თამარ ჩერგოლეიშვილი - "პროგნოზის გაკეთება მიჭირს"
ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ახალი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის 10-თვიან მმართველობას აფასებს.
"ახალი ხელისუფლების მოსვლიდან 10 თვე გავიდა:
1. 2013 წლის პირველ 7 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 1.7 პროცენტი შეადგინა. გასულ წელს იგივე პერიოდის იგივე მაჩვენებელი 8 პროცენტი იყო.
2. მოხდა ძალადობრივი დაპირისპირება სექსუალურ უმცირესობებთან.
3. მიმდინარეობს ძალადობრივი დაპირისპირება რელიგიურ უმცირესობებთან.
4. რელიგიურ უმცირესობებზე ძალადობა უკვე სახელმწიფოს მონაწილეობით ხორციელდება.
5. დავკარგეთ დამატებითი ტერიტორიები.
6. მკვეთრად გააქტიურდნენ პრორუსული და ქსენოფობიური ძალები.
7. საქართველოს საკითხი რუსეთისა და დასავლეთის
დიალოგის დღის წესრიგიდან მოიხსნა, როგორც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი.
8. ძალაუფლება დემოკრატიულად შეიცვალა და ნაცვლად ეჭვების გაფანტვისა, ჩვენს დემოკრატიულობასთან დაკავშირებით ეჭვები მკვეთრად გაიზარდა.
9. დაიკარგა 10 000-ობით სამუშაო ადგილი.
10. ნაცვლად დაპირებული 100 საწარმოს გახსნისა წლის ბოლომდე, საწარმოები იხურება.
11. მკვეთრად იმატა კრიმინალმა, ხელისუფლება სტატისტიკას მალავს, მაგრამ პრევენციისთვის რეიდებს აწყობს.
პროგნოზის გაკეთება მიჭირს", - წერს ჩერგოლეიშვილი
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/faceambebi/84968-tham...l#ixzz2dccZ1Eap