edem izoria
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 7
წევრი No.: 172470
რეგისტრ.: 29-August 13
|
#37791637 · 29 Aug 2013, 16:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველას, ყველას, ყველას
ავტორს, მეტყველების და აზროვნების ჩასახვის, წარმოქმნის და განვითარების საკითხებში, გააჩნია სენსაციური აღმოჩენები. იგივე ითქმის ჭეშმარიტად ადამიანური შრომის წარმოქმნის საკითხებზე: დასახელებულია პირველები მიწათმოქმედებაში. როგორც შედეგი მიწათმოქმედებისა, დადგენილია ისეთ მეცნიერებათა წარმოქმნის წინამძღვრები, როგორიცაა: მათემატიკა\\ არითმეტიკა, ალქიმია, ქიმია, გეოგრაფია და კარტოგრაფია. გამოთქმულია საინტერესო მოსაზრებები კულტურის წარმოქმნის საკითხებში (პროტოშუმერებსა და პროტოეგვიპტელებზე, უპირველეს ანუ პირველყოფილ ჩანასახოვან რწმენით გამოვლინებებზე და ა. შ.). იმისათვის რათა ჩვენს სასაუბრო საგანზე გქონდეთ გარკვეული წარმოდგენები, გიგზავნით რეცენზიებს ქ. თბილისის ფიზიოლოგია-ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის და ენათმეცნიერების ინსტიტუტებიდან მასზე ავტორისეული პასუხებით (ქართულ და რუსულ ენაზე) და ბოლო ნაშრომს ,,პოლემიკა.,, (ავტორის ნაშრომთა დამუშავება საქ. მეცნ. აკადემიაში ახლაც გრძელდება...). უთავდამბლესად, ვთხოვ, ყველა აკადემიებს, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებსა და სპეციალისტებს: ფიზიოლოგებს, ფსიქოლოგებს, ენათმეცნიერთ, ისტორიკოსებს, ბიოლოგებს, არქეოლოგებს, სოციოლოგებს, ანთროპოლოგებს, მათემატიკოსებს -- ყველა დაინტერესებულთ -- ჩაერთონ ამ მრავალპროფილური თემებისა და საკითხების კომპლექსურ დამუშავებაში. ავტორი მზადაა ყოველგვარი სახის თანამშრომლობისათვის. ყველა დაინტერესებულს, ავტორთან კომერციული ხელშეკრულების შემდეგ, გადაეგზავნება ნაშრომის სხვა ნაწილები ექსკლუზიური უფლებით ტირაჟირებისა, საეთერო გადაცემებისა და ა. შ. ავტორის მიერ, კავკასიურ-ინდოევროპული საბაზისო მეტყველების საფუძველზე, მსოფლიო მეტყველების მონოგენეზისური წარმომავლობა მყარადაა დამტკიცებული. მაშასადამე, რადგან მსოფლიოს ყველა ხალხი უკვე დამტკიცებულად ძმები არიან, ამ იდეის საფუძველზე, ავტორი გამოდის წინადადებით: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეიქმნას სახალხო მოძრაობები სახელწოდებით -- ”ერთიანი მსოფლიო”, რათა გამომუშავდეს ერთიანი პროგრამა სანუკვარი მიზნის -- კაცობრიობის გაერთიანების მისაღწევად. პატივისცემით -- ედემ იზორია. 21. 02. 2013 წ. * * * გიორგიული ანუ მეტყველების წარმოქმნა-განვითარების პირობითრეფლექსურ-ხმაბაძვითი თეორია ( ნაწილი მეორე. დამატება) „გ.თ’’-ს სიახლეეები: I ფიზიოლოგიაში: 1) ახსნილია მეტყველების გენერაცია: ა. პირველი სამეტყველო ელემენტი ჩაისახა პირობითრეფლექსური ბუნებით; ბ. ოდიდგანვე ბგერა იყო კვებითი პირობითი აგენტი; ც. შემდეგ, დიდ დროში, ეს ფუნქცია რთულდება სამეტყველოთი; 2) დაფიქსირებულია და ხაზგასმულია მეტყველების (სიტყვის) პირობითრეფლექსური მექანიზმის ორგვაროვნება; ა) ინდიფერენტულ-სიგნიფიკატური ანუ სამეტყველო პირობითრეფლექსური და ბ) რეაქტიულ-სიგნიფიკატური, როცა მრავალრიცხოვან რეფლექსთა გამოწვევის ფუნქციას ერწყმება - აღმნიშვნელობითი; 3) აღმოჩენილია მეტყველების ბიოგენეზური კანონი (მ.ბ.კ)-- სახეობა ზოგადი ბიოგენეზური კანონისა. ა) დასაბუთებულია სამეტყველო პერიოდების (სტადიების) მემკვიდრეობითობა; ბ) ნაჩვენებია ნასახის, აქცენტის, პერსევერაციის და ეგოცენტრული მეტყველების გენეზის კავშირი მ.ბ.კ.