საქართველოს კანონი
პოლიციის შესახებ
თავი I.
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. საქართველოს პოლიცია
1. საქართველოს პოლიცია (შემდგომში – პოლიცია) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი, სპეციალური, პოლიციური და გასამხედროებული დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
2. პოლიცია თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. პოლიცია ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან პოლიციის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომში – სამინისტროს მოსამსახურეები). (18.12.2009. N2390 15.01.2010 N 2529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)
4. აკრძალულია საპოლიციო ფუნქციების მქონე ფორმირების შექმნა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის საქმიანობაზე. (15.07.2008. N217 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.)
მუხლი 2. პოლიციის ამოცანები
პოლიციის ამოცანებია:
ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
ბ) პრევენციული ღონისძიებების განხორციელება დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, ასეთი ქმედებების გამოვლენა, გამოძიება, დანაშაულში ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; (24.09.2010 N 3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
გ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება. (11.11.2005. N2103)
მუხლი 3. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პოლიცია თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სათანადო სამსახურებთან.
3. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. (11.11.2005. N2103)
მუხლი 4. პოლიციის საქმიანობის პრინციპები
1. პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების, პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს. (11.11.2005. N2103)
2. პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.
3. აკრძალულია პოლიციაში პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა და მასში მონაწილეობა.
მუხლი 5. საჯაროობა პოლიციის საქმიანობაში
1. პოლიცია თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და მოქალაქეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პოლიციას უფლება არა აქვს, გაამჟღავნოს სახელმწიფო, სამსახურებრივი, პროფესიული, პირადი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და გაახმაუროს გამოძიების მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (24.09.2010 N 3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
მუხლი 6. ამოღებულია (11.11.2005. N2103)
მუხლი 7. ამოღებულია (11.11.2005. N2103)
თავი II.
პოლიციის მოვალეობები და უფლებები
მუხლი 8. პოლიციის მოვალეობები
პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა:
ა) მკაცრად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოს სხვა ორგანოებსა და მოქალაქეებს;
გ) მოქალაქესთან ურთიერთობისას მკაცრად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები;
გ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობისაგან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე; (18.12.2009. N2390 15.01.2010 N 2529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)
დ) დაადგინოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს დანაშაული;
ე) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დაკვირვების ელექტრონული საშუალებების (ტელეფონი, მიკროფონი, რადიოკავშირის სპეციალური ტექნიკა და დაკვირვების სხვა საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც გამომჟღავნდება დაფარული კავშირები ერთ-ერთი მხარის თანხმობის გარეშე) საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, დამზადების და გამოყენების კონტროლი;
ვ) გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით, საბრძოლო მასალით, ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერებებით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით ვაჭრობა, აგრეთვე მათი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა;
ზ) განახორციელოს კონტროლი ტირების, სასროლეთების და სხვა ობიექტების გახსნისა და საქმიანობის წესების დაცვაზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შებამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების დაცვის, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად;
თ1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო ობიექტების ფიზიკური დაცვა; (28.04.2006.; N2951)
თ2) განახორციელოს სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებები; (5.12.2008. N618)
ი) განახორციელოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
კ) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები;
ლ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს შემოსული ინფორმაცია დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევის შესახებ, დაუყოვნებლივ მოახდინოს მასზე რეაგირება, აწარმოოს სამართალდარღვევებისა და მათი ჩამდენი პირების აღრიცხვა;
მ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება და ამის შესახებ აცნობოს პროკურორს; (24.09.2010 N 3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
ნ) დაეხმაროს შესაბამის უწყებებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის, სამხედრო ქონების მოძებნაში, აგრეთვე იმ პირთა მოძებნაში, რომლებიც თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს;
ო) შეასრულოს პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, დახმარება აღმოუჩინოს მათ საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას;
პ) საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საქმეებზე კანონით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება, დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ძებნა და დაკავება, ასევე განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად; (24.09.2010 N 3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
ჟ) ჩაატაროს ტექნიკურ-კრიმინალისტიკური გამოკვლევები ოპერატიულ-სამძებრო მასალებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;
