მოგესალმებით სტაჟიანო და დამწყებო იუთუბერებო
თუ თქვენ გაქვთ იუთუბ პროექტი (გლობალურ ბაზარზე გათვლილი) და განვითარებაში გჭირდებათ დახმარება, ან უბრალოდ გაქვთ კარგი იდეა და ასევე გჭირდებათ დახმარება ან პარტნიორი, მე შემიძლია გარკვეული მხარდაჭერა ფინანსურიც და თავად კონტენტის შექმის პროცესშიც (კონტენტის შექმის პროცესში მხოლოდ დასაწყისში მივიღებ მონაწილეობას).
მცირე დეტალები ჩემს შესახებ:
მე 12 წელია იუთუბზე ვმოღვაწეობ, საწყის წლებში იუთუბზე არსებული ვიდეობით ვქმნიდი უნიკალურ კონტენტს, ხოლო ბოლო ხუთი წელია კონტენს თავად ვქმით, მყავს შესაბამისი ჯგუფები და მუშაობენ კონტენტის შექმნაზე, ასევე მემონტაჟეები და მარკეტერებიც რომლებიც მუშაობენ კონტეტის რეალიზებაზე, მოკლედ საქმიანობა რენტაბელურია და თუ გულით მივუდგებით საქმეს წარმატებასაც მივაღწევთ.
ასევე 2 წლის უკან შევქმენი და დავაფინანსე 3 ჯგუფი, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს, რადგან მიყვებოდნენ მხოლოდ გაიდლაინებს და კრეატივი ან შემოქმედებითი მიდგომა ვერ ჩართეს, ერთ-ერთ მთავარ მიზეზი რაც გამოვლინდა იყო რომ ამ საქმეში თუ მხოლოდ ფულის გამო შემოდიხარ განწირულია ნებისმიერი იუთუბ პროექტი

პირველ რიგში პროექტი რომლის გაშვებაც გსურთ უნდა გიყვარდეთ ის საქმე და კრეატიულებიც უნდა იყოთ და მხოლოდ ფულის საჭრელ მანქანას არ უნდა ხედავდეთ პროექტში

წელს ასევე მქონდა მცდელობა ახალი ჯგუფი ჩამომეყალიბებინა, მოვიძიე რეჟისორ-ოპერატორების ჯგუფი ფეისბუქზე და რამოდენიმე ადამინი დაინტერესდა, თუმცა ვერ დაიძრნენ ამიტომ ვფიქრობ ჩემ შეთავზებულ პროექტს ნაკლები შანსი აქვს წარმატებას მიაღწიოს სხვის ხელში, შესაბამისად ვეძებ ისეთ ხალხს ვისაც თავის იდეა აქვს და დახმარება სჭირდება
თუმცა სულ ერთი თვეა ერთ გოგოსთან ერთად დავიწყე ახალი პროექტი და უკვე კარგი ძვრები გვაქვს არხზე.
მოკლედ რომ ვთქვათ თუ თქვენ გაქვთ კარგი პროექტის იდეა რომლის განხორციელებაც გსურთ და ამისთვის გჭირდებათ გამოცდილი იუთუბზე მოღვაზე, აქ ვარ

მომწერეთ და განვიხილოთ საკითხი