სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმი კრემლს პირობას აძლევს, რომ მისი დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს – აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთს აღიარებს.
ამის შესახებ ეგვიპტესა და სირიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გოჩა ჯაფარიძემ განაცხადა.
„სირიის კონფლიქტში ამერიკის ჩარევის შემთხვევაში ერთი წერტილოვანი დარტყმაა საკმარისი, რომ სირიის არმიამ აღარ იარსებოს. რა მოხდება შემდეგ, რთული საკითხია: ხელისუფლებაში ექსტრემისტული ისლამისტები მოვლენ, შეწმდგომ ქრისტიანების, ალავიტების, სუნიტების მასობრივი ხოცვა დაიწყება. 1973–89 წლებში თავად ვიყავი „ძმები მუსლიმების“ საშინელი ქმედებების მოწმე, ამიტომაც არ მინდა, ექსტრემისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში“ – განაცხადა ჯაფარიძემ თბილისში, „რია ნოვოსტის“ საერთაშორისო პრეს–ცენტრში მრგვალი მაგიდის მსვლელობისას.
დიპლომატი დარწმუნებულია, რომ „თუკი სირიის პრეზიდენტი რუსეთის მხარდაჭერით ხელისუფლების შენარჩუნებას მოახერხებს, ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დააზარალებს“.
„2010 წლის მაისში ბაშარ ალ ასადმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვასაძე მიიღო და დაჰპირდა, რომ სირია არ აღიარებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს. იგივე სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაიმეორა, მაგრამ თუკი რუსეთის დახმარებით სირია აირიდებს ამერიკის იერიშს და შეინარჩუნებს რეჟიმს, დარწმუნებული ვარ, იგი მალევე აღიარებს ჩვენს ოკუპირებულ რესპუბლიკებს და გააუარესებს საქართველოსთან ურთიერთობებს“ –განაცხადა ჯაფარიძემ.
ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, აღმოსავლეთმცოდნე კოტე ჟღენტს კი მიაჩნია, რომ „ამ სიტუაციაში, მიუხედავად რისკებისა, საქართველოს ხელისუფლებამ დასავლელი პარტნიორების პოლიტიკა უნდა გაიზიაროს“.
„ჩვენს ხელისუფლებას დღეს არ შეუძლია აქტიური და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა და არც უნდა გადადგას. ისეთი ვითარებაა, რომ ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების ფორმატით არწასვლა ჩვენს ხელისუფლებას არ შეუძლია და არც იქნება გამართლებული“ – აღნიშნა ჟღენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობა და ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო და მოსახლეობის უფლებების დასაცავად საერთაშორისო სოზაგოდოებას კონფლიქტის მოსაგვარებლად მიმართულ ძალისხმევაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
- See more at:
http://frontnews.ge/ge/news/6306#sthash.lU...M.fbwT2EWs.dpufანუ თუ დამეხმარებიო რუსეტს ეუბნება მე ვაღიარებ აფხაზეთსო
მიდი რუსეთო თუ ტრაკი გაქ მიეხმარე ჩვენთან რომ გაქ დიდი გული, თან აღიარებს მეტი რა ქნას
მარრტო ჩვენ გვერევა ეს სირი ქვეყანა