მგონია რომ იმ პირობებში როდესაც ბბ წავა დეკემბერში პოლიტიკიდან, ქართული ოცნება დაშლილ თუ დაუშლელ პირობებში სერიოზულად წააგებს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებს, ადგილობრივი არჩევნების წაგება კი იქნება ძალიან დიდი დარტყმა ცენტრალური ხელისუფლების გავლენაზე. ამდენად მიმაჩნია რომ მინიმუმ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ივანიშვილი არ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან რა უხილავი ძაფებითაც არ უნდა მართოს მან მთავრობა ის ვერ შეძლებს პროცესის გაკონტროლებას. ამიტომაც ნაცმოს მიზანი ამ არჩევნებზე რაც შეიძლება დიდი შედეგის ჩვენებაა და არა გამარჯვება, რასაც ისედაც იციან რომ ვერ მიაღწევენ.
მგონი არ ვცდები