#38206344 · 30 Sep 2013, 12:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თანაინვესტირების ფონდის მთლიანი კაპიტალი – 6 მლრდ დოლარი იქნება!
თანაინვესტირების ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა. კერძო საინვესტიციო ფონდი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების და პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს
თანაინვესტირების ფონდის კაპიტალი 6 მლრდი დოლარია, საიდანაც 15 პროცენტს ანუ მაქსიმუმ 1 მლრდ დოლარს ბიძინა ივანიშვილი ჩადებს.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კერძოა და მისი ინვესტორების სია მოიცავს: დაბი ჯგუფს (Dhabi Group), რაკიას (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდს (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელ კომპანიას – ბათუმის ინდუსტრიულ ჰოლდინგს (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგს (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგს (Milestone International Holdings Group Limited), ბიძინა ივანიშვილს, ალექსანდრე მაშკევიჩს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და სხვა ინვესტორებიც დააფინანსებენ.
როგორ ხედავთ ამ ფონდს მომავალში თქვენი აზრით რა სფეროები დაფინანსდება ძირითადად?
ბევრი კითხვა არსებობს
This post has been edited by chegesto on 30 Sep 2013, 12:56
--------------------
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx
|