edem izoria
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 7
წევრი No.: 172470
რეგისტრ.: 29-August 13
|
#37791311 · 29 Aug 2013, 16:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გიორგიული ანუ მეტყველების წარმოქმნა-განვითარების პირობითრეფლექსურ-ხმაბაძვითი თეორია ( ნაწილი მეორე. დამატება) „გ.თ’’-ს სიახლეეები: I ფიზიოლოგიაში: 1) ახსნილია მეტყველების გენერაცია: a. პირველი სამეტყველო ელემენტი ჩაისახა პირობითრეფლექსური ბუნებით; b. ოდიდგანვე ბგერა იყო კვებითი პირობითი აგენტი; c. შემდეგ, დიდ დროში, ეს ფუნქცია რთულდება სამეტყველოთი; 2) დაფიქსირებულია და ხაზგასმულია მეტყველების (სიტყვის) პირობითრეფლექსური მექანიზმის ორგვაროვნება; a) ინდიფერენტულ-სიგნიფიკატური ანუ სამეტყველო პირობითრეფლექსური და b) რეაქტიულ-სიგნიფიკატური, როცა მრავალრიცხოვან რეფლექსთა გამოწვევის ფუნქციას ერწყმება - აღმნიშვნელობითი; 3) აღმოჩენილია მეტყველების ბიოგენეზური კანონი (მ.ბ.კ)-- სახეობა ზოგადი ბიოგენეზური კანონისა. a) დასაბუთებულია სამეტყველო პერიოდების (სტადიების) მემკვიდრეობითობა; b) ნაჩვენებია ნასახის, აქცენტის, პერსევერაციის და ეგოცენტრული მეტყველების გენეზის კავშირი მ.ბ.კ.-თან; c) ახსნილია არაერთი ზოგადი ანთროპოლოგიური პრობლემა. II. ფსიქოლოგიაში: 1) ნაჩვენებია ამეტყველების დროინდელ ჰომინიდის ფსიქიური აქტივობის და გონითი შესაძლებლობის დონე: a) დასახელებულია ჰ-ის უპირველესი აზროფორმები; b) ნაჩვენებია მეტყველებისა და აზროვნების პარალელური განვითარება; c) დასაბუთებულია მრავალრიცხოვან აბსტრაქციულ ტერმინთა აზრობრივი ამოსავლიანობა, მათი გართულების დინამიკა კონკრეტულიდან აბსტარქტულამდე და ა. შ. იხ. ტექსტი. III. ენათმეცნიერებაში : 1) წარმოჩენილია დასაბამისმიერი სამეტყველო მინიმუმი: რიცხობრივად იგი ნ. მარის 4 იაფეტურ ელემენტსაა თანხვედრილი. ესენია: წ და ყ თანხმოვნები. 2 ხმოვანი და მრავალრიცხოვანი რეფლექსოგენური და ინდიფერენტული ბგერები და ბგერათკომპლექსები; 2) დადგენილია ქართვ. ბგერათა და აფიქსთა წარმომავლობა; 3) დამტკიცებულია პროტოშუმერთა ვინაობა; 4) გაკეთებულია ასეულობით ქათველურ და მრავალ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ტერმინთა ეტიმილოგიები; 5) დაძებნილია პარალელები პირველ სამეტყველო ძირებიდან ამოსულ - ქართველურ და შესადარებლად აღებულ ინდოევროპულ ტერმინებს შორის. 6) გაკეთებულია მეტყველების პერიოდიზაცია და ა. შ. იხ. ტექსტი. * * * ისტორიული მიმოხილვა. მეტყველების წარმოქმნის პრობლემები ოდითგანვე აღელვებს ადამიანს: მეტყველება, სიტყვა მისთვის ღვთაებრივი ფენომენია (შუმერები)... „პირველ იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი“. პლატონი და ეპიკურედან ვიდრე დღემდე, გამოჩენილ ენათმეცნიერთა (ბოპი, გრიმი, რასკი, ვოსტოკოვი, პუმბოლტი (ისტ. შედ. ენ-ის პიონერები); შლაიხერი, მიულერი (ნატურალისტები); პაული, ბრუგმანი (ნეოგრამატიკოსები); სოსიური(სინქრონია დიაქრონია ტერმინთა დამფუძნებელი); ბლუმფილდი (ფიზიკალისტი - სტიმულისა და რეაქციის ერთობლიობა...); ტელელოგთა, ნეოგრამატიკოსთა და ა.