
ელისი არის თანამედროვე ამერიკელი მწერალი, ერთ-ერთი იმ მწერალთაგანია, რომელთა ნაწარმოებებზე მაგრად ვკაიფობ.
ყველანაირი ამორალურობა, ფსიქიკური დაავადებები, სადისტობანი და მისთანნი - მის წიგნებში არის ბლომად.
ყველაზე ცნობილი ელისი არის ცნობილი ბესტსელერის "ამერიკელი ფსიქოპატის" გამო.
ამერიკელი ფსიქოპატის თავდაპირველი ვარიანტი არ არსებობს - მარტივი მიზეზის გამო - არცერთმა რედაქციამ არ მიიღო მისი წიგნი, ზედმეტი ამორალურობისა და სადისტობის სცენების გამო - როდესაც ელისმა მნიშვნელოვნად შეამცირა წიგნის ზომა და სცენები - შემდეგაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მისი გამოცემის არ გამოცემის ამბავი.
ამერიკელ ფსიქოპატში მთავარი პერსონაჟი არის სოციოპატი - პატრიკ ბეიტმანი.
ფილმიცაა გადაღებული მაგრამ, ბავშვურია წიგნთან შედარებით.
ბეიტმანი არის ვოლ სტრიტელი და ელისი ეცადა აღეწერა თუ რა დონის მატერიალისტები და ამორალურები იყვნენ 90_იანებში ამერიკელი ბიზნესმენები.
საინტერესოდ იკითხება, თუ ამ მწერლის სტილს აუღებ ალღოს ( ძალიან ბევრი დეტალები, ვის რა ფირმის ფეხსაცმელი აცვია, რა ფირმის პლეერი აქვს, რა სიმღერას უსმენს ( ამ სიმღერების ცალკე აღწერა ) სასმელები და ა.შ. )
ბევრი სცენებია სადაც უბრალოდ თავს იგიჟებს და წერს და წერს სიგიჟეებს.
ელისმა პირველად მამამისს დააბრალა, ბეიტმანი მისი პროტოტიპი არისო, მაგრამ მოგვიანებით აღიარა - "ბეიტმანი მე ვარ".
მისი პირველი რომანი "ნულზე ნაკლები" ( less than zero ) არის ახალგაზრდა სტუდენტის პირველ პირში მოთხრობილი ამბები, როგორ ერთობოდა უნივერსიტეტში, როგორც აუცრუვდა გული მეგობრებზე, როგორ ხდება ნელ-ნელა ამორალური და ა.შ. ცნობიერების ნაკადის გამოყენებით.
მიმზიდველობის წესები ( rules of attraction ) არის მეორე მისი რომანი , შავი იუმორის ელემენტებით.
ისევ უნივერსიტეტის ირგვლივ ტრიალებს მოქმედება, სტუდენტები რომლებიც ბოჰემური ცხოვრებით ტკბებიან, ისევ ამორალურობა მასიურად.
სანამ სიყვარულის სამკუთხედი არ შეიქმნება...
ისტორია მოყოლილი არის რამდენიმე ძალიან განხვავებული პერსონაჟის მიერ.
ეს პირველი სამი წიგნი მაქვს მხოლოდ წაკითხული ისტონ ელისის, კიდევ დრო რომ მექნება, წავიკითხავ.
სერიოზული და მძიმე ლიტერატურა ვისაც გიყვართ - შეეშვით. შავი იუმორი , სატირა , ირონია , ცინიზმი , სარკაზმი - მეტს ვერაფერს დაინახავთ.
დასცინის იმ საზოგადოებას რომელშიც ცხოვრობს - ძალიან მწარედ.
ქართულად მგონი არაფერი არის ამ ადამიანის, არც თარგმნიან თორე, სადაც უელბეკზე იყო ერთი ამბები - ამის გამომცემს ვაფშე დაწვავენ.
მისი "ამერიკელი ფსიქოპატი" აკრძალული არის გერმანიაში , კანადაში ( სერიულმა მკვლელმა აღიარა რომ, ბეიტმანს ბაძავდა ), ავსტრალიაში , შტატებშიც აკრძალული იყო რამდენიმე წელი.
ვინმე კითხულობთ, ან აპირებთ ელისის წიგნების წაკითხვას ?
A great man once said, everything is about sex. Except sex. Sex is about power.
ven der putz shteht ligt der sechel in drerd