ეს-ესაა დავფიქრდი და დავუკვირდი აი რას: სუფრაზე ჩვენ წარმოვთქვამთ სადღეგრძელოს და ამის მერე ვსვამთ სასმელს, ღვინოს როგორც წესი.
რატომაა ასე? რატომ უნდა მოსდევდეს სადღეგრძელოს მაინცდამაინც სასმელი? არ შეიძლება რომ სადღეგრძელოს კაი გემრიელი ჭამა მოსდევდეს? აი წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ვადღეგრძელებთ ვინმეს და მერე ვიღებთ ერთ დიდ ხინკალს და სულმოუთქმელად ვჭამთ (შეიძლება ვახტანგურადაც), რას იტყოდით? სადმე რომელიმე ქვეყანაში არის ასეთი პრაქტიკა?
შეიძლება აგრეთვე „განსხვავებულის“ შეჭმა. უფრო ზუსტად, მე ვგულისხმობ აი რას: „განსხვავებულის“ დროს ხომ იგივე სასმელს სვამენ, მაგრამ უბრალოდ ის ჭურჭელია განსხვავებული ფორმის საიდანაც სვამენ:

მაშ რაკი ასეა შეიძლება საჭმელი განსხვავებული ფორმის ვთქვათ თეფშზე დაიდოს, მაგალითად ასეთზე:

და მისგან მივირთვათ/ავიღოთ საკვები სადღეგრძელოს შემდეგ, რას იტყვით?