მაქსი როდრიგესი მიიწვიეს და ბრანია-ბილია არ ყოფნიდათ, სომოსა დაამატეს <3 სებასტიან დომინგესიც გამოიძახეს, რატომ ვარ ცოცხალი
ახლანდელი არგენტინა Vs. 86
შეტევა:
მარადონა-ბურუჩაგა-ვალდანო Vs. მესი-დი მარია-აგუერო
(მეორეს ავირჩევდი, როგორც სამეულს, ვგულისხმობ, იდეაში ამ სამეულს არაფერი დაეწუნება)
შუახაზი:
ჯუსტი-ბატისტა-ენრიკე Vs. მასკერანო-გაგო-ბანეგა
(აქაც ნამდვილად მეორეს ვარჩევდი, მაგრამ სიმეონეს გარეშე აზრი არ აქვს, არც თავგამოდებით ითამაშებენ, არც გუნდისთვის იშრომებენ ისე შეწყობილად/ტაქტიკურად სწორად, როგორც ისინი)
მწვრთნელი:
ბილარდოსთან საბელიას ხსესენება რომ სასაცილოა, ჯერ რა გიგანტი ბილარდოა და...საბელიას გასული საუკუნის ხალხი, ბიანკი/რამონ დიასიც აღემატებიან ყველაფრით
მეკარე:
პუმპიდოსთან შედარებით სერხიო რომერო ნამდვილი ისაა, ბონანოს ცუდი ვარიანტი
და ყველაზე დიდი გასაჭირი, დაცვა:
რუჯერის დონეზე ოცნებაც სისულელეა, ბრაუნის დონემდე კი არის შანსი, გარაი (საუკეთესო შემთხვევაში) ამოვიდეს, თუ გადავიდა სადმე გრანდში, მანჩესტერში სიტყვაზე და იქ გაიხსნა

საბალეტა იზამს ოლარტიკოეჩეას საქმეს

, მარცხნივაც ვთვლი რომ უსუსტესი წერტილია არგენტინის მაგრამ არც მაშინ ულხინდათ 86-ში და მოახერხეს რამე, აქაც იზამენ თუ სხვა ყველაფერი სასწაულით გამართეს

)
ჩემი დასკვნა: 9 პოზიციაზე შეიძლება ითქვას ,,რესურსი" თანაბარია, მაგრამ 2 პოზიცია (მეკარე და ლიდერი ცენტრალური მცველი) + მწვრთნელი, არის KEY და ის, რაც მთლიანად ანგრევს იმ 9 პოზიციიდან 5 პოზიციას

(მხოლოდ მასკერანო-დი მარია-მესი-აგუერო ,,გადარჩებიან") და ვფიქრობ თავის მოტყუებაა მსოფლიო ჩემპიონობაზე ფიქრი, მეც არ მინდა ნაკლებად

, მაგრამ რანაირად...ძლიერი მეკარის და ლიდერი, ძლიერი ცენტრალური მცველის გარეშე და რაც მთავარია, კარგი მწვრთნელის გარეშე, ოდესმე მსოფლიო მოუგიათ?
ისტორია, დიდი არაფერი მწვრთნელი ვინც მსოფლიო მოიგო:
ფონტანა (ურუგვაი 50) - ყავდა ძლიერი მეკარე მასპოლი და არ ყავდა ძლიერი ცენტრ-მცველი (მაგრამ თითქმის მაგ პოზიციაზე რომ თამაშობდნენ კი

, თან ერთბაშად ორი მონსტრი (ობდულიო ვარელა და ვიქტორ ანდრადე) ,,საყრდენის" პოზიცია მაშინ ძალიან ახლოს იყო ამ ფუნქციასთან. ფაქტობრივად მაინც უფრო ყავდა, ვიდრე არ ყავდა

)
სუპიჩი (ურუგვაი 30) - არ ყავდა ძლიერი მეკარე, თუმცა იმ მეკარემ სუპერ-ჩემპიონატი დადო (ის რაც სერხიო რომეროს მოეთხოვება). ცენტრ-მცველები ყავდა და მერე როგორი, გრგვინვა. ნასასი და ხოსე ანდრადე (ეს მეორე ,,საყრდენი")
მორეირა (ბრაზილია 62) - ყავდა მეკარეც (ჟილმარი) და ცენტრ-მცველებიც (ბელინი-მაურო რამოსი)
საბოლო დასკვნა: ყველაზე ახლოს საბელიასთან 50 წლის ურუგვაია, თვითონ ფეხბურთელებმა არნახული გმირობით რომ შექმნეს გამარჯვება, გიჯა ფინალში მესი იყო (მოხუცი სიკვდილამდე გიჟდებოდა ლეოზე

, ახლახან გარდაიცვალა საწყალი <3)
ჩემპიონატი ისევ ბრაზილიაშია და მარაკანაზე, იქნებ დამთხვევაა? :}
იმათ ყავდათ 5 ექსტრა-კლასი: სკიაფიანო, ვარელა, ვ. ანდრადე, გამბეტა და მასპოლი (+ გიჯა-აღმოჩენა იმ ჩემპიონატზე)
არგენტინას ყავს: მესი, აგუერო, დი მარია, მასკერანო (+ ბანეგამ გაიბრწყინა სიტყვაზე), აგებს აქაც დღევანდელი არგენტინა და მესიმ ეგ მსოფლიო თუ მოიგო, ბარსაში მთელი მიღწევები რომ ჩამოვაწეროთ, მაინც ყოფილა ღმერთი და ყველა დროის უსაუკეთესოესი :|
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პოსტი იწერებოდა ბარსელონას თემისთვის, ამიტომ არ შეიმჩნიოთ რაღაც-რაღაცეები ან საერთოდ ყველაფერი :|
აიალაა საჭირო და წელში გაიმართებოდა გუნდი, აი როგორც ბარსამ ბარტრათი წააგო 0:7, ისეთი ამბავია დაახლოებით, ბარტრა თითქმის ყველას ჯობდა, მაგრამ ბარტრა იყო. არ უშველის კარგად თამაში ისეთ KEY პოზიციას როგორიცაა ცენტრალური მცველი, რომელიც დაცვას ხელმძღვანელობას უწევს. ან უნდა იყოს 4-ვე თანაბრად ძლიერი მცველი, ასეთის ფუფუნებაც არ აქვს არგენტინას.
ბოდიში რეალისტი რომ ვარ და იმედია არ შემრისხავთ