ნაწილი მეორე
-----------------
"მამავ, ძვირფასო, ჩვენზე ზრუნვით გათეთრებულო..." 
"მე მის დაცვას ვხელმძღვანელობდი... და პასუხისმგებლობასთან ერთად სითბოსაც ვგრძნობდი, ეს სითბო რაღაც უცნაურ შუქივით გადმომედებოდა ხოლმე. ეს იყო მამობრივი სითბო..." (შ. კვირაია)
"პირისპირ ვდგევართ - ...ჩვენ სირცხვილით - ის კი მთელი სულით და გულით, სიყვარულით; ჩვენ ჯიუტი თხებივით ჯიქურები და უზნეონი- ის კი საოცრად დიდსულოვანი, მომთმენი და მიმტევებელი... არ ძალგვიძს ავიდეთ მის სიმაღლეზე, მის ნათელ კვალს მივყვეთ... იგი თვითეულ ქართველს მისტირის, უხმობს, ევედრება მისი ნაჩვენები გზით, სიკეთისა და სიმართლის გზით იაროს, უფსკრულში არ გადაიჩეხოს... ბატონი ედუარდის ასეთი ამაღლება..." (ნ. ჭახნაკია)
"აღშფოთებულები ვართ შევარდნაძის გადადგომით. გვინდა, რომ გვაპატიოს და დაგვიბრუნდეს. გვაქვს მისი სულგრძელობის იმედი, რომ... ობლად არ დავტოვებს." (მ. კამკამიძე)
აი, რა მოუვა ობლად დარჩენილ საქართველოს: 
"მისი გადადგომა ეროვნული კატასტროფის ტოლფასია." (ჯ. ოდიშელი)
"ეს ჩვენი სახელმწიფოს დაშლას, ერის ფიზიკურ განადგურებას ნიშნავს." (დ. ჭიჭინაძე)
"თუ არ დაბრუნდა, ერი განწირული იქნება." (მ. ღაღანიძე)
"აქეთ აღარავინ გამოიხედავს... ავანსცენიდან ჯურღმულში გადავინაცვლებთ, იმპერიული რუსეთი თავს აიშვებს, ხოლო... ლუკმაპურის უქონლობით გაგიჟებული საქართველოს მოსახლეობა ერთმანეთს დაჭამს." (რ. ჯაფარიძე)
"ვინც... შევარდნაძის გადადგომას მოითხოვს, ან... აზროვნების უნარს მოკლებულია, ან... ხალხის მტერი. ...იმით დამთავრდება, რომ ცივილიზებული მსოფლიო ზურგს შეაქცევს ქართველობას... დაიწყება ჩვენი სამშობლოს სომალიზაცია... აურაცხელი მსხვერპლით." (ბათუმის ნ. ნერძენიშვილის სახ. ს/კ ინ-ტი)
"რა გვეშველება? ვინ გამოგვკვებავს" (ანონიმი მოქალაქის ინტერვიუ ტელევიზიით)
მამა ხალხებისა 
"ღვთისგან დალოცვილები გაჩენილხართ ქართველები, ე. შევარდნაძე რომ გყავთ. საქართველო აყვავდება ასეთი მეთაურის ხელში ჩვენ კი ბ-ნი ედუარდის სახით დიდი იმედი დავკარგეთ." (ა. ემელიანოვი - შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებაზე; "საქ. რესპუბლიკა")
მისმა "ნიჭიერებამ გაათავისუფლა აღმ. ევროპა, გააერთიანა გერმანია, დაასრულა ავღანეთის სისხლისღვრა..." (პ. აბაიშვილი)
"იგი ახალი მსოფლიოს ერთ-ერთი ხუროთმოძღვარია." (რ. მიმონოშვილი)
"მსოფლიოს ახალი მოწყობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი." (ა. სილაგაძე)
"ღვთის წყალობით, მსოფლიოში ყალიბდება ახალი, დემოკრატიულ საფუძვლებზე დამყარებული წესრიგი... რომლის ერთ-ერთი შემოქმედი... ე. შევარდნაძე ბრძანდება. ქართული ფენომენის ასეთი როლი კაცობრიობის ბედის განსაზღვრაში..." (ილია II, თ. გამყრელიძე, რ. მეტრეველი, შ. ნადირაშვილი, ნ. ჭავჭავაძე)
"ევროპაში ყველაზე დიდი სიყვარულის ღირსი პოლიტიკოსი...." (ჰ. დ. გენშერი; "საქ. რესპუბლიკა")
"მთელი დუნია მას ლეგენდად თვლის." (ნ. ხაჟომია)
ავანგარდი"უნდა დავირაზმოთ სახელმწიფოს მეთაურის გარშემო." (ჯ. არჯევანიძე)
"მე ვამაყობ, რომ მის გვერდით ვდგავარ." (ლ. შაკიაშვილი)
"გავყვეთ კაცს, რომელსაც, როგორც არავის, შესწევს უნარი ფონს გაგვიყვანოს, სწორ გზაზე დაგვაყენოს." (პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინ-ტი)
სიმბოლო"სიმბოლოა საქართველოს ღირსების, მთლიანობის და სიმტკიცის." (გაზ. "ქართული ფილმი")
"საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეის განსახიერება დღეს შევარდნაძეა, სახელმწიფოს მეთაურის, ამასთან - ძალიან ღირსეული მეთაურის ხარისხში." (გ. ჭანტურია; სიტყვა "ღირსეულიც" მარკერია)
ღირსების საზომი"ყველაზე სწორი, მართლა კეთილშობილი კაცი..." (გ. ჭანტურია)
"რომ არა შევარდნაძე, ვინ ჩამოგვართმევდა ხელს?" (ვ. გოგუაძე)
"მე პოლიტიკაში ყოველთვის პატიოსნების მომხრე ვარ, პატიოსნების პრინციპებზე ვდგავარ." (ე. შევარდნაძე)
"ჩემი მორალი არ მაძლევს უფლებას, რაიონმა წამოაყენოს ჩემი კანდიდატურა." (ე. შევარდნაძე)
შუქურა"კაცი გინთიათ სანთლადა,
თქვენ ჩასაქრობად უბერავთ?!
