დედიკოებო,ახალ თემაში გადმოვპოსტდეთ
ავიდა ის თემა მეზობელთან და რახან არავინ ხსნით,მივახსენი
სულ კარგი და ჯანმრთელი ამბები დაგვეპოსტოს ამ თემაში,სიცხეები,ავადმყოფობა და ჭირვეულობა იქეთ დაგვეტოვებინოს,ჭირი იქა.ლხინი აქა
მიქელაძის კვების ამბები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბავშვთა კვება
პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე მთლიანად აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე. ბავშვის ინტენსიურ ზრდასთან ერთად იზრდება მისი კვებითი და ენერგეტიკული მოთხოვნილება,რის გამოც აუცილებელი ხდება დედის რძესთან ერთად დამატებითი საკვების მიწოდება კვებითი რაციონის ცილით,ცხიმით,ნახშირწყლით,მიკროელემენტებითა და ვიტამინებით შესავსებად.
ბავშვი უნდა იკვებებოდეს მრავალფეროვანი საკვებით.ასაკის გათვალისწინებით მან ყოველდღე უნდა მიიღოს პროდუქტი საკვების ყველა ჯგუფიდან.
• ხილი და ბოსტნეული;
• ბურღულეული;
• ხორცი და რძის პროდუქტი;
• ცხიმები(მცენარეული და ცხოველური)
დამატებითი კვების სიხშირე
ჯანმრთელმა ძუძუთი კვებაზე მყოფმა ბავშვმა დამატებითი საკვები უნდა მიიღოს დღეში საშუალოდ:
• 6-8 თვის ასაკში- 2-3 ჯერ;
• 9-11 თვის ასაკში-3-4 ჯერ;
• 12-24 თვის ასაკში- 4 ჯერ.
დამატებით კვებათა შორის აუცილებელია საათობრივი რეჟიმის მკაცრი დაცვა, არანაკლებ 3,5-4 საათისა. კვებათა შორის დასაშვებია წახემსება (მაგ:ხილ-ფაფის მიწოდება) 1-2 ჯერ დღეში.
დამატებითი კვების ტექნიკა:
• ბავშვებისთვის საკვები უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ;
• საკვების მომზადებისას აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა;
• ბავშვის შეგუება ახალ საკვებთან უნდა მოხდეს თანდათანობით.სასურველია ახალი საკვების პირველი ულუფა დღის განმავლობაში შეადგენდეს საშუალოდ 5-10გ (1-2 ჩაის კოვზი) და თანდათან გაიზარდოს. დამატებითი საკვების მინიმალურ რაოდენობად მიჩნეულია 4 სუფრის კოვზი (საშუალოდ 80-100გ). საკვები,რომელიც 9 თვემდე ასაკის ბავშვს ეძლევა ძუძუთი კვების შემდეგ, 9 თვის ასაკის შემდეგ კი ძუძუთი კვების წინ;
• მარცვლეულის ფაფის დამატება იწყება უგლუტენო მარცვლეულით (წიწიბურა,ბრინჯი,სიმინდი);
• ხილფაფის და ბოსტნეულის პიურეს დაწყებისას თავდაპირველად იყენებენ ერთი სახეობის პროდუქტს,რომელსაც თანდათან ემატება განსხვავებული ხილი და ბოსტნეული 1-2 დღიანი ინტერვალით;
• ბავშვის კვება უნდა განხორციელდეს კოვზით,რომელიც ხელს უწყობს ბავშვის საღეჭი კუნთოვანი აპარატის განვითარებას.
არ არის რეკომენდირებული
• ბავშვისთვის ორი ან მეტი ახალი საკვების ერთდროულად მიცემა.შემდგომი ახალი პროდუქტის გამოყენება,უმჯობესია,რამდენიმე დღიანი ინტერვალის დაცვით,მას შემდეგ,რაც ბავშვი იღებს წინა დამაებით საკვების სრულ ულუფას;
• დამატებითი საკვების მიწოდება ბოთლით და საწოვარით;
• ბავშვის საკვებისთვის მარილის ან შაქრის დამატება;
• 12 თვის ასაკამდე ძროხის რძის გამოყენება, რადგან იგი იწვევს რკინის შეწოვის შეფერხებას და ანემიას
• თაფლის გამოყენება-წლამდე ასაკში ასოცირდება ალერგიის,კონსერვირებული კი ბოტულიზმის განვითარების რისკთნ.
• ჩაი-შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინებს და ამცირებს რკინისა და სხვა მიკროელემენტების შეწოვას.
