მეც მაქ ეგ პრობლება, ე.ი. როგორც ჩემს ზემოთ ბატონმა ბრძანა, ბევრს ვანძრევ. მე ვისწავლე კონტროლი, იმ მარცვლებით არ ვიწყებ წინადადებას, რომლითაც ვიცი რო გავჭედავ :-)
თუმცა დღემდე მეშინია პრეზენტაციების :-)
მთავარია ყოველდღიურად ისწავლო და მიაგნო გასაღებს. ნელი, მშვიდი საუბარია საჭირო, დამარცვლით.
ვიცი ლოგოპედი დამჭირდება და ზუსტად ამიხსნის, რომელ მარცვალზე უნდა ჩაისუნთქო და ამოისუნთქო. მაგალითად, თუ მაღალ ხმაზე ისმის რამე, სულ ერთია, ტელევიზორი, მუსიკა, უბრალოდ ხმაურია, ვერ ვლაპარაკობ. ვერც ვიწყებ ლაპარაკს.
ძნელია მაგრამ ეჩვევა ადამიანი. :-) არადა ტელევიზიითაც მისაუბრია და თავიდან ისე დავიძაბე, მეთქი ახლა გავჭედავ და სულ და-და-და-და-დას ვიტყვი თქო, მაგრამ ლიწინ-ლიწინით წამოსულა სიტყვები. ბევრი გარემოება არსებობს.
ანეკდოტებს ვერ ვყვები. ერთ წინადადებას ზედიზედ ორჯერ ვერ ვამბობ ხოლმე :-) არის ბევრი შეზღუდვა.
მე ვერაფრით დაგეხმარები. ლოგოპედი გინდა თუ ძალიან ბორძიკობ და იტანჯები ამისგან. პრეზენტაციების კურსი მაგიტო შემეტენა, ვერ ვილაპარაკებდი მეგონა...