#37869069 · 4 Sep 2013, 02:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
«იცი, გლახუნა, სარკინოზების ქვეყნებში უზომოდ მახელებდა ჩადრიანი დიაცების მზერა, როგორც ენკენისთვის მიწურულში თეთრ ყურძენს ამოდ შეაყვითლებს ხოლმე მზვარე, ისე ამშვენებს მუსლიმთა ქვეყანაში ჩადრის ჩრდილი დიაცის სახეს. მუდამ მახელებდა ეს უცნაური სიყვითლე, ჩადროსნების ღაწვზე დაჭერილი შეფარვით. მაჰმადიანი დიაცებიც კარგი ბოზებია ზოგნი, მიდიხარ ხანდახან ქუჩაბანდში, მწუხრისას, ზღვაური აფრიალებს კაბებსა და ჩადრებს. ჩამოგიქროლებს ჩადროსანი პირშებურვილი, თუ მოეწონე, წაეხმარება ნიავს, ხელს აჰკრავს უცაბედად ჩადრს და გაჩვენებს ირანულ ვარდზე უტურფესს პირს. მე იმ ვარდს ვგულისხმობ, გლახუნა, ეკბატანას ბაღშირომ ჰყვავის ხოლმე სულ პირველად, ვარდობის თვეში. წითელი არ გეგონოს იგი, არამედ ძველთუძველესი სპილოსძვლისფერისა, შენ რომ სკიპტრა მაჩვენე ერთხელ, ბაგრატეული, სწორედ იმფერისა, გლახუნა, გესმის? სწორედ იმ ფერის დიაცები მიყვარს, გლახუნავ, მე, ჩადრის ჩრდილში შენახული, იშვიათად, სავსებით იშვიათად თვალნაკრავი, გესმის?»
--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!! -- უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს. -- Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
|