-თან; ც) ახსნილია არაერთი ზოგადი ანთროპოლოგიური პრობლემა. II. ფსიქოლოგიაში: 1) ნაჩვენებია ამეტყველების დროინდელ ჰომინიდის ფსიქიური აქტივობის და გონითი შესაძლებლობის დონე: ა) დასახელებულია ჰ-ის უპირველესი აზროფორმები; ბ) ნაჩვენებია მეტყველებისა და აზროვნების პარალელური განვითარება; ც) დასაბუთებულია მრავალრიცხოვან აბსტრაქციულ ტერმინთა აზრობრივი ამოსავლიანობა, მათი გართულების დინამიკა კონკრეტულიდან აბსტარქტულამდე და ა. შ. იხ. ტექსტი. III. ენათმეცნიერებაში : 1) წარმოჩენილია დასაბამისმიერი სამეტყველო მინიმუმი: რიცხობრივად იგი ნ. მარის 4 იაფეტურ ელემენტსაა თანხვედრილი. ესენია: წ და ყ თანხმოვნები. 2 ხმოვანი და მრავალრიცხოვანი რეფლექსოგენური და ინდიფერენტული ბგერები და ბგერათკომპლექსები; 2) დადგენილია ქართვ. ბგერათა და აფიქსთა წარმომავლობა; 3) დამტკიცებულია პროტოშუმერთა ვინაობა; 4) გაკეთებულია ასეულობით ქათველურ და მრავალ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ტერმინთა ეტიმილოგიები; 5) დაძებნილია პარალელები პირველ სამეტყველო ძირებიდან ამოსულ - ქართველურ და შესადარებლად აღებულ ინდოევროპულ ტერმინებს შორის. 6) გაკეთებულია მეტყველების პერიოდიზაცია და ა. შ. იხ. ტექსტი. ისტორიული მიმოხილვა. მეტყველების წარმოქმნის პრობლემები ოდითგანვე აღელვებს ადამიანს: მეტყველება, სიტყვა მისთვის ღვთაებრივი ფენომენია (შუმერები)... „პირველ იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი“. პლატონი და ეპიკურედან ვიდრე დღემდე, გამოჩენილ ენათმეცნიერთა (ბოპი, გრიმი, რასკი, ვოსტოკოვი, პუმბოლტი (ისტ. შედ. ენ-ის პიონერები); შლაიხერი, მიულერი (ნატურალისტები); პაული, ბრუგმანი (ნეოგრამატიკოსები); სოსიური(სინქრონია დიაქრონია ტერმინთა დამფუძნებელი); ბლუმფილდი (ფიზიკალისტი - სტიმულისა და რეაქციის ერთობლიობა...); ტელელოგთა, ნეოგრამატიკოსთა და ა.შ. და ა.შ. დაპირისპირებულ მოსაზრებათა ფონზე, ვერ გამოჩნდა საკითხის გადაწყვეტის სრული და ნათელი სილუეტი. უარყოფილია მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიები: ჟესტ-მიმიკის,ხმაბაძვის, შრომის, შორისდებულის, თურქული გიუნეშ დილ (მზის ენა); იაფეტური (ნ. მარი) და ა.შ. ვერცერთმა ვერ ახსნა თუ როგორ მოხდა პირველი სამეტყველო მინიმუმის ჩასახვა. მარტივად რომ ითქვას, ვერ გაეცა პასუხი კითხვას: რა მიზეზით, რა მექანიზმით და როგორ ამეტყველდა თავდაპირველად ადამიანი. გაურკვეველი ხდებოდა საკითხი არამცთუ გენერაციის მექანიზმზე, არამედ მის პოლი თუ მონოგენეზოსობაზე, სახელდების მოტივაციის ქონა არ ქონაზე და ა.შ. ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ბუნებრივია, მეტყველებას და მასთან უშუალოდ დაკავშირებულ გაცნობიერებულ აზროვნებას მე-19 საუკუნის ევროპის მოწინავე მეცნიერულმა აზროვნებამ, შვიდ მსოფლიო გამოცანათა შორის, მიაკუთვნა მე-6 ადგილი. ამ ამოცანის ახსნის პროცესში ერთმანეთს უპირისპირდება „სახელდების ორგვარი გადაწყვეტა: პირველი: აღსანიშნისა და აღმნიშვნელის დაკავშირება კანონზომიერი ხასიათისაა, იგი მოტივირებულია, მათ შორის კავშირი არაა შემთხვევითი და მეორე -- აღსანიშნისა და აღმიშვნელის დაკავშირება არაა მოტივირებული, ეს კავშირი შემთხვევითია, პირობითია, ნებისმიერია. პირველნაირი გადაწყვეტა ემყარება ფაქტებს: „...