შ. და ა.შ. დაპირისპირებულ მოსაზრებათა ფონზე, ვერ გამოჩნდა საკითხის გადაწყვეტის სრული და ნათელი სილუეტი. უარყოფილია მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიები: ჟესტ-მიმიკის,ხმაბაძვის, შრომის, შორისდებულის, თურქული გიუნეშ დილ (მზის ენა); იაფეტური (ნ. მარი) და ა.შ. ვერცერთმა ვერ ახსნა თუ როგორ მოხდა პირველი სამეტყველო მინიმუმის ჩასახვა. მარტივად რომ ითქვას, ვერ გაეცა პასუხი კითხვას: რა მიზეზით, რა მექანიზმით და როგორ ამეტყველდა თავდაპირველად ადამიანი. გაურკვეველი ხდებოდა საკითხი არამცთუ გენერაციის მექანიზმზე, არამედ მის პოლი თუ მონოგენეზოსობაზე, სახელდების მოტივაციის ქონა არ ქონაზე და ა.შ. ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ბუნებრივია, მეტყველებას და მასთან უშუალოდ დაკავშირებულ გაცნობიერებულ აზროვნებას მე-19 საუკუნის ევროპის მოწინავე მეცნიერულმა აზროვნებამ, შვიდ მსოფლიო გამოცანათა შორის, მიაკუთვნა მე-6 ადგილი. ამ ამოცანის ახსნის პროცესში ერთმანეთს უპირისპირდება „სახელდების ორგვარი გადაწყვეტა: პირველი: აღსანიშნისა და აღმნიშვნელის დაკავშირება კანონზომიერი ხასიათისაა, იგი მოტივირებულია, მათ შორის კავშირი არაა შემთხვევითი და მეორე -- აღსანიშნისა და აღმიშვნელის დაკავშირება არაა მოტივირებული, ეს კავშირი შემთხვევითია, პირობითია, ნებისმიერია. პირველნაირი გადაწყვეტა ემყარება ფაქტებს: „...სახელდობრ: ყოველ ენაში პიქტორალური მომენტების შემცველი სიტყვების საკმაო რაოდენობით არსებობა, ბუნებრივი ენების სხვადასხვა კატეგორიის სიტყვებში ფონებათა სხვადასხვაგვარი განაწილება, მრავალმხრივი და მრავალიცხოვანი ექსპერიმენტული გამოკვლევათა შედეგები და სხვა“... (შენიშვნა: პიქტორალური და ონომატოპეას საფუძველზე წარმოქმნილი სიტყვები, როგორც ხმაბაძვის, ასევე პიქტორალური ეფექტის გამოვლენის ხარისხით, ქართველურ ენებში, სხვა ნებისმიერ ენებთან შედარებით, იმდენად და განუზომლად იმდენად დიდია, რომ ამ (ქართველურ) ენებს არა ნებისმიერ, არამედ მიზეზ-შედეგობრივ ქმნადობის ობიექტად წარმოაჩენს, თუმცა აზროვნებისა და მეტყველების ჩასახვის მექანიზმს კი ვერ ხსნის. ე.ი.) „...მეორენაირი გადაწყვეტა ემყარება მრავალენიანობის ფაქტს. მაგრამ მიზეზი მრავალენიანობისა არა აღსანიშნისა და აღმნიშვნელის ნებისმიერობაში უნდა ვეძიოთ, არამედ სახელსადები მოვლენის ასახვის სხვადასხვაობაში, რაზეც ჯერ კიდევ ეპიკურე მიუთითებდა“... (ბაინდურაშვილი. „სახელდების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია“)…’’ პლატონისა და ეპიკურეს ეპოქა ის პერიოდია, როცა სოფისტ განმანათლებლების მიერ ონომატოპეა, როგორც თეორია მეტყველების