ამ ორი ტელეფონიდან მინდა ერთ–ერთის არჩევა Sony Xperia TX ან Sony Xperia Z და ვერ გადამიწყვეტია. Z –ის ფული არ მაქვს და თუ გადავწყვეტ განვადებით უნდა ვიყიდო, TX ფაქტიურად ძალიან მომწონს ერთი ეგაა დიზაინი არ მომწონს გაღუნული როა, სხვა მხრივ პრეტენზია არ მაქვს. Z რომ ჯობია მონაცემებით ეგ ვიცი, თან ეკრანიც უფრო დიდი აქვს, მაგრამ ამდენი ფულიც არ მაქვს. არც ის მინდა TX ვიყიდო და მერე გული დამწყდეს. მოკლედ, ვისაც გაქვთ ან ერთი ან მეორე ტელეფონი მირჩიეთ რა რომელი გადავწყვიტო....
P.S. არ დამიწეროთ ეხლა სამსუნგი ჯობია, ამდენი ფული ტელეფონში არ უნდა გადაიხადო და ა.შ. Z თუ TX მხოლოდ ეგ მაინტერესებს. მადლობა წინასწარ