სახელდობრ: ყოველ ენაში პიქტორალური მომენტების შემცველი სიტყვების საკმაო რაოდენობით არსებობა, ბუნებრივი ენების სხვადასხვა კატეგორიის სიტყვებში ფონებათა სხვადასხვაგვარი განაწილება, მრავალმხრივი და მრავალიცხოვანი ექსპერიმენტული გამოკვლევათა შედეგები და სხვა“... (შენიშვნა: პიქტორალური და ონომატოპეას საფუძველზე წარმოქმნილი სიტყვები, როგორც ხმაბაძვის, ასევე პიქტორალური ეფექტის გამოვლენის ხარისხით, ქართველურ ენებში, სხვა ნებისმიერ ენებთან შედარებით, იმდენად და განუზომლად იმდენად დიდია, რომ ამ (ქართველურ) ენებს არა ნებისმიერ, არამედ მიზეზ-შედეგობრივ ქმნადობის ობიექტად წარმოაჩენს, თუმცა აზროვნებისა და მეტყველების ჩასახვის მექანიზმს კი ვერ ხსნის. ე.ი.) „...მეორენაირი გადაწყვეტა ემყარება მრავალენიანობის ფაქტს. მაგრამ მიზეზი მრავალენიანობისა არა აღსანიშნისა და აღმნიშვნელის ნებისმიერობაში უნდა ვეძიოთ, არამედ სახელსადები მოვლენის ასახვის სხვადასხვაობაში, რაზეც ჯერ კიდევ ეპიკურე მიუთითებდა“... (ბაინდურაშვილი. „სახელდების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია“)…’’ პლატონისა და ეპიკურეს ეპოქა ის პერიოდია, როცა სოფისტ განმანათლებლების მიერ ონომატოპეა, როგორც თეორია მეტყველების წარმოქმნაზე, ჩამოყალიბებულია, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გამოაჩნდა სრულფასოვანი თეორიული საფუძვლები* და იმ მიზეზის გამო, რომ პირველყოფილი ხმაბაძვითი ძირები ინდოევროპულში შეცვლილი ან სრულიად გუჩინარებულია, უკვე ამჟამადაც ვერ წარმოაჩენს აღიარებისათვის საჭირო, როგორც საკუთრივ ხმაბაძვით ასევე ფორმაცვალებადი სიტყვების საკმარ რაოდენობას. ამ ფაქტმა კი ბევრ ენათმეცნნიერს მცდარი დასკვნისკენ უბიძგა. თითქოს აღნიშნული სიტყვები იყოს „შემთხვევითი“, „უმნიშვნელო რაოდენობის“, მოიცავდეს „ენის პერიფერიას“ და არა მის გულ-ბირთვს -- სახელსა და ზმნას. მცდარობას ამ დასკვენებისას, განსაკუთრებით ქართვ. ენების შეთხვევაში ქვემოთ დავინახავთ, ოღონდ უნდა ითქვას: თუ ინდოევროპულ „მჭლე ძროხას“ (ნ. მარი) მეტის მოცემა არ შეუძლია, ქართვ. ენები სადაც ამ მასალის ულევი და ხელუხლებელი საგანძურებია, ამ კუთხით, შესწავლის საკითხის ფაზაშიც არაა. დათვური სამსახური გასწია, გარდა ზემოთქმულისა, ენის წარმოქმნის სოც. თეორიებმა: „მეტყველება თავისი სპეციფიკური თვისებებით ადამიანთა შორის დაკავშირების მოთხოვნილების შედეგად წარმოიქმნება...“- ასკვნის ენგელსი(„ბ.დ“,„რ.თ.“ ტ1-5) ამ კომუნიკაბელურ თვისებას ენისას ერნსტ გეკკელი განიხილავს ევოლუციურ ასპექტში და თვლის, რომ ის “ცხოველთა განვითარების პროდუქტია.“ მართლაც დელფინები, ადამიანისმაგვარნი, ფრინველთა მრავალი სახეობა და ზოგიერთი კობოსმაგვარნიც რთულადორგანიზებულ ბგერით სისტემებს და სხვა ნიშნებს იყენებენ, რომლებიც აძლევთ მათ საზრიანობის და მართვის საჭიროების მქონე ერთობლივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობას.“ დიახ, მაგრამ დასახელებულ სახეობათა არცერთი ინდწარმომადგენელი ამ ქმედებებს ვერ აცნობიერებს, რადგან მათი ც.ნ.ს-ი ამისთვის არაა „მომწიფებული.“ თუთიყუშს აბა რა შეედრება ბგერების, სიტყვების თუ ფრაზების წარმოთქმაში, მაგრამ მას არ გააჩნია მეორე სასიგნალო სისტემა, ამტომაც არც მეტყველია და არც მოაზროვნე. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- *თეორია სასიგნალო სისტემაზე და რეფლექსებზე, ისტ. შედ. მეთოდი მხოლოდ ბოლო საუკუნეების დამსახურებაა. ადამიანი შექმნა არა შრომამ, არამედ ბუნებამ: შრომითი კომუნიკაციის აუცილებლობას რომ აეძულებინა ადამიანი ემეტყველა, მაშინ ამ ენების ლექსიკა შრომის პროცესთა მიერ გამოცემული ბგერების წარმომადგენლობით იქნებოდა შემდგარი. პირიქით: მეტყველებამ გაადვილა კომუნიკაბელურობა და კოლექტიური შრომის პროცესის წარმოქმნის შესაძლებლობას დაუდო საფუძველი, რამაც თავად მეტყველების, შრომის, საბოლოო ჯამში -- თვით ადამიანის განვითარების თვალსაზრისით, უდიდესი პოზიტიური როლი ითამაშა. ეს ჩაკეტილი წრეა, მაგრამ უმანკიერო და ახლაც მუშაობს. გააჩნია ათვლის წერტილი ოღონდ ის შრომა არაა. ‘’გ. თ.’’ არის ობიექტურ რეალიებზე დაფუძნებული მტკიცებულება მეტყველების (ენის, ვერბალური აზროვნების) მონოგენეზურ (ქართველურენოვან) წარმომავლობის თაობაზე. ამიტომ, დასაშვებია, მას რქმეოდა „ნეოიაფეტური თეორია“, მსგავსად „იაფეტური თეორიისა“ რომლის ავტორმაც (მარი) იაფეტურ ენებს, მართებულად, მიაკუთვნა მეტყველების ბაზისური საფეხურის (სტადიის)მაღალი რანგი. სამწუხაროდ, მეცნიერული სარჩულის და თეორიის საკერ კონკრეტული და საკმარი მასალის უქონლობამ, ასევე მსოფლიო მეცნიერებაში გაბატონებულმა სტერეოტიპიურმა შეხედულებებმა, ენათმეცნიერულ ასპქტში -- ინდოევროპულის, ხოლო ზოგადკაცობრიულში -- სხვა ცნობილ დიდ ცივილიზაციათა (რომლებიც ოდინდელ ქართველურ კულტურულ საძირკველზე არინ შემდგარნი ე.ი.) უპირატესობაზე ქართველურთან მიმართებით, ნ. მარის თეორიას აღიარება ვერ მოუტანა. „...ქრთველმა ანთროპოლოგებმა, მდიდარი მასალის საფუძველზე, შეიმუშავეს კონცეფცია იმის თაობაზე, რომ სამხრეთევროპული რასის პირველსამშობლო მცირე აზიის ტერიტორიაა...“ ნ.მარი კი უფრო შორს მიდიოდა და იაფეტიდებს ხმელთაშუა ზღვის აუზის პირველმოსხლეებად მიიჩნევდა. „... მეცნიერთა ერთი ჯგუფი ქართვ. ენებს განიხილვს ენათა უფრო ფართო ოჯახის ერთ-ერთ წევრად.. ყურადღებას ამახვილებს იბერიულ-კავკასიურ ენების ნათესაობაზე შუმერულ, ხურიტულ, პროტოხეთურ , ელამურ და სხვა წინა აზიის მკვდარ ენებთან, აგრეთვე ბასკურთან, ქართველური ტომების პირველსამშობლოდ მიიჩნევს მცირე აზიის ნაწილს... მეორე კონცეფცია ქართველურ ენებს აღიარებს დამოუკიდებელ ოჯახად. თ. გამყრელიძემ და გ. მაჭავარიანმა დიდი ხანია ყურადღება მიაქციეს იმ პარალელიზმს რაც შეინიშნება რეკონსტრუირებულ ქართველურ ფუძე ენასა და ინდოევროპულ ენებს შორის... შემდგომ წლებში თ.გამყრელიძის და ვ. ივანოვის ერთობლივმა კვლევებმა გამოავლინა მეტი საერთო მონაცემები ამ ენების როგორც ფონოლოგიურ ისე გრამატიკულ სისტემებში. ინდოევროპულის რეკონსტრუირებული მოდელის დადგენით მეცნიერებმა მოგვცეს ინდოევროპელთა პირვანდელი ადგილსამყოფის წინააზიური ლოკალიზაცია“... (ი.აბულაძე). როგორც ვხედავთ. ნ. მარის შემდგომ, ამ უკანასკნელის იდეების სამოგებოდ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ის რაც იაფეტურ ენებს მეტყველების ბაზისურ საფეხურამდე აიყვანდა. თავად მარიმ, სიმბოლურად კი დაასახელა ოთხი (სალ, ბერ, იონ, როშ, - A,B.ჩ,D) იაფეტური ელემენტი, მაგრამ არავინ უწყის რას გულისხმობდა იგი თავის სიმბოლოებში; რა ენათმეცნიერულ ფაქტობრივ თუ სხვა სახის აზრობრივ მნიშვნელობებს უთანადებდა ის ამ სიმბოლოებს. უნდა ვიფიქროთ: ფლობდა რა უზარმაზარ ენათმეცნიერულ (და არამარტო ენათმეცნიერულ) მასალას და ინტელექტს, იგი ინტუიციით ჩასწვდა საქმის არსს, რომლის დამტკიცების შესაძლებლობა, გარდა ზემოთქმულისა, მეტყველების წარმოქმნის თაობაზე მისსავე მცდარმა შეხედულებებმა (მეტყველების წარმოქმნის კლასობრივი თეორია) მოუსპო. ანთროპოიდის ამეტყველების დროინდელი ცნს-ი და გონითი შესაძლებლობები ჯილლ ბეილისა და ტონი სედდონის ნაშრომში - „ისტორიამდელი სამყარო“ მოცემულია ჰომინიდთა (ადამიანისმაგვართა) ხაბილიდთა (ნამდვილადამიანთა) შესანიშნავი კლასიფიკაცია. კერძოდ ისინი თვლიან, რომ ხაბილიდთა მეორე