პარლამენტში ბომბის შესაძლო არსებობის გამო დეპუტატები შენობას ტოვებენ
21:09 06.09.2013
პარლამენტში ბომბის შესაძლო არსებობის გამო დეპუტატები შენობას ტოვებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია შენობაში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
"ძალიან გთხოვთ პარლამენტის შენობა დავტოვოთ. მსგავსი ინფორმაცია გახსოვთ, ადრეც გავრცელდა, თუმცა მაშინ ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურებულა, თუმცა შენობა მაინც უნდა დავტოვოთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იმყოფება.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=41155