ნამეტანი აიბურდა სიტუაცია. მე ასეთი აზრი გამოვიტანე:
ა) ნასამართლობის ვადამდე მოხსნა შეუძლია სასამართლოს და პრეზიდენტს შეწყალების აქტით (სსკ 78-ე მუხლი);
ბ) პრობაციონერისათვის პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა (აგრეთვე პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენა; უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება) შეუძლია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიას;
გ) შს მინისტრის გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, იგი ეხება არა მხოლოდ 20012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიით, არამედ ყველა წინა ისეთი ამნისტიით და შეწყალებით სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირთა წრეს, სადაც არ არის პირდაპირი დათქმა ნასამართლობის მოხსნის შესახებ და რომელი პირებიც სრულად გათავისუფლდნენ სასჯელისაგან.
ვინაიდან ბოლო ამნისტიის მე-18 მუხლის თანახმად ამნისტირებულთა უმრავლესობას (გარდა იმავე კანონის მე-8 მუხლში ჩამოთვლილი დანაშაულებისა) ამ კანონითვე მოეხსნა პირობითი მსჯავრი (იხილე ამონარიდი)...
”მუხლი 18
ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.”
აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ შს მინისტრის ბრძანებით, რომელმაც ფაქტობრივი არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე და მის შესაბამისად, ცალსახად განმარტა და დაარეგულირა შს სამინისტროს მიერ 79-ე მუხლის გამოყენების ერთიანი წესი - ამნისტიის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებული ფაქტიურად ყველა პირობით მსჯავრდებული (გარდა მე-3 მუხლში ჩამოთვლილი შემხვევებისა) ჩაითვლება ნასამართლობის არ მქონედ (ანუ ვინც იხდიდა რეალურ სასჯელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა ციხიდან და დარჩენილი ჰქონდა პირობითი სასჯელი, ვისაც დაკისრებული ჰქონდა მხოლოდ პირობითი სასჯელი ან ვინც უკვე მოიხადა რეალური სასჯელი და დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ პირობითი) და სსიპ - შსს მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აიღებს ნასამართლობის არქონის ფაქტის დამადასტურებელ ცნობას.
რჩება სწორედ მე-3 მუხლში ჩამოთვლილი შეზღუდვების მქონე პირები, რომელთაც პირობითი მსჯავრი წესით და რიგით ვადაზე ადრე უნდა მოუხსნას პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიამ.
ანუ, რეალურად პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ამ უწყების კონკურენტად გამოდის + ნასამართლობა შეწყალებით შეუძლია მოუხსნას ყველა დანარჩენ პირთა კატეგორიას, რომელთაც დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე (როგორც წესი - მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული) არ შეხებიათ (ან სრულად არ შეხებიათ) ადრინდელი პერიოდის არც ერთი ამნისტია და შეწყალება.
მე ასე მესმის ეს საკითხი და კარგი იქნებოდა, კვალიფიციური იურისტებიც თუ დააფიქსირებდნენ აზრს.
პ.ს. რაც შეეხება ბარნოვის განცხადებას, რომ შს მინისტრის ბრძანება პრეზიდენტის ინიციატივას არ უკავშირდება, ვინაიდან პრეზიდენტის ინიციატივა ეხება არა რომელიმე ამნისტიით შეწყალებულ პირებს, არამედ ნებისმიერ იმ სასჯელმოხდილს, რომელმაც ოდესმე მოიხადა სასჯელი და აქვს ნასამართლეობა - მიშამ თითონვე არაერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო სწორედ ამ უკანასკნელი ამნისტიის (რომლის წინააღმდეგიც იყო) შედეგების ”შესარბილებლად” და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ბოლო პერიოდში ციხიდან სასჯელისაგან გათავისუფლებულ და არა წლების უკან ჩადენილი დანაშაულისა და უკვე მოხდილი სასჯელის მქონე პირებისათვის ნასამართლობის მოხსნაზე.
* * *
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=40100საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ეკა ფოფხაძის განმარტებით, ნასამართლეობის მოხსნის უფლება როგორც პრეზიდენტს, ისე შს მინისტრს აქვს.
ამის შესახებ ფოფხაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"პრეზიდენტსაც აქვს იმის უფლება, რაც მან გააკეთა და ამ შემთხვევაში, "ამნისტიის შესახებ" კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსის ინტერპრეტაციის შესაბამისად, შს მინისტრის ის ბრძანებაც არის გამართლებული. პირიქით, მე მგონი, ეს ძალიან კარგია, რადგან ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიმართავს და მოსახლეობის ნაწილს, ადამიანებს, რომელთაც მხოლოდ ნასამართლეობის გაქარწყლება უნდა მხოლოდ და არა პირობითი მსჯავრის მოხსნა, ექნებათ შესაძლებლობა, რომ პირდაპირ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართონ", - განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსნებთ, რომ 19 აგვისტოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ მზადაა, პირებს, რომლებსაც პირობითი სასჯელი და ნასამართლეობა აქვთ, მიმართვის საფუძველზე, ინდივიდუალური აქტით, პირობითი სასჯელი და ნასამართლეობა მოუხსნას.
პრეზიდენტის ინიაციატივას მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნულია, რომ "შს მინისტრის 2013 წლის 16 აგვისტოს №644 ბრძანებით, პირდაპირ დადგენილია თვისებრივად ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებული პირთა წრის მიმართ, მითითებული თარიღიდან ვრცელდება ნასამართლობის მოხსნის რეჟიმი".
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივასა და მინისტრის აღნიშნულ ბრძანებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. მისივე თქმით, ნასამართლეობის მოხსნის უფლება არა მინისტრს, არამედ სასამართლოს და პრეზიდენტს აქვს.
This post has been edited by aladini on 22 Aug 2013, 12:05