temart
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 25788
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
|
#37886183 · 5 Sep 2013, 11:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რომელ პარტიულ იდეოლოგიას ემხრობით პრეზიდენტის არჩევნებისას? ვისწავლეთ თუ არა განსხვვება იდეოლოგიური თვალსაზრისით?
ჩემი არჩევანი მემარჯვენე ცენტრისტებისკენაა,მათ რიგებს მივაკუთნებ ბაქრაძეს,ხარატიშვილს,თარგამაძეს.
მემარჯვენეების მთავარ ღირებულებად კერძო საკუთრების და მეწარმეობის გაძლიერებას მივიჩნევ,რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ეკონომიკაში.
ასევე მნიშვნელოვანია მათ იდეოლოგიაში თავისუფალი აღმსარებლობა. * * * ცენტრისტული პარტია პოლიტიკური სპექტრის ერთგანზომილებიანი განაწილების პირობებში ასეთად ითვლება პარტია, რომელსაც მარცხენა და მარჯვენა მხარეს სხვა პარტია ჰყავს. სოციალური სტრუქტურის ჭრილში ც. პ. გამოხატავს საშუალო კლასების ინტერესებს, მაშინ როდესაც ცენტრისტების მარცხნივ და მარჯვნივ მყოფი სხვა პარტიები იცავენ ან მშრომელი, ან საზოგადოების უმაღლესი ფენების ინტერესებს. პარტიების ერთ სპექტრზე განაწილების ამგვარი სტრუქტურა მხოლოდ ერთია სხვა შესაძლო განაწილებებს შორის და, შესაბამისად, თავად ც. პ–ის გაგება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთგვაროვანია. ასე მაგ., იმპერიულ გერმანიაში ც.პ–დ იწოდებოდა კათოლიკური პარტია, რომელიც თუმცა კონსერვატიული იყო თავისი იდეალებით, მაინც თვალსაჩოდ განსხვავედებოდა ნაციონალისტური მემარცხენე პარტიებისაგან. შვეციაში ც. პ. დაარსდა 1910 წელს. ეს იყო ფერმერების კავშირი. ინდუსტრიალიზაციის შემდეგ, როდესაც სოფლის ცხოვრება, თავად ფერმერული მეურნეობები მნიშვნელოვნად გარდაიქმნა, პარტიამ სახელი შეიცვალა და მოგვევლინა „შვეციის ცენტრისტულ პარტიად“. ც. პ–ების წარმატება–წარუმატებლობა პოლიტიკურ არენაზე დიდადაა დამოკიდებული როგორც ქვეყნის საარჩევნო სისტემაზე, ასევე კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაზე. გერმანიის ც. პ., თავისუფალი დემოკრატიები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ისინი სჭირდებოდათ როგორც ქრისტიან–დემოკრატებს, ასევე სოციალ–დემოკრატებს, რომელთაც მარტო უჭირდათ უმრავლესობის მოპოვება ბუნდესტაგში. ორპატიული საარჩევნო სისტემის პირობებში, საპირისპირო ვითარებაში აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის ცენტრისტული, ლიბერალური პარტია. * * * პარტიები აღმოსავლეთ ევროპაში აქ სასარგებლო იქნებოდა ახალ დემოკრატიებში, კერძოდ, პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში პარტიათა განვითარების ისტორიისთვის გადაგვევლო თვალი. ეს საშუალებას მოგვცმს გავიგოთ, როგორ ვითარდებიან პარტიები მსგავსი წარსულის მქონე ქვეყნებში; შევადაროთ პოსტსოციალისტური ქვეყნების პარტიათა განვითარება დასავლური პარტიების განვითარებას და ამ ფონზე გავიაზროთ საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარების პროცესი. ასეთი შედარების გაკეთება ქართული პოლიტიკური პარტიების ზოგიერთი თავისებურების გამოვლენაში შეიძლება დაგვეხმაროს. აღმოსავლეთ-ევროპული პარტიების მკვლევართა წინაშე ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დგება ხოლმე: აღნიშნული პარტიები იმეორებენ დასავლური პარტიების განვითარების გზას, თუ ბაძავენ ხანგრძლივი ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებულ დასავლურ პარტიათა სტრუქურას? დემოკრატიული გარდაქმნების გარიჟრაჟზე ბევრ პოლიტოლოგს მიაჩნდა, რომ ეს პარტიები დასავლელი წინამორბედების გზას გაივლიან, მაგრამ შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს გზა დასავლური პარტიების განვითარების გზისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. პარტიების გაჩენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების დაცემისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაკვიდრების შედეგია. ანტიკომუნისტური მოძრაობები, რომლებიც კომუნისტური რეჟიმების წინააღმდეგ მობილიზაციას ედგნენ სათავეში (პროფკავშირი „სოლიდარობა“ პოლონეთში, სამოქალაქო ფორუმი ჩეხეთში და ა.