საქართველოს საპატრიარქო და მისი ეპარქიის წარმომადგენლები არაერთი კერძო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელნი და თანამფლობელნი არიან, რომელთა უმეტესობა კომერციული საქმიანობის მიზნით არის შექმნილი.
საკუთარი, კერძო კომპანიებისგან მიღებულ შემოსავლებს, ხელისუფლების მიერ სახელმიწფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადარიცხული სოლიდური დაფინანსებაც ემატება, რამაც 2002 წლიდან დღემდე 200 მილიონი ლარი შეადგინა.
რას და რა ფორმით ფლობს საქართველოს საპატრიარქო და მისი ეპარქიის წარმომადგენლები? - „ახალი გაზეთი" ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გაცემას შეეცადა. როგორც აღმოჩნდა, საპატრიარქოს ეკონომიკური საქმიანობა და მის ირგვლივ არსებული ფინანსური აქტივები ძირითად შემთხვევებში შავ ხვრელად რჩება.
***
შპს „მესხური ბარაქა"
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცმების მიხედვით,
საქართველოს საპატრიარქო 50%-იან წილს ფლობს შპს „მესხური ბარაქა"-ში, აღნიშნული კომპანიის დანარჩენი 50% - კი IOCC საქართველოს ფონდს ეკუთვნის.
შპს „როკი"
კიდევ ერთი კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპატრიარქოა შპს „როკი" გახლავთ. აღნიშნული შპს-ს 22% თავადაპირველად კომპანიის დირექტორს, რომან კუმელაშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, ამ უკნასკნელისგან 22%-იანი საწესდებო კაპიტალის შესაძენად საპატრიარქომ, 2010 წლის 16 აგვისტოს, 150 000 დოლარი გადაიხადა. ამასთან ერთად, რომან კუმელაშვილმა მოისხნსა დირექტორის თანამდებობა. დღესდღეობით კომპანიის დირექტორი დარეჯან შენგელია გახლავთ.
შპს „არგო-სენაკი"
სამაგიეროდ, საკმადო დეტალურად არის განსაზღვრული შპს „არგო-სენაკის" საქმიანობის არცთუ მცირე ჩამონათვალი,
სადაც საქართველოს საპატრიარქო 5%-იანი წილის მფლობელია. დანარჩენი 75% ს/ს „არგო ჰოლდინგ ჯორჯია"-ს ეკუთვნის, ხოლო 20%0იანი წილის მფლობელი დავით ფირცხალავა გახლავთ.
შპს „დიაბაზი"
მორიგი კომპანია, რომელიც ასევე, კომერციული საქმიანობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს მიერ არის შექმნილი შპს „დიაბაზი" გახლავთ. კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 2500 ლარს, რომლის 100% ეკუთვის საქართველოს საპატრიარქოს.
შპს „გელათის წყარო"
სამეწარმეო საქმიანობას, მოგების მიღების მიზნით, ასევე, ეწევა კომპანია შპს „გელათის წყარო", რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს (შოთა მარგალიტაშვილი) საკუთარებაში ირიცხება. აღნიშნული შპს 2010 წლის სექტემბერში კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%-ს შოთა მარგალიტაშვილი ფლობს, ხოლო დირექტორი თამაზ ნებიერიძე გახლავთ. კომპანიის საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 63.250 ლარი, ქონებრივი შენატანით.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო
თავის მხრივ, შპს „გელათის წყაროს" დამფუძნებელი, მეუფე კალისტრატე გახლავთ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს დირექტორი, ხოლო აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების 100%-იან წილს საქართველოს საპატრიარქო ფლობს.შპს „აქვა გეო"
საქართველოს საპატრიარქო „სნო"-ს მწარმოებელი კომპანიის თანამფლობელიც გახლავთ.
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოს საპატრიარქო 20 %-იანი წილის მფლობელია მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანია შპს „აქვა გეო"-ში. აღნიშნული კომპანია მინერალური წყლების ბრენდს „სნო"-ს აწარმოებს.
ზემოთჩამოთვლილი კომპანიების გარდა, საქართველოს საპატრიაქრო შპს „ემ.ემ.ბე"-ს 100%-იან წილს ფლობს. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ასევე, 100 %-ის მფლობელია შპს „საქართველოს საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკის განვითარების ფონდი"-ს. გარდა ამისა, საპატრიარქო ფლობს 70%-ს შპს „მეგობრობა"-ში, რომლის 30% - საზოგადოება გამომცემლობა გვირგვინის საკუთრებაა.უფრო ვრცლად შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ
http://www.newpress.ge/index.php?page=4&staties_id=542Internet_Contraband მოდი აქ
ქრისტე რომ დაბრუნდეს ესენი იმის ქადაგების მოსასმენად ბილეთებს გაყიდიან © cannabis
პატრიარქს არ აგინოთ, თორემ დანა მუცელში © vtbgeorgia2