წაიკითხეთ, საინტერესოა, მე არ დამთაგოთ, მე მკიდია, უბრალოდ დავდე იმიტომ რომ წაგეკითხათ. პლიუს საინტერესო იქნება ამის გარშემო ფორუმელების აზრის წაკითხვა. ჩემს აზრს კი ჩემთვის შევინახავ რადგან ვცდილობ, ბოლომდე გავემიჯნო პოლიტიკურ მოვლენებს. მიზეზი მაქვს და არც თუ უსაფუძვლო.
მავრს შეუძლია წავიდეს“მავრმა ვალი მოიხადა. მავრს შეუძლია წავიდეს.”
ფრიდრიხ შილერი, ფესქო: მავრის შეთქმულება გენოაში
ბიძინა ივანიშვილის წერილები, განცხადებები და მოქმედება მეტყველებს იმაზე, რომ მისი ამოცანა არასდროს ყოფილა ხელისუფლების შენარჩუნება. მისი ამოცანა თავიდანვე ხელისუფლების მოპოვება იყო, რათა შემდგომში ხელისუფლება სხვისთვის გადაებარებინა, რის გაკეთებასაც დღეს ცდილობს.
ივანიშვილის მისია იყო და არის სააკაშვილისა და მისი მემკვიდრეების მმართველობის დასრულება (2008 წლის სერგეი ლავროვის regime change). როცა მორჩება, შეუძლია წავიდეს. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა კლასიკური გადაფარვის ოპერაციაა (операция прикрытия). საკითხავია მხოლოდ, ხელისუფლებაში ვისი მოსვლის გადაფარვაა ეს: ბურჯანაძესი თუ ვინმე სხვისი?
მთავრობაივანიშვილი და პოლიტიკური ავანტიურისტებით სავსე მისი ეკლექტური რაზმი 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მოვიდა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაშვებული სისტემური შეცდომების (“ჩადენილი დანაშაულის”) გამოსწორების ლოზუნგით. როგორც აღმოჩნდა, ეს, ზოგადად, ნიშნავს ყველაფერ იმის უარყოფასა და გადაკეთებას, რაც “ნაციონალურ მოძრაობისა” და მიშა სააკაშვილს გაუკეთებია წლების მანძილზე.
ასეთი რადიკალური ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსული ლიდერისთვის ბიძინა ივანიშვილი გასაკვირად ტოლერანტული აღმოჩნდა წინავე ხელისფულების მიერ შექმნილი ქვეყნის მართვის მოდელისადმი. უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ მთავრობის სტრუქტურა, რომელიც “ოცნებას” “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუტოვა, ფაქტიურად, უცვლელია.
შეგვიძლია ვიდავოთ, რამდენად კვალიფიციური მინისტრები ჰყავს “ოცნებას” (მაგ., ხადური, ნარმანია, წულუკიანი, სუბარი და ა.შ..), მაგრამ ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი ქვეყნის მმართველობის სისტემას ივანიშვილი გადაკეთებას არ უპირებს.
ზემოთქმულის დადასტურებაა ივანიშვილისა და მისი მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკაც. სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურა და ძირითადი პარამეტრები იგივეა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აპირებდა, არჩევნები რომ არ წაეგო.
მართვაროგორც ჩანს, ივანიშვილი ქვეყანას პრაქტიკულად არ მართავს:
მთავრობის კანცელარიაში კაბინეტში არასდროს მუშაობს;
მიმდინარე მოვლენებს თვალყურს არ ადევნებს;
უცხო წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განყენებულ თემებზე ლაპარაკობს;
ეკონომიკაში რა ხდება, წარმოდგენა არა აქვს. თვითონაც აღიარებს, რომ მინისტრებს (რაღაც ეფემერული) სტრატეგიის შემუშავებაში “დაეხმარა” და შემდეგ მიუშვა, თვითონ აკეთონო;
საგარეო პოლიტიკაში ერთდაერთი მისი ნამდვილი ინტერესი რუსეთთან ურთიერთობაა.
სააკაშვილი ქვეყანას (კარგად თუ ცუდად, მაგრამ) მართავდა. ივანიშვილს ქვეყნის მართვა არ უნდა, არ აინტერესებს, არ შეუძლია და არ სჭირდება.
დაპირებებიივანიშვილისა და მისი “ოცნების” დაპირებები უკვე ლეგენდარულია: 250-ლარიანი პენსია, 6-პროცენტიანი ზრდა, უმუშევრობის დაძლევა, სოფლის მეურნეობის “აღორძინება” და ა.შ.. ცხადია, ამის არაფრის შესრულებას ივანიშვილი არც აპირებს. წინასაარჩევნოდ ამაზე ლაპარაკი იყო საჭირო სააკაშვილთან დაპირებების სოციალისტური შეჯიბრის მოსაგებად, რომელიც ივანიშვლმა მოახერხა კიდევაც.