შ.), შეგნებულად ცდილობდნენ პარტიების სახელწოდება აეცილებინათ და ხაზი გაესვათ მოძრაობაში მოქალქეთა ფართო ჩართულობისთვის. ადგილობრივ ორგანიზაციებს ახასიათებდა ავტონომიურობა და ფართო პლურალიზმი. კომუნისტური რეჟიმის მოშლის შემდეგ ამ მოძრაობათა შიგნით, როგორც წესი, მნიშვნელოვანი პრობლემები იჩენდა თავს, როგორიც იყო, ვთქვათ, ორგანიზაციის სხვადასხვა დონეს შორის კოორდინაციის ნაკლებობა ან ნიშანსვეტური საკითხების, მაგალითად, ეკონომიკური რეფორმების თაობაზე სერიოზული უთანხმოებები და ა.შ. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მეტი საშუალება გააჩნიათ, ქვეყანაში მიზანმიმართული პოლიტიკა გაატარონ, იყოლიონ დისციპლინირებული წევრები, ადგილობრივ ორგანიზაციათა ფართო ქსელის მეოხებით მხარდამჭერთა და აქტივისტთა მობილიზაცია ეფექტურად მოახდინონ. ამიტომ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისშივე არსებული მოძრაობების ან მათი ნაწილების ბაზაზე პარტიებისა და ახალი პარტიების შექმნა დაიწყო. შედეგად, კომუნისტური რეჟიემების მსხვრევიდან ცოტა ხნის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური პროცესის ძირითად მონაწილეებად პარტიები მოგვევლინენ. ამას ისიც დაემატა, რომ გარკვეული წარმატების მიღწევის შემდეგ პარტიები თავის სასარგებლოდ კანონმდებლობის შემობრუნებას და პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზირებას ცდილობდნენ. აღნიშნულ პროცესებს სამოქალაქო საზოგადოების სისუსტემაც შეუწყო ხელი. პოლიტიკური პარტიები საზოგადოებაში მაინცდამაინც დიდი ნდობით არ სარგებლობენ, რაც ნაწილობრივ მათი ხშირი დაყოფითა და გადაჯგუფებითაც აიხსნება. არჩევნებზე მოქალაქეთა პოზიციების ცვლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უფრო ხშირია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ჩვენი პარტიები ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ. ეს იმით აიხსნება, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, აქაური პარტიები საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფთან არ იყვნენ დაკავშირებული. ამომრჩეველთა თვითიდენტიფიკაცია უფრო მეტად წარსულის სიმბოლოების მოშველიებით (მაგალითად, ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურის მოწინააღმდეგები და მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები), დასავლური ღირებულებებისადმი დამოკიდებულებითა და პირადი სიმპათიებითა და ანტიპათიებით განისაზღვრება. თანდათან იკვეთება ტენდენცია ამომრჩევლების სოცილური ფენების მიხედვით დაჯგუფებისა. ნაკლები შემოსავლის მქონე და საბაზრო რეფორმების გატრების შედეგად დაზარალებული ამომრჩევლები ახლა უფრო მეტად მემარცხენე პარტიებს აძლევენ ხმას, ხოლო მათი უფრო წარმატებული თანმოქალქეები კი ლიბერალური ორიენტაციის პარტიებს უჭერენ მხარს. ამერიკელი პოლიტოლოგი ჰერბერტ კიტჩელტის აზრით, აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში პარტიები, ძირითადად, ორი მიმართულებით ვითარდებიან. ისინი ან კლიენტელისტურ ურთიერთობებზე აგებულ ან ე.წ. პროგრამულ პარტიებს წარმოადგენენ. კლიენტელისტური პარტიები, მეტწილად, ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურისგან შედგება და იმ ქვეყნებში აღმოცენდნენ, სადაც ამ ნომენკლტურამ მნიშვნელოვანი ძალუფლების შენარჩუნება მოახერხა. კომუნისტური იდეოლოგიის პოპულარობის მკვეთრი ვარდნის პირობებში ასეთმა პარტიებმა საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისთვის მატერიალური სიკეთის მოტანის უნარზე გაამახვილეს ყურადღება. იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი პარტიები ძალაუფლებაში იყვნენ ან/და მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობდნენ, მათმა არსებობამ რადიკალური საბაზრო რეფორმების შეფერხება გამოიწვია. ზოგ შემთხვევაში ეს ნაციონალისტური ან გლეხების ინტერესების დამცველი პარტიებია. მეორე ტიპის საპროგრამო პარტიებს ლიბერალური ორიენტაციის პარტიები წარმოადგენენ. მათი მოწოდებები არა რომელიმე სოციალური ჯგუფის, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის მიმართ კეთდება. აქ აქცენტს აკეთებენ არა მატერიალური სიკეთეების მოკლევადიან უზრუნელყოფაზე, არამედ - გრძელვადიან ეკონომიკურ რეფორმებზე. ამა თუ იმ ტიპის პარტიის სიძლიერე ქვეყნის წარსულით, კერძოდ კი, მასში ყოფილი კომუნისტური ელიტების სიძლიერითა და მოქალაქეთა დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის ხარისხით განისაზღვრება.
This post has been edited by temart on 5 Sep 2013, 11:55
|