სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩევლის ლალი მოროშკინას ავტომანქანას შეკვეთილში 10-მეტრიანი ხე დაეცა.
როგორც "პირWელის" ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, შემთხვევა შეკვეთილში დაახლოებით, 05:00 საათზე მოხდა.
ლალი მოროშკინა ქობულეთში კონფერენციაზე მიემგზავრებოდა, გზად კი მშობლები მოინახულა, რომლებიც შეკვეთილში ისვენებენ.
როგორც მოროშკინა იხსენებს, მანქანიდან გადმოსვლისთანავე, მის ავტომობილს 10-მეტრიანი ხე დაეცა, რამაც მანქანა საკმაოდ დააზიანა.
გადაუღებელმა წვიმამ განსაკუთრებით სენაკი და ლანჩხუთის რაიონის სოფლები - სუფსა და ახალსოფელი დააზარალა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები. მძიმე მგომარეობაა სოფელ მამათშიც.
გარდა ამისა, დღეს დილით გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა საკუროროტო ზონასაც.
ამასთან, წაქცეულია ელექტროგადამცემი ხაზები და ამ დროისთვის გურიის ათასობით მოსახლეს ელექტროენერგია არ მიეწოდება
http://pirweli.com.ge/?menuid=23&id=40631