მოვიცალე და მეც დავწერ
მოკლედ ზუსტად ორმოც კვირამდე არაფერი იკისრა ჩემმა გოგომ, არადა მე გიჟივით ველოდებოდი ოცდახუთი აგვისტოს მერე,იმიტომ რომ პირველი სექტემბერი მითხრა ეხომ , ისე კიდე 7-8 მიწევდა მენზით , ხოდა როგორც კი ავცდი პირველ სექტემბერს ნერვებიც დასავარცხნი გამიხდაა , მოჩვენებითი მოლანდებითი ტკივილებიც მქონდა , ნუ დადგა 7 -ის დილა და ოპაა ,წამომიარა დილის 9 საათზე ზუუსტად იმ ტკივილმა მენზის დროს რომ იცის,, მერე ნახევარ საათში კიდე წამომიარა.. ხოდა ავდექი კიარადა წამოვფრინდი და დედამთილს ვუთხარი მგონი გვეშველათქო , როგორც კი ეს გაიგეს ქმარიან მამამთილიან დედამთილიანად ყოველ ნახ, საათში წავიდეთ? არა! წავიდეთ? არა! ბოლოს დამანებეთ თავი მე თითონ გეტყვით როდის უნდა წავიდეთქო . ხოდაა ჰოი საოცრებავ და გადამიარა ყველანაირმა ტკივილმა, ხოდა თამამად ვჭამე აჯაფსანდალი, შავი შოკოლადის ფილაც მივაყოლე . და როცა ხელი ჩაიქნიეს ყველამ სწორედ მაშინ წამომიარა "ოჰოოო" ტკივილმა. მერე კიდე ათ წუთში , კიდე ათში, და როგორც იქნა გავაჟღერე მეთქი ეხლა უკვე დროა წასვლისთქო თან პიურეს ვჭლეტდი ბავშვები იყვნენ მულისშვილები და უნდა მეჭმია,, ეს ხდება საღამოს შვიდ საათზე. გამომგლიჯეს პიურე და მიდი მოემზადეო, კიდევ კარგი წყალი გადავლებული მქონდა ორი საათით ადრე, იმიტომ რომ ჩემ ბედზე წასულა , მაინც მოვიწესრიგე თავი ეგრეთ წოდებული ჩაინიკით

და მანქანამდე რო მივედი გამოწყობილ გაპრანჭული ვეღარ ავედიი , ვდგევარ ესე გაჩაჩხული ტკივილი მივლის და მუცელი გვრემს , დამეჭიმა ისე რო ფეხს ვერ ვწევ რო დავჯდე , მოკლედ როგორც იქნა დავჯეQი და ჰერი ჰერი ჰერასკენ . მივედი და დამხვდა ბრგე დათო ექიმი, გამსინჯა 2 თითზეა, ბუშტი მთელი თავი დაბლა, მიიღეთ!!! და ჩემი უკვე დავარცხნილი ნერვები

ჩამაცვეს ლურჯი ერთჯერადი პერანგი რომელიც ჩემებურად მოვირგე იმიტო რო მკლავები ზილის სარკეებივით მქონდა და გადავიკეცე მეტი დახვეწილობისთვის

მერე ოყნა, ეს ხდება საღამოს 8 საათზე, მშვენივრად ვარ, გადამიყვანეს ბლოკპალატაში სადაც აქაური ახალბედა ფორუმელი დამხვდა და ეგრევე მკითხა შენ ჩუდნიცა ხომ არ ხარო . მოკლედ ერთ საათს დამეწყო ცოტა ძლიერი ტკივილი, ან საათს ვუყურებ იქნებ 12 სთ- მდე გამოძვრესთქო, ძაან მინდოდა შვიდი სექტემბერი, ხო სუ დამავიწყდა წყლები არ დამიღვია და მომცეს რაღაც ნაჭერი რომელიც იმხელა იყო მქონდა გადაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე , უკვე გახშირდა ტკივილი თერთმეტი სათი ხდებაა.. მეთქი მოვიდეს გამსინჯოსთქო,არაო ყოველ ოთხ საათში ერტხელო, ან მაქსიმუმ წყალი უნდა დაღვარო ან ჭინთვა დაგეწყოს მაშინ გაგსინჯავს კიდეო. ხოდა ვდგავარ დავდივარ და ღმეერთო რომელიმე დამემართოსთქო, თან სმს ვწერ გარეთ ჩემ დას , ამ სმს-ბში ვარ და დგუუუმფ და წამოვიდა წყარო ანკარა ნაკადულივით სპეტაკი

და სიხარულისგან იმხელა ვიყივირე ვღვრიითქო , ჩქარა დათოს დაუძახეთო გასინჯოსო. ამ დროს მეცხრე ცა მაქვს მე . მოვიდა და უკვე მტკივა ძაან მარა არ ვიმჩნევ . გამსინჯა და მეთვითონ მივხვდი რო კარგად იყო ჩემი საქმე ვერაფერი გავიგე რადგან სრული გახსნა მქონდა,, მალე იქნებაო, უკვე 12-ის 20 წუთიაა.. მომემატა ტკივილი და უკვე ვგრძნობ მაწვება ბავშვი, 10 წუთში ისეთი ჭინთვა დამეწყო ხმაზეც შემეტყო ხოდა წავედითო, წამომაყენეს და იმ სკამზე როგორც გინდათ ამიყვანეთტქო, ამსვეს ძლივს და დაიწყო,, იმხელაზე ყვიროდა ჩემი ექიმი მიდი მიდიო თითქოს გოლი უნდა გამეტანა

ხოდა სამი გაჭინთვა და თბილი სხეული ვიგრძენი როგორ გამოვიდა და როგორ დაამთავრა თავის მოღვაწეობა დედიკოს მუცელში , იყვირა და ლამის გული წამივიდა დადებითი ემოციისგან,, დამატყეპეს და დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც, რომელსაც ვერაფერი შეედრება ამ ქვეყანაზე. მეორე ბაია მაგრამ იგივე განცდით. ასე უმტკივნეულოდ გაჩნდა ჩემი კატუსია, არანაირი ნაკერი, არ აწვალა დედიკო, მოსათმენი და სუ რაღაც ნახევარ საათიანი სამშობიარო ტკივილით. ხო სუ დამავიწდა 12-ს აკლდა 20 წუთი საათს რო დავხედე და ასე აგიხდეთ ყველაფერი როგორც მე ამიხდა და გაჩნდა 7 სექტემბერს. გოგოებო მთავარია როგორი განწყობით ხართ, დავარწმუნე საკუტარი თავი რომ იდეალურად უნდა მემშობიარა, და კიდეც... ღმერთს მადლობა პირველ რიგში რადგან მის გარეშე არაფერი არ ხდება . 3, 500 გრ, 50 სმ დაიბადა ჩემი გოგო, ლურჯთვალა და ქოჩორაა,, სუ ეს იყო.

ჰერასი კმაყოფილი ვარ, ორკაციან პალატაში ვიწექი ლუქსივით იყო, მეორე არ იწვა და განცხრომაში ვიყავი მთელი ოთხი დღე . ყველას მშვიდობით და უმტკივნეულოდ მშობიარობას გისურვებთ

ხო მეორე ფორუმელიც იქ დამხვდა n-elo და ვიყავით ამხანაგურ გარემოში .