ბელორუსი იმუქრება კალიუმის მადნის მომპოვებელი რუსი მილიარდელი ბიზნესმენების სისხლის სამართლებრივი დევნით, რამაც
რუსულ-ბელორუსული უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა."Уралкалий" არის კალიუმის ქლორიდის (მთავარი ინგრედიენტი სასუქის წარმოებაში) მომპოვებელი რუსული ს/ს, რომელის აკონტროლებს მსოფლიო მადნის 20%-ს.
"ურალკალს" აქვს წილი კალიუმის ბელორუსულ საწარმოშიც.
ფინანსური მაქინაციების გამო "ურალკალის" მენეჯერების ნაწილი მინსკის მიერ დაპატიმრებულია, დანაწილზე კი ძებნაა გამოცხადებული.
მინერალური მადნის გარშემო აგორებული სკანდალი ისე გამწვავდა, რომ ოფიციალური მოსკოვი უკვე ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაზე ალაპარაკდა.
კერძოდ, საუბარია ბელორუსისთვის ნავთობის მიწოდების შეზღუდვაზე.
ასევე რუსეთის მთავარი სანიტარი, ონიშჩენკო შესფოთებას გამოთქვამს ბელორუსული რძის პროდუქტების დაბალ ხარისხზე და შესაბამისი ზომების მიღებით იმუქრება.
აღსანიშნავია, რომ "როსპოტრებნადზორი" აქამდეც გამოიყენებოდა დამსჯელ იარაღად.
2006 წელს რუსეთმა აკრძალა ღვინის, ხილისა და მინერალური წყლის იმპორტი საქართველოდან. ბოიკოტის მიზეზი მაშინაც "საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვა" იყო.
წყაროჩვენ ახლა მოსკოვი-მინსკის ურთიერთობების გაცივება უნდა გვაწყობდეს წესით, ასე მგონია.