რ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, კანონით დადგენილი წესით განიხილოს და გადაწყვიტოს თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები;
ს) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების უსაფრთხოება და მზადყოფნა, აგრეთვე უზრუნველყოს პირადი შემადგენლობის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა;
უ) მიიღოს გადაუდებელი ზომები, თუ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, აგრეთვე ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;
ფ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;
ფ1) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან;
ფ2) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები; (28.04.2006. N2950)
ქ) განახორციელოს დაზარალებულის, მოწმისა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან/და ქონება საფრთხეშია;
ღ) მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, ზედამხედველობა გაუწიოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვას; (18.12.2009. N2390 15.01.2010 N 2529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)
ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმების საფუძველზე შესაბამის უწყებებთან ერთად მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობების პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
შ) ამოღებულია (18.12.2009. N2390 15.01.2010 N 2529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)
ჩ) აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები, მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის დადგენილებები იმ პირთა წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას;
ც) აღასრულოს სასამართლოს, პროკურორის და გამომძიებლის გადაწყვეტილებები დაკავების ან დაპატიმრების შესახებ, ასევე მოსამართლის დადგენილებები ადმინისტრაციული დაპატიმრების შესახებ, უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა; (9.03.2010 N 2713 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
ძ) უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება;
წ) განახორციელოს დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა;
ჭ) განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებები უპატრონო ქონების დასაცავად, ვიდრე ქონება არ გადაეცემა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირს ან მესაკუთრეს;
ხ) უზრუნველყოს ნაპოვნი ან ჩაბარებული დოკუმენტების, ნივთების, ფასეულობებისა და სხვა ქონების დაცვა ან/და შენახვა, მიიღოს ზომები კანონიერი მფლობელისთვის მათ გადასაცემად ან დადგენილი წესით მათი რეალიზაციისათვის;
ჯ) სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილებასა და არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში;
ჰ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საარჩევნო პროცესისა და მასში მონაწილე პირთა უსაფრთხოება;
ჰ1) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. (11.11.2005. N2103)
მუხლი 9. პოლიციის უფლებები
1. პოლიციას დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს:
ა) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები იმ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით, რომლის გამოძიება საქართველოს კანონმდებლობით პოლიციის კომპეტენციას განეკუთვნება;
ბ) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელიც ბრალდებულია დანაშაულის ჩადენაში; (12.06.2012. N6439)
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და შეუფარდოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესამოწმებლად წარადგინოს პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის შედეგად საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ, შეინახოს მისი ნივთები და დოკუმენტები, რის შესახებაც ადგენს სათანადო ოქმს; (28.04.2006. N2950)
დ1) ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი; (18.12.2009. N2390 15.01.2010 N 2529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)
ე) აღკვეთოს უკანონო მიტინგი, დემონსტრაცია, პიკეტირება და სხვაგვარი აქცია, აგრეთვე მიმდინარე აქცია, თუ იგი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს;
ვ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის, ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით აკრძალოს ან შეზღუდოს მოძრაობა გზებსა და ქუჩების მონაკვეთებზე;
ზ) აკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმოს მძღოლის მართვის უფლების მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები, მიიღოს ზომები სამართალდარღვევათა აღსაკვეთად; მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, გააკონტროლოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვა; (18.12.2009. N2390 15.01.2010 N 2529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)
თ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა; (28.04.2006. N950)
ი) სამინისტროს მოსამსახურეებს მისცეს იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და ტარების უფლება, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით; (18.12.2009. N2390 (18.12.2009. N2390 15.01.2010 N 2529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)
კ) ამოღებულია (18.12.2009. N2390 15.01.2010 N 2529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)
ლ) გადაუდებელი აუცილებლობისას გამოიყენოს მოქალაქეთა, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა კუთვნილი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებები (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის სხვა დაწესებულების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებისა); ამასთანავე, პოლიცია ვალდებულია სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებათა მფლობელებს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი ან/და მიყენებული ზარალი; (12.06.2012. N6439)
მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისას დანაშაულის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ერთად ჩაატაროს მოქალაქეთა პირადი და სატრანსპორტო საშუალებათა შემოწმება; (12.11.2010. N3806 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
ნ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე და ტერიტორიულ წყლებში მოაწყოს რეიდები; რეიდის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, კანონით დადგენილი წესით გააჩეროს და ჩხრეკისა და ამოღებისათვის დადგენილი წესების დაცვით შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტისა, რომლითაც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობის მქონე პირები); (12.06.2012. N6439)
ო) სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთების შემოწმება და ჩხრეკა, მოქალაქის პირადი შემოწმება და პირადი ჩხრეკა;
პ) კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დანაშაულის გარემოებათა და მის ჩამდენ პირთა დასადგენად, გამოძიებისაგან და სასამართლოსაგან მიმალული, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოსაძებნად, ამოუცნობი გვამის ვინაობის დასადგენად, სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, მართლწესრიგის განსამტკიცებლად;
ჟ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის ან ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება; (24.09.2010 N 3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
რ) მგზავრების პირადი უსაფრთხოების დაცვის, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით, გონივრული ვადით შეაყოვნოს სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლა; (24.09.2010 N 3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
ს) გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება, რისთვისაც მათთან ამყარებს ღია ან ფარულ ურთიერთობას;
ტ) დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით ისარგებლოს მოქალაქეთა დახმარებით; (24.09.2010 N 3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
უ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და დაცვის კონტროლი.
ფ) პირის მიერ კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, უზრუნველყოს აღნიშნული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა. პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ სავარაუდო ხელმყოფისთვის მიცემული წერილობითი გაფრთხილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება არ აჩერებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებასა და წერილობითი გაფრთხილების (ადმინისტრაციული აქტის) მოქმედებას. (4.07.2007. N5211)
ქ) გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გამოიყენოს შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების უფლება. (24.09.2010 N 3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
2. პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. გამოყენებული მეთოდები და საშუალებები არ უნდა აყენებდეს ზიანს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას, აგრეთვე ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. (11.11.2005. N2103)
მუხლი 91. შეჩერება და ზედაპირული შემოწმება (24.09.2010 N 3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
1. პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.
2. შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურებისათვის ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული ვადა.
3. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება.
4. პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. შეჩერებული პირი უფლებამოსილია შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, ერთჯერადად, შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შეჩერებისათვის.
* * *
თავი III.
ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების,
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
მუხლი 10. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების,
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელს უფლება აქვს, პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული წესით. (18.12.2009. N2390 15.01.2010 N 2529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)
2. პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება. (11.11.2005. N2103)
3. სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.
მუხლი 11. ფიზიკური იძულების გამოყენება
პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები პირადი ან/და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დამნაშავისა და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის დასაკავებლად, თუ უძალადო მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს პოლიციელის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. (11.11.2005. N2103)
მუხლი 12. სპეციალური საშუალებების გამოყენება
1. „სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედებებთან ბრძოლის მიზნით პოლიციას უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა: (17.07.2009. N1503)
ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციელს, ან ცდილობს გაქცევას; დაკავებულის და დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს თავის თავსა და გარეშე პირს;
ბ) რეზინის ხელკეტი – მოქალაქეზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;
გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – მოქალაქეზე, პოლიციელზე, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის, საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს; (17.07.2009. N1503)
დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა –სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პოლიციელზე ან/და მოქალაქეზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, მძევლების გასათავისუფლებლად;
ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ;
ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, მძევლების გასათავისუფლებლად;
ზ) წყალსატყორცნი და ჯავშანმანქანა – საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის
--------------------
Life goes on...