საქმე მარტო ჩემს დოკუმენტს არ ეხება. სხვაგანაც ბევრგან შემხვდა ეგ ტერმინი, მაგრამ განმარტება არსად არ წერია.
აი მაგალითები:
http://metekhimed.clan.su/forum/43-171-1ასთენიური დეპრესია - გუნებაგანწყობის დაქვეითებას თან ერთვის გამოხატული ფიზიკური სისუსტე,
განლევადობა, ჰიპერსთეზიები და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება.
http://gpmc.ge/wp-content/uploads/2013/03/70.1.pdf”მეორადი ფსიქიკური პრობლემები, როგორ ანორექსიის, ასევე ბულიმიის დროს,
არასპეციფიკურია: ფსიქიკური
განლევადობა, ემოციური და აფექტური (აგზნება-
შეკავების პროცესების თვალსაზრისით) გაუწონასწორებლობა, მაღალი შფოთვა,
დაბალი თვითშეფასება.”
http://www.mcla.gov.ge/cms/site_images/pdf/medicina.pdf"578. ნარკოტიკებით ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგებს დამოკიდებულების ნებისმიერი
ფორმის დროს მიეკუთვნება:
ა ) აქტიურობის, ენერგეტიკული პოტენციალის პროგრესირებადი დაქვეითება,
ბ ) მიზიდულობათა დაქვეითება,
გ ) მოთხოვნილებათა დაკარგვა როგორც ბიოლოგიური, ისე სოციალური თვალსაზრისით,
დ ) წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება, პროგრესირებადი
განლევადობა,
ე) ყველა ჩამოთვლილი."
იქნებ კონტექსტიდან გამომდინარე მაინც მიხვდეთ, რას ნიშნავს. ან ვარაუდები მაინც მითხარით. რა არის, რანაირი ექიმები ხართ, ვერ გავიგე. თქვენ თვითონ მაინც არ გაინტერესებთ, რას ნიშნავს? გადარეკეთ თქვენს საავადმყოფოებში, კლინიკებში, აფთიაქებში, ან სადაც მუშაობთ და იკითხეთ. რა უბედურებაა, ვერცერთი ვერ მეუბნებით, რას ნიშნავს. სირცხვილია.
This post has been edited by bonvenon on 3 Sep 2013, 21:44