მეც არ გამიკვირდა
ბაქრაძე ისეთ შეხვედრებს ატარებს რომ თითქოს პრეზიდენტობას კი არა ქორწილში მაყრად დაპატიჟებას თხოულობდეს

ბოკერიამ - ბელადს ენა შეაჩვია
ნისმა ცოლმა - ლამის სოფლელი უწოდა (არქიფოს კაცო)
აღარ ტარდება საიდუმლო სირობები რეზიდენციაში (ერთი-ორ აქაურ ფორუმელთან სეხვედრა არ იტვლება

)
გუშინ რომ არქიფომ ელჩების სემდეგ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა, აი მაშინ კი მიყო გულმა რეჩხი-რაცხა ფარცაგი ხდება მის (ან ჩვენს) ტავს-თქო..
და
აჰაა
ამას რა ხედავს ჩემი თვალები
სუსტი გულის მიშისტები ნუ წაიკითხავენ, ისინიც ქართველები არიან...მებრალებიან...
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი?"სანდო წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გაგიჟების პიკს გასულ კვირას მიაღწია, როდესაც თავისი გარემოცვისთვის განუცხადებია, არავინ დამეკონტაქტოს, არავინ დამირეკოს და არავინ მომიკითხოსო. დავით ბაქრაძისთვის კი განუცხადებია - საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი დახმარების იმედი ნუ გექნება, არ ვაპირებ რამე ფორმით გამოვხატო შენი მხარდაჭერაო. როგორც წყარო ამბობს, სააკაშვილი ყოფილი თანაგუნდელების ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მართლაც აღარ პასუხობს, პრეზიდენტის რეზიდენციაში რამდენიმე პირზე საშვის გაცემაც აუკრძალავს და გუნდიდან მხოლოდ რამდენიმე კაცს ელაპარაკება, მაშ შორის ყოფილა გოგა ხაჩიძეც. ამიტომაც დაუწყია "ალპინისტობა" და ხან სამეგრელოს მთებში დაწანწალებს და ხანაც მყინვარწვერს "იპყრობს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი?
"წყაროს თქმით, სააკაშვილის ასეთი გამწარების მიზეზი ის ყოფილა, რომ რამდენიმე კაცის გარდა, თავად საკუთარი გუნდის წევრები არიდებენ მას თავს, არავინ იცის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რა მოხდება და ის მათთვის ზედმეტი ტვირთი გახდა, რომლის თრევასაც აღარავინ აპირებსო. რა მოხდა პრეზიდენტის გარემოცვაში? ამის შესახებ, როგორც ჩანს, ჯერ ბევრმა არ იცის. პეტრე მამრაძე, რომელიც სააკაშვილს იმ დროიდან იცნობს, როცა მიშა ჯერ კიდევ 90-იან წლებში კავსაძის ადამიანის უფლებათა კომიტეტში მივიდა სამუშაოდ, ამბობს, რომ სააკაშვილის გაბუტვა სახეზეა და "ამას ყველა დაინახავს, ვისაც მასთან რამე შეხება ჰქონია", - აღნიშნავს გამოცემა.
"მიშამ გაბრაზება იცის, თუმცა უფრო მეტად იბუტება. ახლაც გაბუტულია - ამის მიზეზი ის არის, რომ თვითონ სააკაშვილის გუნდში ის განწყობა აღარ არის, რომ ის მათი ლიდერია. პირიქით, "ნაციონალური მოძრაობის" რიგითი წევრებისთვის სააკაშვილი ტვირთია და ამას ჩემტან პირად საუბრებში არც მალავენ. სააკაშვილი პოლიტიკური სამარისკენ მიდის და არავის სურს, ჩაჰყვეს. ერთ-ერთი შესამჩნევი მაგალითი ამისა იყო ის, რომ რამდენიმე დღის წინ მან დაგეგმა თავის რეზიდენციაში მისი თანაგუნდელების შეხვედრა, მაგრამ უმრავლესობა არ მივიდა. პირველი წყენა აქედან მოდის, მოგვიანებით კი უფრო შესამჩნევი გახდა ეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
"დიახ, დაპირისპირება აქვს სააკაშვილს. როგორც ვიცი, თვითონ სააკაშვილს არანაირი სურვილი არ ჰქიონდა გამიჯვნოდა "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ უკვე დისკომფორტს უქმნის ყოფილ თანაგუნდელებს. ახლა აღლუმი გიგა ბოკერიას მიჰყავს. დანამდვილებით ვიცი, რომ დასავლეთი გიგა ბოკერიას ეკონტაქტება. გგონიათ, ვინმე კითხულობს კიდევ სააკაშვილს ან ვინმე ურეკავს? ბოკერიაა ახლა მანდ წამყვანი ძალა. ბაქრაძე კი ბოკერიას კადრია და ბუნებრივია, სააკაშვილს დაპირისპირება მასთანაც ექნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი.
"მე ადრეც მითქვამს - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობისა" და პროდასავლური ორიენტაციის პარტიების წიაღში დასავლეთი დაიწყებდა ძებნას სავარაუდო ლიდერების. ერთ-ერთ ლიდერად შეარჩიეს სწორედ გიგა ბოკერია და ამან გააგიჟა სააკაშვილი, ამან წარმოშვა ის კონფლიქტი, რაც არის. გიგა ბოკერიას კადრი იყო დავით ბაქრაძე და თუ ადრე რამდენიმე სიტყვას იმეტებდა სააკაშვილი ბაქრაძის შესაქებად, მას შემდეგ, რაც სადავეები ბოკერიას გადასცეს, გაემიჯნა ბაქრაძის საარჩევნო კამპანიას. უკიდურესად დაძაბულია სააკაშვილსა და ბოკერიას შორის ურთიერთობა - აღარც კი ნახულობენ ერთმანეთს", - დასძენს ზაალ კასრელიშვილი და შეკითხვას - "მარტო ბოკერია და ბაქრაძე რას იზამენ - ადეიშვილი გაქცეულია, მერაბიშვილი ციხეში ზის, უგულავას სასამართლოში აქვს საქმე, გუნდი დაშლილია და რატომ დებს ფსონს დასავლეთი ამ ორ ადამიანზე?" - პასუხობს:
"იმიტომ, რომ სამომავლოდ ამ გუნდის გაფართოება იგეგმება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ძალიან მალე ეს ძალა კოალიცია "ქართული ოცნების" პროდასავლურ ძალებს შეუერთდება. მაგათ დაუმატეთ კიდევ ზემოდან "ევროპელი დემოკრატების", ქრისტიან-დემოკრატები", "ახალი მემარჯვენეები"... სააკაშვილი ამ გეგმაში ხსენებაშიც კი არაა".
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...6-05092013.html
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...