ერთკაციანი "არასამთავრობო ორგანიზაცია", ანუ რას წარმოადგენს სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია?თუ სირიაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ხშირად ადევნებთ, თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს სახელწოდება "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია" - პრაქტიკულად ვერ შეხვდებით ინტერნეტში ვერც ერთ სტატიას, სადაც არ ციტირებენ მას, არ მოჰყავთ მის მიერ გამოქვეყნებული ციფრები მხარეთა დანაკარგების შესახებ. როცა პირველად დავინტერესდი სირიის ამბებით, თვალში მომხვდა რომ ინფორმაცია ძირითადად "აქტივისტებს" ეყრდნობოდა რომელთა ვინაობასაც არავინ ასახელებდა. გასაკვირი თითქოს არაფერია, რადგან ქვეყანაში მოქმედი რეჟიმი ომის პირობებში გარკვეულ ცენზურას უწესებს უცხოელს რეპორტიორებს. და მაინც - რას წარმოადგენს "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია" ? ალბათ ბევრს ჰგონია, რომ ეს უზარმაზარი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, მისი ასეულობით რეპორტიორი მუდმივად იღებს ფირზე ადგილზე მიმდინარე მოვლენებს და უგზავნის სხვადასხვა საერთაშორისო მედია-საშუალებებს...
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: ეს ერთი ადამიანია - რამი აბდულ რაჰმანი (Rami Abdul Rahman, or Rami Abdelrahman). ის არც დირექტორია და არც მენეჯერი, იგი თავადაა ობსერვატორია! ანუ ობსერვატორია = ერთი ჩვეულებრივი ბინა ლონდონის მახლობლად და ლეპტოპი. კაცი, რომელიც დღეში 3 საათზე მეტხანს დაძინებას იშვიათად ახერხებს; ცალ ყურზე მუდმივად ჩამოკიდებული ტელეფონი, ამასობაში კი კიდევ ორ ხაზზე რეკავენ: "შეტაკებებია? როგორ მოკლეს? ესროლეს?" სატელეფონო ზარებით ყოველთვის სირიის მთავრობის დამადანაშაულებელი ინფორმაცია მოედინება, მხოლოდ 'რეჟიმი" უტევს უმოწყალოდ მშვიდობიან მოსახლეობას ...
ეს ყველაფერი დიდ ბრიტანეთში ხდება - ლონდონის ცენტრიდან 95 მილში ქ. კოვენტრიში სადაც აბდულრაჰმანის კუთვნილი 2 საძინებელი და ტერასა მდებარეობს - "ობსერვატორიის" "სათაო ოფისი" და მთელი დასავლური მედიის N1 წყარო ... როცა ზარებისგან და ინფორმაციის გამოქვეყნებისგან მოიცლის აბდულრაჰმანი იმავე ქუჩაზე ტანსაცმლის მაღაზიისკენ მიემართება, რომელსაც ცოლთან ერთად მართავს

იგი არ მალავს დამოკიდებულებას სირიის რეჟიმის მიმართ. სამშობლოში სამჯერ პოლიტიკური აქციების მოწყობისთვის დაპატიმრებული აქტივისტი ჰაფეზ ასადის სიკვდილის დღეს წამოვიდა ინგლისში და სირიაში დაბრუნებას მხოლოდ ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ აპირებს. აბდულრაჰმანის სატელეფონო წყაროები მისივე აქტივისტობის დროს შეძენილი მეგობრებია. მის მიმართ ოპონენტებს შემდეგი კითხვები უჩნდებათ:
1. დაღუპულთა ციფრების სანდოობა. "ობსერვატორია" მოკლულ ოპოზიციონერ მებრძოლთა დიდ ნაწილს ანთავსებს "სამოქალაქოთა" კატეგორიაში, რაც აისახება დღის ბოლოს მის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებზე. რა პრინციპით? უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ წარსულში სამხედრო პირები ობსერვატორია მათ ფაქტობრივად მშვიდობიან მოქალაქეებად ასაღებს... ეს ჩემი აზრით, ყველაზე დიდი დანაშაული და არაობიექტურობაა.
2. ვის ეკუთვნის უფლება "ობსერვატორიაზე". საიტი Syriahr.net დიდი ხნის მანძილზე დავის საგანი იყო. ოპონენტი მუსაბ აზზავი ამტკიცებს, რომ აბდულრაჰმანმა ყველა პაროლი შეცვალა და ამით ობსერვატორიის თავმჯდომარედ იქცა. საპასუხოდ აზზავიმ საიტი syrianhr.org/ შექმნა. აბდულრაჰმანის მტკიცებით მისი ოპონენტი უბრალოდ ყოფილი თარჯიმანია, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დაითხოვა.
3.
ამ ადამიანს შესაძლოა სახელიც კი ყალბი აქვს - ამტკიცებენ, რომ მას ოსამა ალი სულეიმანი ჰქვია. "რამი აბდულ რაჰმანი" კი მხოლოდ ფსევდონიმია რომელსაც იყენებდა "ობსერვატორია" სიახლეების გამოქვეყნებისას.
4. მის წინააღმდეგ მრავალი სხვა ბრალდება ისმის - ქურთების მუშათა პარტიის წევრობა, გაუნათლებლობა და ა.შ ... მაგრამ მთავარი კრიტიციზმი ეხება - შერჩევით ინფორმაციულ გადმოცემას, მიკერძოებულობას ოპოზიციისადმი, ექსტრემისტების დაცვას რათა მათი ნდობა არ დაეკარგა და ა.შ
ამჟამად მათივე ცნობით ობსერვატორიას 200-მდე ინფორმატორი ჰყავს სირიის პროვინციებში, ქალაქებსა და სოფლებში. თუმცაღა ყველა მნიშვნელოვანი ნიუსის რედაქტორი მხოლოდ და მხოლოდ რამი აბდულრაჰმანია.
............
P.S
ჩემი მიზანი არაა არც ერთი სირიელი აქტივისტის დაკნინება, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ავრცელებს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ომის ჯოჯოხეთიდან...ასეთი მართლაც ძალიან ბევრია
უბრალოდ ამის დაწერისას მამოძრავებდა სურვილი რომ ნათლად გამოჩნდეს: მთელი საერთაშორისო მედია
აბსოლიტური კრიტიკის გარეშე, პირველად ინფორმაციად იღებს სწორედ ამ წყაროს - აბდულ რაჰმანის სატელეფონო საუბრებს თავის პოლიტიკურ ნაცნობ-მეგობრებთან სირიაში (რომელთა შორის დღეს ბევრი იარაღით ხელში მებრძოლიცაა ...), რაც, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო და არაობიექტურია რადგან მათი უდიდესი უმრავლესობა ოპოზიციონერია. ინფორმაციის გადამოწმება უბრალოდ შეუძლებელია

ეს აისახება კიდეც მათ ფეისბუქზე, სადაც გამოქვეყნებული ინფორმაცია ხშირად არ ჩამოუვარდება თუ არ აჭარბებს კიდეც ზოგ სამთავრობო პროპაგანდას

ობსერვატორიის ფეისბუქი
https://www.facebook.com/syriaohrმასალის წყაროები:
http://uk.reuters.com/article/2011/12/08/u...E7B71XG20111208http://en.wikipedia.org/wiki/Syrian_Observ...or_Human_Rightshttp://www.nytimes.com/2013/04/10/world/mi...wanted=all&_r=0P.P.S
არაუშავს ნელა მიყევით და უცებ წაიკითხავთ
This post has been edited by პროგრესიუსი on 29 Jul 2013, 07:33