თაობას--გამართულ ადამიანს (ჰომო ერეცტუსტ) 1,75 მლ. წინათ გააჩნდა სანადირო იარაღი, ფლობდა ცეცხლს და დაწყებული ქონდა პრიმიტიული მეტყველება. გაუგებარია, რატომ ხაბილიდთა -- მეორე და არა პირველი თაობა ივარაუდეს პატივცემულმა ავტორებმა მეტყველების პიონერებად. მათივე მტკიცებით ხომ ეს თაობაც იარაღის მკეთებელია?... ვთვლით რა, რომ შრომის ელემენტარული ჩვევების ჩამოყალიბებას (შრომის ელემენტებიც და სხვა ნებისმიერი ქმედება , რომლებიც უპირობო რეფლექსი კი არ არიან, არამედ ცხოვრების მანძილზე შეისწავლებიან, პირობითრეფლექსური ბუნებისაა) წინ უსწრებდა მეტყველების ჩასახვის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, უნდა ვიგულისხმოთ: დაახლოებით 3-დან 2 მლ. წლ-დე მეტყველების ჩასახვა დამთავრებულია. „... ადრეული ძუძუმწოვრები ( 60 მლ.წ.) მალე დახელოვნებული ხეზე მცოცველები გახდნენ. ხეზე რომ იცხოვრო, უწინარეს ყოვლისა, სწორად უნდა განსაზღვრო მანძილი და მაგრად ჩაეჭიდო ტოტებს. პირველ ამოცანას წყვეტს წინ მიმართული თვალები. ამას აძლევს ცხოველს ბინოკულიარული მხედველობა. მეორე ამოცანის გადასაჭრელდ საჭიროა ჩამჭიდი თითები, ხოლო ცერა თითი უზრუნველყოფს საჭირო ჩაჭიდვას. ზოგიერთ ადამიანისმაგვართ ადმიანისდაგვარად შეუძლიათ შეაერთონ ცერა და საჩვენებელი თითების ბოლოები ისე რომ წარმოიქმნას რუსული O. ასეთი ჩაჭიდება საკმაო ფაქიზი მანიპულაციების დროს გამოიყენება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ძუძუმწოვრებს მხედველობის და ხელების მოძრაობის კოორდინაციით ტვინის მსხვილი მოაზროვნე ნაწილი განუვითარდათ... (დ.ნ. გვ. 146 თარგმანი ე. ი.). დიახ, ამიტომაც თითების მამოძრავებელი და სამეტყველო-მოძრაობითი ცენტრების ველები, პროპორციული თვალსაზრისით, დიდი ტვინის გაცილებით მეტ ზედაპირს მოიცავენ ვინემ ძვალსახსროვანი სისტემისა და სხვა ორგანოთა, რაც II-სს. ჩამოყალობებაში ხელების და ენის განმსაზღვრელი როლის მაჩვენებელია. ძირითადად დიდი ტვინის მასის ზრდაც, სწორედ ამ ორი ორგანოს, დიდ დროში, უპირატესი ფუნქციონირების შედეგია. მასასადამე, ხელების როლი ად-ის განვითარებაში, იმდენად, როგორც შრომის ორგანოს კი არა, არამედ ხეზე ცხოვრების შედეგი ყოფილა, ხოლო ცხოვრებისეულ პირობით რეფლექსთა შედეგად, თავის ტვინის ახალი წარმოქმნების განვითარება, მით უფრო, გარემო პირობებთან შეგუებისა. ზემოთქმული ასევე პასუხია კითხვისა: რატომ ანთროპოიდს და არა სხვა რომელიმე ცხოველს განუვითარდა მეტყველება. განა რომელიმე არსება შეედრება თუთიყუშს სიტყვების დახსომება-წარმოთქმაში, მაგრამ მას არა აქვს განვითარებული დიდი ჰემიფეროების ქერქი და ქერქქვეშა წარმონაქმნები. „ადამიანი გადგვარებული ცხოველია“, მაგრამ ცხოველია, სამაგიეროდ, დღენაკლული ადამიანი. ამ დღენაკლულობის ინტერვალი ის ადრე აღებული სტარტია, რომელმაც მიიყვანა ცხოველი ადამიანობამდე. მიეცეს სხვა სახეობის ცხოველს ის დრო რაც ქონდა ანთროპოიდს, განვითარების იგივურ პირობებში, რა შედეგს მივიღებდით?... რამდენადაც შეუსრულებადია ამოცანა -- იმდენად წინასწარსაჭვრეტი შედეგი: იგივე მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ, მარა საპიენსს მივიღებდით უთუოდ: ამაზე მეტყველებს ცხოველის და ადამიანის თავი ტვინის (ცნს-ის) ანატომიური აგებულებისა და გონითი შესაძლებლობების ურთიერთმიმართება, რა სხვაობაც ადამიანის მიერ ადრე აღებულმა სტარტმა განაპირობა. ცხოველსა და ადამიანს ცხოველობის ასპექტში იდენტური ანატომიური ორგანო განაგებს. ესაა ტვინის ღერო. აქედან იმართება ორგანიზმის ყველაზე საპასუხისმგებლო (გულისცემა, სუნთქვა და ა.