2007 წლიდან ტარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ საგრანტო დაფინანსება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს.
თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და შეუძლია, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე.
ტესტირების მაქსიმალური შედეგია 42 ქულა. სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტებზე. რეგისტრაციის ღირებულება 10 ლარია.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ყოველწლიურად, სპეციალურად ამ სტუდენტებისთვის მზადდება ზოგადი უნარების ტიპის ტესტური დავალებები. 2007-2012 წლებში გაზრდილი საგრანტო დაფინანსება 1500-მდე სტუდენტმა მიიღო.
დავალების ნიმუში========================================================
წინა თემების ლინკები:
სტუდენტების საგრანტო კონკურსისტუდენტების საგრანტო კონკურსი VOL 2