და უარყოფითი მუხტი არ არის იდენტური. დადებითი ელემენტარული მუხტი ქმნის დადებით ელექტრულ ველს, უარყოფითი ელექტრული ველი ელემეტარულ უარყოფით მუხტს. ამიტომ ფოტონი იბადება როგორც ვირტუალური პოზიტრონი და ლოკალიზდება როგორც ვირტუალური ელექტრონი (ელექტრონულ პოზიტრონული წყვილი დინამიკაში). გლუონი კვარკი ანტიკვარკი დინამიკაში. სუსტი ურთიერთქმედების ბოზონი, ორი სხვადასხვა ნაწილაკის კვარკი ანტიკვარკი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61728204
· 28 Nov 2024, 00:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
eniqsi
QUOTE
სრული სურათისათვის. ანტინაწილაკი იგივე ნაწილაკია, გააჩნია მაგნიტური ველი როგორ ჩაიჭერს. ელემეტარული დადებითი და უარყოფითი მუხტი არ არის იდენტური.
ადვილი არაა ანტინაწილაკის განმარტება... მარტო ველით მაგის განსაზღვრა, ვერ იქნება სწორი. თუ მაგნიტური ველი არ გვაქვს ვერ მივხვდებით დაშლით, რომელია ნაწილაკი?
პროტონი ხომ არაა ელექტრონის ანტინაწილაკი, ან უფრო სწორედ U კვარკი ხომ ვერ იქნება ელექტრონის ანტინაწილაკი...
ნებისმიერი ანტინაწილკი არის ნაწილაკის CPT ინვერსია... თუმცა ზოგი ფიქრობს CP ინვერსია...
ინვერსიის დროს ბრუნდება არა მარტო ელექტრული მუხტი, არამედ ყველა... სუსტი მუხტი და ასევე ფერი...
QUOTE
ამიტომ ფოტონი იბადება როგორც ვირტუალური პოზიტრონი და ლოკალიზდება როგორც ვირტუალური ელექტრონი (ელექტრონულ პოზიტრონული წყვილი დინამიკაში).
შენ ამას მუდმივად ამბობ, მაგრამ მე არაფრით არ მესმის როგორ იბადება ფოტონი, როგორც ვირტუალური პოზიტრონი...
QUOTE
სუსტი ურთიერთქმედების ბოზონი, ორი სხვადასხვა ნაწილაკის კვარკი ანტიკვარკი.
კვარკი ანტიკვარკი უპირველესად პი მეზონებს გვაძლევს, რომელიც რაღაც დროის შემდეგ გარდაიქმნება w ან z ბოზონად, რომელიც იშლება მიუმეზონად და ნეიტრინოდ.... თუმცა მიუმეზონის რამოდენიმე მიკროწამში იშლება ელექტრონ ანტინეიტრინოდ, დუბლვე მინუსის გავლით
This post has been edited by
graviton
on 28 Nov 2024, 00:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#61735357
· 29 Nov 2024, 22:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
მთავარი კი სიმეტრიებში დევს.... U(1) სიმეტრია ელექტრმაგნიტურის, შესაბამისად ერთი მუხტი და ერთი ბოზონი...
ელექტროსუსტი სიმეტრია .... SU(2)მარცხენა * U(1)... შესაბამისად ამ სიმეტრიაში 3 დამოუკიდებელი ბოზონი და პლიუს ერთი ელექტრომაგნიტური... ეს მარტივად .... სინამდვილეში ხდება შერევა ....
რა ჰქვია იმ თეორიას, მეოთხე, შორსმოქმედ ბოზონს რომ კრძალავს? ასე ვერ გავიგე. უბრალოდ დამაინტერესა როგორ კრძალავს.
QUOTE
არსებული ვირტუალური w ბოზონები ქმნიან მუხტის მოძრაობას, რომელიც ქმნის მაგნიტურ მომენტს.... ძალიან მცირეს, უფრო მცირეს ვიდრე თვითონ სუსტი ურთიერთქმედებაა... სუსტი ურთიერთქმედება 10^5 ჯერ მცირეა... ელექტრომაგნიტურზე და მაგნიტური მომენტი კი ამაზე უფრო მცირე.....
სუსტი უნდა იყოს წესით, აბა დიდი დაძაბულობა რომ იყოს სივრცეში, შეიძლება ვერც ვიარსებოთ. უფრო ზუსტად, ვერ ვხვდები რას უშლის ეს სისუსტე.
QUOTE
მე მგონია სუსტი ურთიერთქმედება შეისწავლე და ნახავ, რომ აქ გრავიტაცია არაფერ შუაშია. გრავიტაციას განსხვავებული მიდგომა სჭირდება, სულ სხვა...
კი ვუშვებ ამის ალბათობას და იმის ალბათობასაც ვუშვებ, რაღაც კავირში ჰქონდეს სუსტ ურთიერთქმედებას გრავიტაციასთან.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(4)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0232 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.