შ.) უპირობო ანუ მემკვიდრეობითი რეფლექსები. ადამიანის--მეტყველი ცხოველის ც.ნ.ს-ი ტვინის ღერო პლიუს ახალი წარმონაქმნებით: შუა და საშუალო ტვინი, ნათხემი და დიდი ჰემისფეროებით (ეს ორგანოები ცხოველს სუსტად აქვს განვითაერბული) იმართება. რაკი მეცნიერებამ ზუსტად იცის, დროის პერიოდები ანთროპოიდთა თავის ქალის მოცულობის ზრდისა, რასაც ტვინის მასის გადიდება იწვევდა, წარმონაქმნები კი, რომლებიც ტვინის მასას ზრდიდა სამეტყველო და სხვა პირობით რეფლექსებს ახორციელებენ,. ეს ყოველივე, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ დრო მეტყველების წარმოქმნისა. იგი 3-დან 2 მლ. წელს მოიცავს. მაშინ ჰ. ამეტყველდა იმიტომ, რომ გააჩნდა, ოღონდ ჩანასახის ფაზაში, ყოველივე რაც ადამიანს: „სუბსტანციური ყოფიერების სიგნალი“, „აღქმის ფაქტორთა იზოლაციის უნარი“ (მაგ. შეეძლო განეცალკევებინა ერთი ოპტიკური ნიშნის საგანი სხვადასხვათაგან და ა.შ.). იგი მოკლებული იყო ადამიანის მხოლოდ ყველაზე გვიანდელ შენაძენს--ჰერდერის რეფლექსიას, რაც მჟღავნდება არა მარტო ყველა თვისების იოლ და მკაფიო გამოცნობაში, არამედ „ერთი ან რამდ. ნიშნის განსხვავებულ შერაცხვაში“. ეს თითქმის იგივე “მიმართებათა იზოლაციაა ამ მიმართებათა განხილვის მიზნით“. ანუ იგივე გაცნობიერებული აზროვნებაა. ზემოთდასახელებულ, მეტყველების დაწყების დროის (3-2 მლ. წ.) სისწორეს ცხადყოფს მეტყველების ცენტრის ტვინის ყველაზე ახალი წარმონაქმნში -- ქერქში, ხოლო რეფლექსიის ცენტრის მეტყველების ცენტრში არსებობა. ეს ხნოვანება 80-იან წლებში გვქონდა მოაზრებული, 90-იანში კი საქართველოში აღმოაჩინეს 1,5 მლ. წლის ად-ის ქვედა ყბა და 2 მლ. წლის ხნოვანების ქალისა და მამაკაცის ჩონჩხი, რაც დასტურია ჩვენი მსჯელობის სისწორისა. მეტყველების ჩასახვა გეორგიული თეორია ფაქტობრივად მეტყველების წარმოქმნის პირობითრეფლექსური თეორიაა, ხსნის რა მეტყველების ჩასახვის მექანიზმსა და ბუნებას როგორც სამეტყველო ბგერით პირობით რეფლექზე დაფუძნებულ მოვლენას. ამგვარად, მისი მეცნიერული საფუძველია პავლოვის მოძღვრება პირობით და უპირობო რეფლექსებზე, პირველ და მეორე სასიგნალო სისტემაზე. არანაკლები მეცნიერული საყრდენია ქართული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სკოლების ღვაწლი: ბერიტაშვილი (მეხსიერების პირობითრეფლექსური ბუნების დადგენა); უზნაძე (განწყობის თეორია, განწყობის ფსიქოლოგია და ბავშვის ფსიქოლოგია); ასევე ღსანიშნავია ზოგად და ბავშვთა ფსიქოლოგიაში რ. ნათაძის, სახელდების საკითხებში უზნაძის, ბაინდურაშვილის; ზოოფსიქოლოგიაში თორნდაიკის (ცდისა და შეცდომის მეთოდი); ბლუმფილდის (სტიმულ-რეაქცია, რომელიც უზნაძემ განწყობით გააშუალა: შღ//შთღ); არქეოლოგიაში ო. ლორთქიფანიძის (ქართვ. ცივილიზაციების მსოფლიო უუძველეს ცივილიზაციებან თანადროულობის ხაზგასმა) და, რაც მთავარია, ენეთმეცნიერებაში კორიფე ქართვ. ენათმეცნიერთა: ცაგარელი, მარი, ჯავახიშვილი, ჩიქობავა, შანიძე, თოფურია, ახვლედიანი, როგავა, თ. გამყრელიძე და ა.