წარმოქმნაზე, ჩამოყალიბებულია, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გამოაჩნდა სრულფასოვანი თეორიული საფუძვლები* და იმ მიზეზის გამო, რომ პირველყოფილი ხმაბაძვითი ძირები ინდოევროპულში შეცვლილი ან სრულიად გუჩინარებულია, უკვე ამჟამადაც ვერ წარმოაჩენს აღიარებისათვის საჭირო, როგორც საკუთრივ ხმაბაძვით ასევე ფორმაცვალებადი სიტყვების საკმარ რაოდენობას. ამ ფაქტმა კი ბევრ ენათმეცნნიერს მცდარი დასკვნისკენ უბიძგა. თითქოს აღნიშნული სიტყვები იყოს „შემთხვევითი“, „უმნიშვნელო რაოდენობის“, მოიცავდეს „ენის პერიფერიას“ და არა მის გულ-ბირთვს -- სახელსა და ზმნას. მცდარობას ამ დასკვენებისას, განსაკუთრებით ქართვ. ენების შეთხვევაში ქვემოთ დავინახავთ, ოღონდ უნდა ითქვას: თუ ინდოევროპულ „მჭლე ძროხას“ (ნ. მარი) მეტის მოცემა არ შეუძლია, ქართვ. ენები სადაც ამ მასალის ულევი და ხელუხლებელი საგანძურებია, ამ კუთხით, შესწავლის საკითხის ფაზაშიც არაა. დათვური სამსახური გასწია, გარდა ზემოთქმულისა, ენის წარმოქმნის სოც. თეორიებმა: „მეტყველება თავისი სპეციფიკური თვისებებით ადამიანთა შორის დაკავშირების მოთხოვნილების შედეგად წარმოიქმნება...“- ასკვნის ენგელსი(„ბ.დ“,„რ.თ.“ ტ1-5) ამ კომუნიკაბელურ თვისებას ენისას ერნსტ გეკკელი განიხილავს ევოლუციურ ასპექტში და თვლის, რომ ის “ცხოველთა განვითარების პროდუქტია.“ მართლაც დელფინები, ადამიანისმაგვარნი, ფრინველთა მრავალი სახეობა და ზოგიერთი კობოსმაგვარნიც რთულადორგანიზებულ ბგერით სისტემებს და სხვა ნიშნებს იყენებენ, რომლებიც აძლევთ მათ საზრიანობის და მართვის საჭიროების მქონე ერთობლივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობას.“ დიახ, მაგრამ დასახელებულ სახეობათა არცერთი ინდწარმომადგენელი ამ ქმედებებს ვერ აცნობიერებს, რადგან მათი ც.ნ.ს-ი ამისთვის არაა „მომწიფებული.“ თუთიყუშს აბა რა შეედრება ბგერების, სიტყვების თუ ფრაზების წარმოთქმაში, მაგრამ მას არ გააჩნია მეორე სასიგნალო სისტემა, ამტომაც არც მეტყველია და არც მოაზროვნე.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------- *თეორია სასიგნალო სისტემაზე და რეფლექსებზე, ისტ. შედ. მეთოდი მხოლოდ ბოლო საუკუნეების დამსახურებაა. ადამიანი შექმნა არა შრომამ, არამედ ბუნებამ: შრომითი კომუნიკაციის აუცილებლობას რომ აეძულებინა ადამიანი ემეტყველა, მაშინ ამ ენების ლექსიკა შრომის პროცესთა მიერ გამოცემული ბგერების წარმომადგენლობით იქნებოდა შემდგარი. პირიქით: მეტყველებამ გაადვილა კომუნიკაბელურობა და კოლექტიური შრომის პროცესის წარმოქმნის შესაძლებლობას დაუდო საფუძველი, რამაც თავად მეტყველების, შრომის, საბოლოო ჯამში -- თვით ადამიანის განვითარების თვალსაზრისით, უდიდესი პოზიტიური როლი ითამაშა. ეს ჩაკეტილი წრეა, მაგრამ უმანკიერო და ახლაც მუშაობს. გააჩნია ათვლის წერტილი ოღონდ ის შრომა არაა. ‘’გ. თ.’’ არის ობიექტურ რეალიებზე დაფუძნებული მტკიცებულება მეტყველების (ენის, ვერბალური აზროვნების) მონოგენეზურ (ქართველურენოვან) წარმომავლობის თაობაზე. ამიტომ, დასაშვებია, მას რქმეოდა „ნეოიაფეტური თეორია“, მსგავსად „იაფეტური თეორიისა“ რომლის ავტორმაც (მარი) იაფეტურ ენებს, მართებულად, მიაკუთვნა მეტყველების ბაზისური საფეხურის (სტადიის)მაღალი რანგი. სამწუხაროდ, მეცნიერული სარჩულის და თეორიის საკერ კონკრეტული და საკმარი მასალის უქონლობამ, ასევე მსოფლიო მეცნიერებაში გაბატონებულმა სტერეოტიპიურმა შეხედულებებმა, ენათმეცნიერულ ასპქტში -- ინდოევროპულის, ხოლო ზოგადკაცობრიულში -- სხვა ცნობილ დიდ ცივილიზაციათა (რომლებიც ოდინდელ ქართველურ კულტურულ საძირკველზე არინ შემდგარნი ე.ი.) უპირატესობაზე ქართველურთან მიმართებით, ნ. მარის თეორიას აღიარება ვერ მოუტანა. „...ქრთველმა ანთროპოლოგებმა, მდიდარი მასალის საფუძველზე, შეიმუშავეს კონცეფცია იმის თაობაზე, რომ სამხრეთევროპული რასის პირველსამშობლო მცირე აზიის ტერიტორიაა...“ ნ.მარი კი უფრო შორს მიდიოდა და იაფეტიდებს ხმელთაშუა ზღვის აუზის პირველმოსხლეებად მიიჩნევდა. „... მეცნიერთა ერთი ჯგუფი ქართვ. ენებს განიხილვს ენათა უფრო ფართო ოჯახის ერთ-ერთ წევრად.. ყურადღებას ამახვილებს იბერიულ-კავკასიურ ენების ნათესაობაზე შუმერულ, ხურიტულ, პროტოხეთურ , ელამურ და სხვა წინა აზიის მკვდარ ენებთან, აგრეთვე ბასკურთან, ქართველური ტომების პირველსამშობლოდ მიიჩნევს მცირე აზიის ნაწილს... მეორე კონცეფცია ქართველურ ენებს აღიარებს დამოუკიდებელ ოჯახად. თ. გამყრელიძემ და გ. მაჭავარიანმა დიდი ხანია ყურადღება მიაქციეს იმ პარალელიზმს რაც შეინიშნება რეკონსტრუირებულ ქართველურ ფუძე ენასა და ინდოევროპულ ენებს შორის... შემდგომ წლებში თ.გამყრელიძის და ვ. ივანოვის ერთობლივმა კვლევებმა გამოავლინა მეტი საერთო მონაცემები ამ ენების როგორც ფონოლოგიურ ისე გრამატიკულ სისტემებში. ინდოევროპულის რეკონსტრუირებული მოდელის დადგენით მეცნიერებმა მოგვცეს ინდოევროპელთა პირვანდელი ადგილსამყოფის წინააზიური ლოკალიზაცია“... (ი.აბულაძე). როგორც ვხედავთ. ნ. მარის შემდგომ, ამ უკანასკნელის იდეების სამოგებოდ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ის რაც იაფეტურ ენებს მეტყველების ბაზისურ საფეხურამდე აიყვანდა. თავად მარიმ, სიმბოლურად კი დაასახელა ოთხი (სალ, ბერ, იონ, როშ, - A,B.C,D) იაფეტური ელემენტი, მაგრამ არავინ უწყის რას გულისხმობდა იგი თავის სიმბოლოებში; რა ენათმეცნიერულ ფაქტობრივ თუ სხვა სახის აზრობრივ მნიშვნელობებს უთანადებდა ის ამ სიმბოლოებს. უნდა ვიფიქროთ: ფლობდა რა უზარმაზარ ენათმეცნიერულ (და არამარტო ენათმეცნიერულ) მასალას და ინტელექტს, იგი ინტუიციით ჩასწვდა საქმის არსს, რომლის დამტკიცების შესაძლებლობა, გარდა ზემოთქმულისა, მეტყველების წარმოქმნის თაობაზე მისსავე მცდარმა შეხედულებებმა (მეტყველების წარმოქმნის კლასობრივი თეორია) მოუსპო.