პარლამენტითუ საქმე ივანიშვილის მიერ ხელისუფლების (შემდგომი დათმობის მიზნით) კონსოლიდაციას არ ეხება, პარლამენტის უმრავლესობის ფრაქცია ზოგადად და მისი ცალკეული წევრები კერძოდ, მოქმედებენ ივანიშვილისგან დამოუკიდებლად: ყოველგვარი პროგრამის, სტრატეგიისა და აზრის გარეშე (რუსულად ამას ჰქვია без руля и без ветрил).
როცა საქმე კონსტიტუციურ ცვლილებებს ეხება, ივანიშვილის უმრავლესობაზე კონტროლი ხისტია. სხვა შემთხვევებში, რასაც უნდა იმას აკეთებენ (მაგ. იგონებენ ბუსუსებიანი პრეზერვატივების ლეგალურ დეფინიციას). თუ “ოცნების” დეპუტატები ზედმეტ ინიციატივას იჩენენ, ყოველთვის არსებობს ივანიშვილის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, რომელიც მოვა და დააშოშმინებს.
რუსეთირუსეთთან ურთიერთობების ე.წ. დალაგების მთავარი წინაპირობა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის შეცვლაა. როცა ივანიშვილი ამბობს, რომ “ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას აუცილებლად მოვახერხებთ”, ის სრულიადაც არ ფარისევლობს. მან თითქმის მოახერხა რეჟიმის შეცვლა. შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობების “დალაგება” იქნება შემდეგი ნაბიჯი.
შესაბამისადვე, ლოღიკურია, როცა ივანიშვილი ამბობს, რომ მას არ გააჩნია პოზიცია საქართველოს ევრაზიულ კავშირში წევრობის თაობაზე: თვითონ, შესაძლოა, ეს უნდოდეს კიდევაც (ბოლოსდაბოლოს, რუსეთი მისი მეორე სამშობლოა), მაგრამ პოლიტიკურად დღეს ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია, ხოლო მომავალში რა იქნება, არ აინტერესებს, რამეთუ მომავალში ეს მისი საქმე აღარ იქნება. ამავე დროს, სანამ ევრაზიული კავშირის საკითხი საბოლოოდ აქტუალური არ არის, ივანიშვილმა უნდა შეინარჩუნოს პრო-ევროპული და პრო-ნატო რიტორიკა, რასაცს აკეთებს კიდეც.
მაშასადამე, ხელისუფლებაში ვისი მოსვლის გადაფარვაა “ოპერაცია ბიძინა”?
ბოლო პრეს-კონფერენციაზე ივანიშვილმა აღიარა, რომ შეხვდა რუსეთში “მოღვაწე” ბიზნესმენებს, რომლებმაც შესთავაზეს კრემლში “საკითხის გადაწყვეტა” (решить вопрос). ამაზე ივანიშვილმა, მისივე თქმით, ურჩია არ ჩარეულიყვნენ, თუ არ უნდათ, რომ რუსეთში პრობლემები შეექმნათ (не вмешиваться, что бы дров не наломать). ეს ყბადაღებული ბიზნესმენები ვიცით, ვინ არიან (ებრალიძე, ძასოხოვი და ა.შ.) და ისიც ცნობილია, რომ ისინი ბურჯანაძის უკან დგანან.
თუ ბურჯანაძე არა, მაშინ ვინ? სინამდვილეში მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი თითქმის სიმბოლური თანამდებობა იქნება, ხოლო პრემიერ-მინისტრი შეიძლება, რომ ძალიანაც სუსტი პოლიტიკური ფიგურა იყოს. მთავარი ე.წ. ძალოვანი მინისტრებია, რომელთაც, ახალივე კონსტიტუციით, მომავალი პრემიერ-მინისტრი წარადგენს/ნიშნავს.
პუტინის ვალერი ხაბურძანიას დატოვების თხოვნა ხომ გახსოვთ? რუსეთისთვის საქართველოს კონტროლისთვის ძალოვანი და სატრანსპორტო სფეროების კონტროლია საკმარისი. კონკრეტულად ვისი მეშვეობით აპირებს კრემლი ამ სფეროების კონტროლს, ალბათ, გავიგებთ არაუგვიანეს 2013 წლის დეკემბრისა, როცა ვალმოხდილი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა და ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება.
http://zgharbi.ge/2013/09/613/?fb_source=pubv1
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?
-
"თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა"
ჯორჯ ორუელი