მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი იუზერი ვცდილობთ შევადგინოთ განყოფილების კატალოგი, რომელიც თუ არაფერს გააკეთებს ძებნაზე დამატებით, არც ბევრს არაფერს გააფუჭებს (გარდა, მაქსიმუმ, ადგილის დაკავებისა აპინულ თემებში).
საკატალოგე თემების შერჩევის კრიტერიუმებს შორის ალბათ უნდა იყოს: 100-ზე მეტი გამოხმაურების მქონე; 5000-ზე მეტი ნახვის მქონე; ასევე პატარა, მაგრამ აშკარად ორიგინალური და აქტუალური თემები, განყოფილების ისტორიისათვის მნიშვნელოვანი თემები... ასე თუ ისე, პირველი შეხედვითვე შეიძლება ამ კრიტერიუმებით თქვა 10 თემიდან 9-ზე, უნდა იყოს თუ არა კატალოგში.
მაგრამ ზოგიერთი თემა მაინც დამაეჭვებს ხოლმე. ღირს თუ არა? გვინდა თუ არა? აი, ამგვარ სადავო თემებს მივუძღვნი გამოკითხვების 1 სერიას წელს, თუ თავს ძალიან არ შეგაბეზრებთ. თქვენც დაგვეხმარეთ, რომ ერთად გადავწყვიტოთ სადავო თემების ბედი, დაბინავდნენ კატალოგში თუ არა...
წინასწარ დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც მოგვეხმარება და მონაწილეობას მიიღებს გამოკითხვაში.
მაშ ასე: პირველი ნაწილი:
მითითებული თემის ბმული:
ლ ი ლ ი თ ი . . .გთხოვთ გადაიკითხოთ დალინკული თემა და ბრძანოთ თქვენი კომპეტენტური აზრი.
This post has been edited by ლაბარნა on 23 Apr 2015, 16:56
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)