ხანდახან არის რომ ბიჭი გეპადხოდება მაგრამ ისე უცნაურად აკეთებს რომ ლამის თავი შეგაძულოს. მგონი ეს ბიჭების თვისებაა საერთოდ. აი სკოლაში მახსოვს თმაზე რომ გექაჩებიან არადა მოსწონხარ
ჰოდა კურიოზები ან უცნაური დაპატხოდებები დავპოტოთ აქ.
სპოლერში ვსვამ და ვისაც არ უნდა არ წაიკითხოს. კიდე გავიხსენებ მერე კურიოზულებს.
ამას წინათ ვიყავი კორპორატიულ ივენთზე. სხვადასხვა წარმომადგენლები იყვნენ ფინანსური დაწესებულებებიდან. სამსახურიდან პირდაპირ იქ მივედი ჰოდა ჩემი ლაპტოპის წაღება მომიწია.
მოკლედ, მივედი ნაცნობებს გავესაუბრე და ბართან მივედი რომ კოკტეილი ამეღო. მომიახლოვდა ვიღაც ერთი ტიპი, საუბარი ინგლისურად რა თქმა უნდა მაგრამ შეძლებისდაგვარად ვთარგმნი
/ საერთოდ გამარჯობაც არ უთქვამს ისე მომიახლოვდა /
- რომ მოხვედი დაგინახე ეგრევე
- გამარჯობა, ადრე ხომ არ შევხვედრივართ?
- არა მაგრამ გიცნობ და არ მევასები მაინცდამაინც
- აჰმ... კარგი, იმედია რაიმე არ მიწყენინებია?
- არა მაგრამ ძალიან "ისეთი" ტიპი ჩანხარ!
- უკაცრავად????
- რომ მოხვედი ფინასური თაიმსი გეკავა, ფსონს დავდებ იმაზე რომ ცხოვრებაში არ წაგიკითხავს და სატრიპაჩოტ ატარებ
- კარგად ხარ? / მე იქეთ აქეთ ვიყურები, თან მაინტერესებს ეს ტიპი დაბოლილი ხომ არაა/
- მე კარგად ვარ მაიგრამ შენნაერ გოგოებს კარგად ვიცნობ
- როგორ გოგოებს?
- აი მდიდარი ტრეიდერების დასათრევად რომ არიან სიტიში. ისე მე შენი საუკეთესო ვარიანტი ვარ რომ იცოდე! (თავის ბანკს ასახელებს აქ)-ში ვარ ამჟამად / ამას მეუბნება და თან თავის სავიზიტო კარტას მაჩეჩებს ხელში /
- აჰმმ....მადლობთ .... / მე აღარ ვიცი გავიცინო თუ გავოგნდე/
- შენ კარტას არ მაძლევ?
- უკვე თქვი რომ მიცნობ და თან მე კარტა დამრჩა ოფისში / ვცდილობ ამ ლუნატიკს არაფერი მივცე/
- ამ ჩანთას რას დაათრევ? იმიჯის შესაქმნელად LOL?
- არა ლაპტოპი მიდევს და ჩემი კომპანიის წესების მიხედვით ვერ დავტოვებ ფოიეში
- კაი რა, ვითომ შენ ძალიან გაინტერესებს წესები. ძალიან უწესოდ მეჩვენები!
- აქამდე სასაცილო იყო მგონი... ახლა კი ზედმეტობებში გადადიხარ
- ზედმეტი თმა გაქვს თავზე. წარმომიდგენია დღეში 3 საათი ალბათ ისწორებ!
- არ ვისწორებ ყველა დღე! მგონი დიდი რიგია აქ და მერე მოვალ კოკტეილის ასაღებად.
- მოიცა, აბა დღეს რამდენი ხანი ემზადებოდი რომ დამვასებოდი?
- შენნაერების დასავასებლად არ ვემზადები!
- არა კი, ერთი სული გაქვს როდის მეზასავო! მაგას ჯობია ხმა გაიკმიდე და საცეკვაოდ წავიდეთ ამის მერე, კარგი ადგილი მაქვს დაჯავშნული!
- არანაერი კლუბი! ახლა ჭკუას გასწავლიდი მაგრამ რადგანაც კორპორატიულ ევენთზე ვართ ერთს მაინც გირჩევ რომ დაბოლილი არ უნდა მოხვიდე!!!!!!
- რა დაბოლილი? ბოლი თუ გინდა ჯიბეში მაქვს!
- თავს ისულელებ თუ მართლა ეგეთი ხარ?
- კარგი კარგი, ვიცი რომ გინდივარ! თუ გინდა ახლავე ჩემთან გავიდეთ
- You are delusional! აუ ნახვამდის რა!
შემდეგ კვირაში დაქალს შევხვდი იგივე ბანკიდან და ეს დაქალი მეუბნება რომ მის ბოსს ძალიან ვევასები და ამ გოგოს თხოვა რომ ჩემთან შეხვედრა უნდა ინტიმურად. ასე უთქვამს რომ ივენთზე გამიცნო პირადად და ჰგონია რომ მეც მაგრად დამევასა ის. ჩემი დაქალი ამასობაში მეუბნება თუ რა კარგი ტიპია ეს ბიჭი. გამიკვირდა და დეტალები ვკითხე ამ უფროსის რადგანაც არ მახსოვდა ესეთი ტიპის ვინმე, თურმე ეს იდიოტი ვინც მე მესაუბრა ყოფილა ეგ!