სერვის-კოორდინატორი
საერთაშორისო კორპორაცია "აისიარ" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ახალ ქართულ რესტორანში (რომელიც იხსნება ი. ჭავჭავაძის გამზირის 33-ში, სექტემბრიდან) სერვის-კოორდინატორის პოზიციაზე. სტუდენტებსა და მოტივირებულ ახალგაზრდებს ვთავაზობთ დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობას სექტემბრიდან.
კომპანიის სტრატეგიული ხედვა თანამშრომლებთან მიმართებაში არის საუკეთესო სამუშაო ადგილი კვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომლებისათვის. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კომპანიაში დანერგილია შეფასების სისტემა, კარიერული განვითარების სისტემა, და წარმატებული თანამშრომლების წახალისების სხვადასხვა მექანიზმები. მენეჯერული პოზიციების დაკომპლექტებისას შიდა შერჩევა გამოიყენება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 33.
შრომის ანაზღაურების ოდენობა: კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი სრული დატვირთვით: კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით. დასვენების დღეები მცოცავი გრაფიკის მიხედვით.
არასრული სამუშაო გრაფიკი: კვირაში არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები, ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, დეტალების მიმართ ყურადღებიანობა, მოწესრიგებულობა.
ფიზიკური მახასიათებლები:
სერვის-კოორდინატორს ეცმევა ქართული ტრადიციული სამოსი - ახალუხი, აქედან გამომდინარე შეზღუდულია კანდიდატების სიმაღლის პარამეტრები. მამრობითი სქესის სერვის-კოორდინატორების სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 175 სანტიმეტრი. მდედრობითი სქესის სერვის კოორდინატორების სიმაღლე კი უნდა იყოს მინიმუმ 168 სანტიმეტრი.
ძირითადი ფუნქციები:
** შემოსული სტუმრების დახვედრა და თავისუფალ ადგილამდე მიცილება;
** მენიუს შეთავაზება. არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება. ინფორმაციის მიწოდება მათი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო–სურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge არაუგვიანეს 2013 წლის 6 სექტემბრისა. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, შერჩევის შემდგომი პროცედურის გასავლელად.
გისურვებთ წარმატებას!
http://www.jobs.ge/61887/