ვთქვათ, ვერ გაგვიძლოს, ჩაგვიქრეს,
ემაგდენ ღრენა-ბღვერაში,
ნათელში გიჭირთ გაგნება, -
რა გზას გაიგნებთ ბნელაში?!" (შ. არაბული)
"კავკასიის მანათობელი." (ამერიკელი მოხელე)
დემოკრატიის ბურჯი"60 ათასი მრავალშვილიანი დედა... გამოხატავს თანადგომას ე. შევარდნაძის კურსისადმი, რომელსაც ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ მივყავართ." (მ. ძაძამიძე; "საქ. რესპუბლიკა", რუბრიკა "ხალხის აზრი")
"დემოკრატიის სიმბოლო კავკასიაში." (რ. დიუმა, ჰ. დ. გენშერი; "საქ. რესპუბლიკა")
"არ სჭირდება ჩვენი სახელმწიფოს მეთაურს არაფერი ზედმეტის მიწერა. ედუარდ შევარდნაძეს ჰყოფნის ისიც, რომ იგია დემოკრატიის მამამთავარი იმ დიდ ქვეყანაში, საბჭოთა კავშირი რომ ერქვა. ამის დასამტკიცებლად მზად ვარ შევება რიტორ ოპონენტთა ნებისმიერ რიცხვუსასრულო სპას."

(ნ .თოდრია)
"დემოკრატიას შევწირე ჩემი ძალა და ენერგია... ვემსახურებოდი დემოკრატიის ინტერესებს... ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, ხანდახან რომ მესმის, იუდა, იუდაო." (ე. შევარდნაძე)
მამულიშვილი"შევარდნაძე ნამდვილად ქართული ორიენტაციის კაცია. ამავე დროს, დიდი პატრიოტიც." (ჯ. იოსელიანი)
"შეგეძლოთ გეცხოვრათ საზღვარგარეთ და უზრუნველადაც. რამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი?" - "სიყვარულმა, ჩემი ქვეყნის სიყვარულმა..." (ე. შევარდნაძე - იტალიის ტელევიზიას)
დიდი ჰუმანისტი"მე პროფესიით და მოწოდებით ისტორიკოსი და პედაგოგი, პოლიტიკოსი და დიპლომატი გახლავართ, ადამიანური არსებით - პატრიოტი, ჰუმანისტი, მამულიშვილი." (ე. შევარდნაძე)
"მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში ვერსად წააწყდები იდეურ ღალატს. ეს კაცი ყოველთვის ქმნიდა სიცოცხლის პოლიტიკას, ჰუმანისტურ პოლიტიკას." (ა. ხვედელიძე)
"თქვენ ბედნიერი კაცი ხართ, ასე რომ გიყვართ მთელი საქართველო - თქვენი მაქებარი თუ მაგინებელი." (ვ. გოგუაძე)
ДОБРЫЙ ДОКТОР АЙБОЛИТ 
"თქვენ გძალუძთ განკურნოთ და გააბედნიეროთ მთელი ერი." (რესპუბლიკური საავადმყოფოს 233 თანამშრომელი; "საქ. რესპუბლიკა", რუბრიკა "
დიდი ნდობა, თანადგომა")
"ღმერთმა საბოლოოდ არ გასწირა საქართველო... მას აღმოაჩნდა ღვიძლი შვილი, ვისაც მომაკვდავის გამოცოცხლება და ამქვეყნად მობრუნება შეუძლია!" (რ. ჯაფარიძე)
"იარაზე მალამო დაგვადო... საქართველოს ეამბორა - ან შეგეწირები, ან გიშველიო, ჩუმად ჩასჩურჩულა."

(ნ. ხაჟომია)
"საქართველო დასუსტებულია... შევარდნაძეზე უკეთეს პროფესიონალ მკურნალს კი მე დღეს ვერ ვხედავ." (ნ. გრიგალაშვილი)
ჩვენი ნათელი მომავალი"იყო მისი მტერი. ...ნიშნავს იყო ჩვენი მომავლის მტერი."