შ. შრომების როლი. პირობითი რეფლექსი მემკვიდრეობით არ გადადის, პიროვნებას სიცოცხლის პერიოდში უვითარდება და წარმომქმნელი მიზეზებით თუ პერიოდულად არ ძლეირდება შესუსტდება ან სრულიადაც ჩაქრება. ეს მოვლენები დიდი ფიზოლოგის -- პავლოვის მიერ ცდებითაა დადასტურებული და საყოველთაოდ ცნობილია. ოღონდ თუ როგორ მოხდა პირველი სამეტყველო პირობით რეფლექსის თუ რეფლექსების წარმოქმნა პავლოვს და არც არავის აუხსნია. პირობითრეფლექსურ რეაქციის ამღვძვრელი გახლავთ უპირობორეფლექსურ რეაქციის გამომწვევ გამღიზიანებელს შეუღლებული პირობითი გამღიზიანებელი. ანუ პირობითი რეფლექსური რეაქცია პირობითი გამღიზიანებლით გამოწვეული უპირობო რეფლექსური რეაქციაა. თუ სიტყვის წარმოთქმა პირობითი რეფლექსია, რაც, როგორცა ვთქვით, უკვე დადგენილია, რა იყო ის უპირობო რეფლექსი, რომლის უპირობო გამღიზიანებელი შეცვალა პირობითმა? როგორც ვხედავთ, ოთხწევრიან ამ გამოცანაში სამი უცნობია... აი სადაა გაჭედილი მეტყველების წარმოქმნის საკითხი. ნეიროფიზიოლოგიურ ასპექტში აი, რას ვერ უპასუხა პავლოვმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მეტყველების წარმოქმნის სოციალურ თეორიებს მხარს ვერანაირად დაუჭერდა. უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია: პირველი სამეტყველო მინიმუმის წარმომქმნელი გახლავთ ცოცხალ ორგანიზმთა ძირითადი ფუნქციის -- ნივთიერებათა ცვლის რეალიზაციის განმაპირობებელ, ძუძუმწოვართათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლო ფიზაქტთა -- წოვისა და ყლაპვის უპირობო გამღიზიანებელს შეუღლებული, ამავე ფიზაქტთა მსვლელობის ხმიანობები (წ... წ... და ყ... ყ... ხმიანობები) ორი ბგერა სიგნალი, აღმნიშვნელი გარკვეული რაობისა, სიგნიფიკატისა (მნიშვნელობისა), ანუ ჩვენს მიერ აღმოჩენილი, ორი პირველი სამეტყველო ელემენტი ჩვენსმიერვე ამგვარადაა ინტერპრეტირებული: წინაენისმიერთა წინაპარი, აბრუპტივი, სისინა ბგერების წარმომადგენელი, აფრიკატი -- წ და უკანაენისმიერი აბრუპტიული თანხმოვანი -- ყ (გ, კ, ქ უკანაენისმიერთა, ღ, ხ ველართა და ლარინგალ ჰ-ს თავსაწყისი). წ ბგერის წარმოთქმისას პირის ღრუ იხშობა. წინა ენა ებჯინება ნუნებს და მათ შორის ჰაერის ნაკადი გამოიდევნება. აქ ღირსსაცნობი და ფრიად საყურადღებო ის გარემოებაა, რომ ეს პროცესი, ფაქტობრივად, განწოვითი მოძრაობებია. წოვის ფიზაქტის შესრულებისას ძუძუს კერტები წინა ენასა და ნუნებს შორის თავსდება, შეწოვითი მოძრაობები ხორციელდება და წ ფონემას მსგავსი წოვითი ხმიანობა წარმოიქმნება. მსგავსება წოვის ხმიანობასა და წ ფონემას შორის დიდია, რომელსაც პირველად ა.შენიძემ მიაქცია ყურადღბა. პირველი ადამიანი წყურვილს წყალთან ტუჩების პირდაპირი (უშუალო) კონტაქტით იკლავდა. ამ შემთხვევაშიც სამეტყველო წ ბგერის მსგავსი შეწოვითი ხმიანობები წარმოიქმნება. დასახელებულ რეალიებში ხაზგასასმელია 4 უდიდმნიშვნელოვანესი ფაქტი: 1) საშემსრულებლო ანატომიური ორგანოები შეწოვა-განწოვისა ერთიდაიგივეა და ხორციელდება ერთიდაიგივე ადგილას; 2) ენის წვერი ორივე შემთხვევაში აკეთებს ჩვეულ თითქმის იგივურ მოძრაობებს. 3) შეწოვა გამოსცემს იგივე ხმას რასაც განწოვა; 4) განწოვის ხმიანობა სამეტყველო ბგერა -- ფონემაა. ეს ყველაფერი წარმოაჩენს პირველი სამეტყველო ელემენტის ჩასახვის სილუეტს. მაგრამ ჯერ უნდა გავერკვეთ რას გულისხმობს პავლოვისა და პავლოვისტების დასკვნა -- „სიტყვა სიგნალის სიგნალიო“. სიტყვა ნიშანი რომ გახდეს აღსანიშნი, გრძნობათა ორგანობის მეშვეობით აუცილებლად უნდა იქნეს შეცნობილი. მაგ: თუ არ ვიცით დახსომებული სიტყვა აბაჟურის მიერ აღნიშნული საგნის რაობა იგი უნდა დავათვალიეროთ. ამ დროს საგნიდან არეკლილი სხივები ხვდებიან მხედველობის ორგანოს ექსტერორეცეპტორებს (ფოტორეცეპტორებს) და ნეიროიმპულსური აგზნებებით (ბიოპოტენციალებით) გაღიზიანების შემდეგ, თავის ტვინის დიდ ჰემის სფეროებში ხდება ამ საგნის ხატოვანი ასახვა (აღქმა), ხოლო სმენისა და მხედველობის ანალიზატორების უმაღლეს განყოფილობებში შესაბამისი კავშირების დამყარების გამო, სიტყვა აბაჟური და საგანი აბაჟურის აღქმითი ხატები მთლიანად ც.