ბრაზილიელმა აპერესიდუ კასტალდუმ დაქორწინება თავის შინაურ ცხოველზე, თხა კარმელიტაზე გადაწყვიტა. 74 წლის მამაკაცის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ გაფორმდება, საზეიმო ცერემონია მაინც გაიმართება. ცერემონიალს ანტონიო ფირმინუ ჩაატარებს, რომელსაც ბრაზილიური პრესა ქვეყანაში ყველაზე ცნობილ სატანისტად მოიხსენიებს. პენსიონერი კაშტალდუს თქმით, კარმელიტა მისთვის იდეალური ვარიანტია, რადგან არ საუბრობს და სავაჭრო ცენტრებში ფულს არ ხარჯავს. უცნობია, ჰყავს თუ არა პენსიონერ მამაკაცს ნათესავები და რა რეაქცია აქვთ მათ აღნიშნულთან დაკავშირებით.
http://info9.ge/?l=G&m=108&f=1&id=18663ბავშვებიიი