ანთროპოიდის ამეტყველების დროინდელი ცნს-ი და გონითი შესაძლებლობები
ჯილლ ბეილისა და ტონი სედდონის ნაშრომში - „ისტორიამდელი სამყარო“ მოცემულია ჰომინიდთა (ადამიანისმაგვართა) ხაბილიდთა (ნამდვილადამიანთა) შესანიშნავი კლასიფიკაცია. კერძოდ ისინი თვლიან, რომ ხაბილიდთა მეორე თაობას--გამართულ ადამიანს (homo erectust) 1,75 მლ. წინათ გააჩნდა სანადირო იარაღი, ფლობდა ცეცხლს და დაწყებული ქონდა პრიმიტიული მეტყველება. გაუგებარია, რატომ ხაბილიდთა -- მეორე და არა პირველი თაობა ივარაუდეს პატივცემულმა ავტორებმა მეტყველების პიონერებად. მათივე მტკიცებით ხომ ეს თაობაც იარაღის მკეთებელია?... ვთვლით რა, რომ შრომის ელემენტარული ჩვევების ჩამოყალიბებას (შრომის ელემენტებიც და სხვა ნებისმიერი ქმედება , რომლებიც უპირობო რეფლექსი კი არ არიან, არამედ ცხოვრების მანძილზე შეისწავლებიან, პირობითრეფლექსური ბუნებისაა) წინ უსწრებდა მეტყველების ჩასახვის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, უნდა ვიგულისხმოთ: დაახლოებით 3-დან 2 მლ. წლ-დე მეტყველების ჩასახვა დამთავრებულია. „... ადრეული ძუძუმწოვრები ( 60 მლ.წ.) მალე დახელოვნებული ხეზე მცოცველები გახდნენ. ხეზე რომ იცხოვრო, უწინარეს ყოვლისა, სწორად უნდა განსაზღვრო მანძილი და მაგრად ჩაეჭიდო ტოტებს. პირველ ამოცანას წყვეტს წინ მიმართული თვალები. ამას აძლევს ცხოველს ბინოკულიარული მხედველობა. მეორე ამოცანის გადასაჭრელდ საჭიროა ჩამჭიდი თითები, ხოლო ცერა თითი უზრუნველყოფს საჭირო ჩაჭიდვას. ზოგიერთ ადამიანისმაგვართ ადმიანისდაგვარად შეუძლიათ შეაერთონ ცერა და საჩვენებელი თითების ბოლოები ისე რომ წარმოიქმნას რუსული O. ასეთი ჩაჭიდება საკმაო ფაქიზი მანიპულაციების დროს გამოიყენება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ძუძუმწოვრებს მხედველობის და ხელების მოძრაობის კოორდინაციით ტვინის მსხვილი მოაზროვნე ნაწილი განუვითარდათ... (დ.ნ. გვ. 146 თარგმანი ე. ი.). დიახ, ამიტომაც თითების მამოძრავებელი და სამეტყველო-მოძრაობითი ცენტრების ველები, პროპორციული თვალსაზრისით, დიდი ტვინის გაცილებით მეტ ზედაპირს მოიცავენ ვინემ ძვალსახსროვანი სისტემისა და სხვა ორგანოთა, რაც II-სს. ჩამოყალობებაში ხელების და ენის განმსაზღვრელი როლის მაჩვენებელია. ძირითადად დიდი ტვინის მასის ზრდაც, სწორედ ამ ორი ორგანოს, დიდ დროში, უპირატესი ფუნქციონირების შედეგია. მასასადამე, ხელების როლი ად-ის განვითარებაში, იმდენად, როგორც შრომის ორგანოს კი არა, არამედ ხეზე ცხოვრების შედეგი ყოფილა, ხოლო ცხოვრებისეულ პირობით რეფლექსთა შედეგად, თავის ტვინის ახალი წარმოქმნების განვითარება, მით უფრო, გარემო პირობებთან შეგუებისა. ზემოთქმული ასევე პასუხია კითხვისა: რატომ ანთროპოიდს და არა სხვა რომელიმე ცხოველს განუვითარდა მეტყველება. განა რომელიმე არსება შეედრება თუთიყუშს