გამოქვეყნდა... ძალიან აქტუალურია დღესაც.. განსაკუთრებით ამ ჩვენი ფორუმელების ნაწილისათვის.
აგერ ზოგიერთი ამონადრიდი:
სტეროტიპი 1: ერთმორწმუნეობა
პირველი, ვინც "ერთმორწმუნეობის სტერეოტიპის" წინააღმდეგ გაილაშქრა, ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო: "სახელმწიფოსა ერთობა სჯულის არარას არგებს, ოდეს მის შორის თვისება ერთა სხვადასხვაობდეს." თუ ვინმეს ეყოფა იმის გამბედაობა, რომ რუსი და ქართველი ერების "თვისებათა სხვადასხვაობა" უგულვებელყოს, ამ სტატიის კითხვას ნუღარ გააგრძელებს.
როდესაც შატილს ბომბავს ან გაზს გვიკეტავს, რატომღაც რუსეთს არ ახსენდება, რომ ჩვენც მართლმადიდებლები ვართ. იმ რუსოფილებმა კი, რომლებიც ა? სტერეოტიპს მაინც იშველიებენ, გაიხსენონ, რომ სერბიის დაქცევა დიდწილად რუსეთთან ერთმორწმუნეობის მითზე დამყარებულმა პოლიტიკამ განაპირობა.
სტერეოტიპი 2: რუსული კულტურა
საქართველო გარდამავალ ეტაპზე მხოლოდ იმიტომ არ იმყოფება, რომ დასახვეწია კანონმდებლობა ან გასატარებელია რეფორმა ამა თუ იმ სფეროში. ეტაპის "გარდამავლობა" გამოიხატება იმაშიც, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებდა უმეტესი ნაწილი ნელ-ნელა წყდება მხოლოდ რუსულ წიგნს, ტელევიზიას, ესტრადას. შორს არ არის ის დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ალა პუგაჩოვას მასპინძლობა მხოლოდ უსიამო მოგონებადღა დარჩება.
რაც შეეხება დოსტოევსკისა და ტოლსტოის, ალბათ, დადგება დღე, როდესაც ქართველები მათ ინგლისურ, ფრანგულ ან გერმანულ თარგმანში წაიკითხავენ და ამით არც არაფერი დაშავდება. უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ შექსპირი, ბალზაკი ან ჰესე რუსულ თარგმანში გვაქვს წაკითხული.
რუსული კულტურის განსაკუთრებულობისა და ქართველთა მასთან განსაკუთრებულად ზიარების სტერეოტიპი ასაზრდოებს ორი - კარგი და ცუდი - რუსეთის მითს. თითქოსდა რუსი პოლიტიკოსები ცუდ რუსეთს განასახიერებენ, ხოლო რუსული კულტურის წარმომადგენლები - კარგს. გაიხსნეთ ჩეჩნეთის ვანდალური აქციის მხარდაჭერა მთელი რუსული საზოგადოების მიერ და მიხვდებით, რომ რუსეთის პოლიტიკას იდეურად სწორედ ჩვენთვის ასე "ახლობელი" კულტურა ასაზრდოებს.
.......................................
.................................
ა.შ.
დასკვნაა ძალიან კარგი:
"თუ ამ სტრეოტიპებიდან ყველას იზიარებთ, თქვენ, შესაძლოა, იგორ გიორგაძის ადგილსამყოფელიც კი იცოდეთ.
თუ სიმპათია არგუმენტების საკმაო ნაწილზე გებადებათ, მაშინ პანტელეიმონ გიორგაძის პარტიის წევრობა თქვენი გაქანების მაქსიმუმია.
თუ მოყვანილი ფრაზებიდან ზოგიერთს იზიარებთ და თანაც ერთმანეთთან ლოგიკური კავშირის მოძებნა გიჭირთ, გაქვთ შანსი, 2003 წლის არჩევნებში ან მოქალაქეთა კავშირის სიით იყაროთ კენჭი, ან "აღორძინების".
თუ არც ერთი სტერეოტიპი არ არყევს თქვენში დემოკრატიისადმი რწმენას, თქვენ მშვიდი ძილის უფლება ნამდვილად არ გაქვთ: ასეთ უუნარო მთავრობას და რუსეთის მიერ კიდევ ერთხელ დაკაბალებას თქვენ ნამდვილად არ იმსახურებთ."
აგერ სრული ვერსიის ჩანჩქერიც:
http://24saati.ge/index.php/category/news/2013-02-03/35471პ.ს. ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს არც ავტორის და არც ჩემი ბრალი არ არის..
This post has been edited by sulo on 29 Aug 2013, 16:37