ნ.ს.-ში შეირწყმებიან. ამის შემდეგ, სიტყვა ყოველთვის უდრის მის მნიშვნელობას, ანუ იმ აღქმას რაც მხედველობის ანალიზატორის სხივით გაღიზიანების შემდეგ მოხდა. ამგვარად, იგი (სიტყვა) ამ სხივით გამოწვეული გაღიზიანების -- სიგნალის შემცველი გამღიზიანებელი -- სიგნალი გახდა. როცა მხედველობით აღქმულ (ცნობილ) საგნის უცნობ სახელს ვსწავლობთ, ვიზუალური აღქმა (საგნის ხატი) ერწყმება აკუსტიკურისას (სიტყვის ხატი) იგივე შედეგით: სახელი უდრის საგნის წარმოდგენას ანუ ცნობიერებაში იმ აღქმულის განახლებას რაც თვალის ექსტერორეცეპტორთა სხივით გაღიზიანების შემდეგ მოხდა. აი, ეს გახლავთ მეტყველების პირობითრეფლექსური ბუნება. აი, რას ნიშნავს პავლოვისტების ნათქვამი: „სიტყვა სიგნალის სიგნალიაო“. ხშირად სიტყვა არამცთუ აღნიშნავს, არამედ სწორედ რომ გამომხატველობით აღნიშნავს აღსანიშნს. მაგ: განა გამომხატველობის გარეშე შესაძლებელია სიტყვა შაქარმა პირში ნერწყვი მოგგვაროს?... მაშასადამე სიტყვა ორგვარი ბუნებისაა: ინდიფერენტულ-აღმნიშვნელობითი, მხოლოდ და მხოლოდ მეტყველობითი ანუ სამეტყველო პირობითრეფლექსური და პლიუს ამას რეაქტიული (რეფლექსოგენური), გამომწვევი მრავალ (კვებით, თავდაცვით და ა.შ.) პირობით რეფლექსთა, იმისდამიხედვით თუ რას გამოხატავს და რაგვარია ადამიანის ჰომეოსტაზი თუ ფსიქიკური მიმართება, ამ მომენტში, აღსანიშთან. სხვა საქმეა აღმნიშვნელ აღსანიშნის ბგერითი (ფონემატური) მსგავსება: სიტყვა ყოველთვის უდრის მნიშვნელობას, მაგრამ მეხსიერებაში, განცალკევებულად, სიტყვის საკუთარი აღქმითი ხატიც არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხმაბაძვის, პაროდიების მოსაუბრის ხმის ცნობის და ა. შ. შესაძლებლობები გამოირიცხებოდა. სიტყვის ხატის მსგავსება აღსანიშნთან ენებში სხვადასხვაგვარია. ხშირად სრულიადაც არაა (რაც ისეთსავე დამტკიცებას მოითხოვს როგორსაც ქონა), მაგრამ მეტყველების ჩასახვის პერიოდში საქმე სხვაგვარადაა: როცა აღმნიშვნელი კიდეც გავს და კიდეც გამოხატავს აღსანიშნს. ჰ. პატარაობისას -- დედის ძუძუს წოვის და დიდობისას -- წყლის სმისას თუ ცხოველთა ჯიქნების გამოწოვის პროცესში მუდამ აღიქვამს ამ მოვლენათა თანმხლებ ხმიანობებს (წ... წ... ბგერებს), რომელთაც, შეუძლებელია, როგორც ზემოთ ითქვა, მის შესაბამისად მომწიფებულ ც.ნ.ს-ში დასახელებულ პროცესთა თუ მათში მონაწილე კომპონენტთა წარმოდგენები არ გამოიწვიონ. უფრო მეტიც: ეს ხმიანობები გაიგივებულია მათთან. ჰ-ს ჩვენეული ფანტაზიის, არარსებულის წარმოდგენის (წარმოსახვის) უნარი არ გააჩნია, მაგრამ წოვა ხომ უაღესად უშუალოა, ინდივიდუალურიცაა (ასრულებს ინდივიდი) და სახეობითიც (ასრულებს სახეობის ყველა წევრი). ამასთანავე, იგი მუდმივი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მაშასადამე, წოვის აღქმითი ხატები მეხსიერებითი კვალის სახით, იარსებებენ ხანგრძლივ ლატენტურ (ფარულ) პერიოდში. ასეთი მეხსიერება განეკუთვნება მაღალი ფორმის ხანგრძლივ მეხსიერებას, მაგრამ რაკი პროცესი ხშირია (სრულდება ყოველდღიურად, ბევრჯერ) აღქმებიც იქნება ხშირი და, აქედან გამომდინარე, მეხსიერებითი კვალიც (ხატური მეხსიერება) უწყვეტი. აქ ხაზგასასმელია უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: წოვა და მისი ხმიანობა ერთიანია, განცალკევებით არ არსებობენ, ამიტომ, როგორც შესრულება წოვისა ცნობიერებაში იწვევს თავისავე ერთიან (წოვა + წოვის ხმა) ასახვას (აღქმას), ეგრევე ამ პროცესის შორიდან მხოლოდ დანახვ<
|