სიტყვების დახსომება-წარმოთქმაში, მაგრამ მას არა აქვს განვითარებული დიდი ჰემიფეროების ქერქი და ქერქქვეშა წარმონაქმნები. „ადამიანი გადგვარებული ცხოველია“, მაგრამ ცხოველია, სამაგიეროდ, დღენაკლული ადამიანი. ამ დღენაკლულობის ინტერვალი ის ადრე აღებული სტარტია, რომელმაც მიიყვანა ცხოველი ადამიანობამდე. მიეცეს სხვა სახეობის ცხოველს ის დრო რაც ქონდა ანთროპოიდს, განვითარების იგივურ პირობებში, რა შედეგს მივიღებდით?... რამდენადაც შეუსრულებადია ამოცანა -- იმდენად წინასწარსაჭვრეტი შედეგი: იგივე მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ, მარა საპიენსს მივიღებდით უთუოდ: ამაზე მეტყველებს ცხოველის და ადამიანის თავი ტვინის (ცნს-ის) ანატომიური აგებულებისა და გონითი შესაძლებლობების ურთიერთმიმართება, რა სხვაობაც ადამიანის მიერ ადრე აღებულმა სტარტმა განაპირობა. ცხოველსა და ადამიანს ცხოველობის ასპექტში იდენტური ანატომიური ორგანო განაგებს. ესაა ტვინის ღერო. აქედან იმართება ორგანიზმის ყველაზე საპასუხისმგებლო (გულისცემა, სუნთქვა და ა.შ.) უპირობო ანუ მემკვიდრეობითი რეფლექსები. ადამიანის--მეტყველი ცხოველის ც.ნ.ს-ი ტვინის ღერო პლიუს ახალი წარმონაქმნებით: შუა და საშუალო ტვინი, ნათხემი და დიდი ჰემისფეროებით (ეს ორგანოები ცხოველს სუსტად აქვს განვითაერბული) იმართება. რაკი მეცნიერებამ ზუსტად იცის, დროის პერიოდები ანთროპოიდთა თავის ქალის მოცულობის ზრდისა, რასაც ტვინის მასის გადიდება იწვევდა, წარმონაქმნები კი, რომლებიც ტვინის მასას ზრდიდა სამეტყველო და სხვა პირობით რეფლექსებს ახორციელებენ,. ეს ყოველივე, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ დრო მეტყველების წარმოქმნისა. იგი 3-დან 2 მლ. წელს მოიცავს. მაშინ ჰ. ამეტყველდა იმიტომ, რომ გააჩნდა, ოღონდ ჩანასახის ფაზაში, ყოველივე რაც ადამიანს: „სუბსტანციური ყოფიერების სიგნალი“, „აღქმის ფაქტორთა იზოლაციის უნარი“ (მაგ. შეეძლო განეცალკევებინა ერთი ოპტიკური ნიშნის საგანი სხვადასხვათაგან და ა.შ.). იგი მოკლებული იყო ადამიანის მხოლოდ ყველაზე გვიანდელ შენაძენს--ჰერდერის რეფლექსიას, რაც მჟღავნდება არა მარტო ყველა თვისების იოლ და მკაფიო გამოცნობაში, არამედ „ერთი ან რამდ. ნიშნის განსხვავებულ შერაცხვაში“. ეს თითქმის იგივე “მიმართებათა იზოლაციაა ამ მიმართებათა განხილვის მიზნით“. ანუ იგივე გაცნობიერებული აზროვნებაა. ზემოთდასახელებულ, მეტყველების დაწყების დროის (3-2 მლ. წ.) სისწორეს ცხადყოფს მეტყველების ცენტრის ტვინის ყველაზე ახალი წარმონაქმნში -- ქერქში, ხოლო რეფლექსიის ცენტრის მეტყველების ცენტრში არსებობა. ეს ხნოვანება 80-იან წლებში გვქონდა მოაზრებული, 90-იანში კი საქართველოში აღმოაჩინეს 1,5 მლ. წლის ად-ის ქვედა ყბა და 2 მლ. წლის ხნოვანების ქალისა და მამაკაცის ჩონჩხი, რაც დასტურია ჩვენი მსჯელობის სისწორისა.
|