(რ. გაბრიაძე)
სასიცოცხლოდ აუცილებელი"როგორც წყალი, ისე გვჭირდება." (რ. კონცელიძე)
მისი ღვაწლი საქართველოზეგვიხსნა სისხლისღვრისგან: 1978 წ. 14 აპრილს მან "კრემლი დაარწმუნა ქართველი ხალხის მოთხოვნის სამართლიანობაში." (ე. მაღრაძე)
გვაჩუქა დამოუკიდებლობა: "მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გვირგვინი - სსრკ-ს დაშლა და საქართველოს განთავისუფლება. ამ პროცესში მას ლომის წილი აქვს... ჩვენ უბრალოდ ვერ ვხვდებოდით მის შორს გამიზნულ ჩანაფიქრს - საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვება." (ლ. შაკიაშვილი)
აქ ჩამოსვლით მან იხსნა სამშობლო: "ფაქტიურად საქართველოს დათვლილი ჰქონდა დღეები." (ა. მარგიანი)
მისმა "თავბრუდამხვევმა, იგავმიუწვდომელმა სვლებმა... რუსეთი აიძულა ეცნო დამოუკიდებელი საქართველო." (პ. აბაიშვილი)
გაეროში მიღება: "ამაზე დიდ საჩუქარს იგი ვერ მოგვიმზადებდა." (გაზ. "საქართველო")
გვიხსნა СНГ-გან: "რომ არა ერთი ადამიანის უზარმაზარი ავტორიტეტი დასავლეთის სამყაროში, დღეს საქართველო ე. წ. "სნგ"-ს მორჩილი წევრი იქნებოდა." (ი. სარიშვილი - 1992 წლის დეკემბერი)
გვკვებავს:
"ჩამოვიდა თავის პურით,
თავის შაქრით და გაზით,
აქ კი დახვდა ზოგიერი,
როგორც ავი ნაგაზი."(გ. კლდიაშვილი)
ჩვენთვის მათხოვრობს: "ამდენი ირბინა და დაჩოქილმა მოიარა სხვადასხვა ქვეყნები, რომ რაღაც გროშები მიეღო." (ე. შევარდნაძე; კაცო, აკი მსოფლიო ავტორიტეტიო, და გროშები რაღაა

)
კულტურის წინამძღოლი"ე. შევარდნაძე განსაკუთრებული მოვლენაა - მისი ღვაწლი ჩვენს კულტურასა და ხელოვნებაზე, განსაკუთრებით ჩვენს მწერლობაზე, გამორჩეულია." (მწერალთა კავშირის სამდივნო)
"აბესალომ და ეთერის"... მუსიკით... დაიწყო ოპერისა და ბალეტის თეატრის კოლექტივის თავისებური შემოქმედებითი ანგარიში ე. შევარდნაძის წინაშე... თეატრის დირექტორმა ზ. ლომიძემ მეთაურს აღუთქვა, რომ კოლექტივი შეეცდება დადგას ახალი სპექტაკლები... გამოვიდა მთავარი რეჟისორი გ. მელივა, რომელმაც... მადლობის სიტყვებით მიმართა ე. შევარდნაძეს, რომლის როლი ძალზე დიდი და მნიშვნელოვანი იყო ჯერ კიდევ 12 წლის წინათ, როცა მან მონახა საოპერო ხელოვნების გადარჩენის გზა, დასახა თეატრის განვითარების პერსპექტივა." ("საქ. რესპუბლიკა")
"თუნდაც კულტურას როგორ უდგას მხარში! როგორ უყვარს და აინტერესებს კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა, მეცნიერება!" (მ. ჩახავა; მოიცათ და - მწერლობა კი არ უყვარს?)
თავმდაბალი ბელადი"ერთადერთი შემთხვევა თქვენი დიქტატორობისა, ესაა თვით თქვენი დამსახურების ტრადიციული აღნიშვნის უფლების შეზღუდვა." (ვ. გოგუაძე)
"ვაცალოთ!" 
"ე. შევარდნაძეს - არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სინონიმი ვერ მომიფიქრებია, - ვაცალოთ." (გ. ხარებაშვილი)
"...ვაცალოთ, კრიჭაში არ ჩავუდგეთ, გული არ მოვუკლათ!" (ქ. გარუჩავა)
სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკის თაობაზე "წარამარა გაგონილ ფრაზებს ..."ყოვლად გაუმართლებელი"... - ამას ბოლო უნდა მოეღოს!" (ე. შევარდნაძე)
"ქვეყნის გადარჩენის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: გვერდში ამოვუდგეთ, დავუჯეროთ, ვენდოთ საქართველოს გადასარჩენად ფანტასტიკური თვგანწირვით მებრძოლ ლიდერს, კაცს, რომელსაც მსოფლიო უსმენს..." (თბილისის უნივერსიტეტი)
"მიეცით ამ კაცს ფართო გზა!" (ქ. გარუჩავა)
და ვითარცა კონტექსტი მოითხოვს..."მარტოკაცი. წიქარა." (ვ. გლოველი)