6 თვიდან- 1 წლამდე
I ვარიანტი
I კვება რძე(დედის ან ადაპტირებული ნარევი) 180-200მლ
II კვება ფაფა 150 გ
III კვება ბოსტნეულის პიურე
ხილის წვენი 150 გ
30მლ
IV კვება რძე(დედის ან ადაპტირებული ნარევი)
ხაჭო
ორცხობილა(”პეჩენია”) 150
40 გ
3 გ
V კვება რძე(დედის ან ადაპტირებული ნარევი)
180-200მლ
I I ვარიანტი :
I კვება რძე(დედის ან ადაპტირებული ნარევი) 180-200მლ
II კვება ფაფა 150 გ
III კვება ბოსტნეულის პიურე+ხორცი
ხილის წვენი 150 გ
30მლ
IV კვება რძე(დედის ან ადაპტირებული ნარევი)
ხაჭო.
მაწონი
ორცხობილა(”პეჩენია”) 150
40 გ
3 გ
V კვება რძე(დედის ან ადაპტირებული ნარევი)
180-200მლ
6-6,5 თვიდან -ვაშლის წვენი
10-15 წვეთიდან ნელ-ნელა ავიდეთ 5-6 ჩაის კოვზამდე დღეში. ასევე შეიძლება ალუბლის,ქლიავის,ატმის და გარგარის წვენი.
5-5,5 თვიდან -ფაფა
5,5 -6 თვიდან-ბოსტნეულის პიურე
6,5 თვიდან -მაწონი
6,5 თვიდან- ხბოს ან ახალგაზრდა საქონლის ან წიწილის ხორცი
8-8,5 თვიდან ხაჭო+მაწონი ერთად გათხელებული
11 თვიდან -კვერცხი-(თავდაპირველად კვებით რაციონში ჩავრთოთ მოხარშული კვერცხის გულის 1/5- შემდეგ კვერცხზე ალერგიის არმქონე ბავშვებში შეგვიძლია ნელ-ნელა მოვუმატოთ რაოდენობა 1 ცალ კვერცხის გულამდე-ბოსტნეულის ან ხორცის პიურეში გათხელებული სახით.)
1წლიდან-თევზი (კარგად მოხარშული ფხებ გაცლილი ორაგული ან კალმახი)
ნებისმიერი საკვები დაიწყეთ 20-30 გრამიდან და ადით 150-200 გრამამდე
თავდაპირველად ფაფების დამატებას კვების რაციონში ვიწყებთ ქარხნული წესით დამზადებული ერთკომპონენტიანი ფაფებით (ნესტლე, სემპერი, სელია, ჰიპი, ჰუმანა) შემდგომ უკვე შეიძლება სახლის პირობებში ფაფების დამზადება .
ფაფის მომზადების წესი:
2 ჩაის კოვზი წიწიბურა ან 2 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი ან 2 ჩაის კოვზი ჰერკულესი იხარშება 120 მლ წყალზე. მოხარშულს და გაგრილებულს ემატება 50-60 მლ ადუღებული და იგივე ტემპერატურის რძე და ერთად წამოადუღეთ. (4 ჩაის კოვზი იხარშება 200მლ წყალზე). შემდეგ ჩაახეხეთ 1 ან 2 ცალი კურაგისა და შავი ქლიავის ჩირი. დაამატეთ 1 ან 2 ჩაის კოვზი შაქრის პუდრი ,1 ან 2 კოვზი კარაქი.
ბოსტნეულის პიურეს მომზადების წესი:
თავდაპირველად ბოსტნეულის პიურე მზადდება ერთი კომპონენტისაგან, მაგ: კარტოფილით(ავიღოთ 1 საშუალო ზომის კარტოფილი, მოვამზადოთ მისგან პიურე და პირველად მივცეთ 20-30 გრამი, რამდენიმე დღეში პიურეს დამზდაებისას მცირე ზომის კარტოფილს დავამატოთ მცირე ზომის სტაფილო. ასევე რამდენიმე დღეში ამ კომპონენტებს ემატება მცირე ზომის ჭარხალი.
როცა ბავშვი შეეჩვევა ნელ-ნელა შემატებული ბოსტნეულისგან მომზადებულ პიურეს, შეგვიძლია ბოსტნეულის პიურე დავამზადოთ უკე შემდეგნაირად:
1 ცალი მცირე ზომის კარტოფილი+ამავე ზომის ჭარხალი+ 1 ცალი გულგამოცლილი სტაფილო+1 ცალი ბროკოლი+ყვავილოვანი ან ჩვეულებრივი კომბოსტოს ფოთოლი. პირველი წამონადუღი გადაღვარეთ, მეორე გამოცვლილ წყალში დაუმატეთ 1 კბილი ნიორი, ხახვის 1 რგოლი, კამის, ოხრახუშის ფოთლები. მოხარშვის შემდეგ ფოთლები ამოიღეთ, დარჩენილი მყარი მასა გახეხეთ და შეაზავეთ თავისივე წვენით. 100-150-200 გრამს სჭირდება 1 ან 1,5 ან 2 ჩაის კოვზი სიმინდის ან ზეითუნის ზეთი , ¼ დანის წვერით მარილი.
ბოსტნეულის პიურე+ხორცი მომზადების წესი:
ცალკე მოხარშული და 3 ჯერ ხორცსაკეპში გატარებული ხბოს ან ახალგაზრდა საქონლის ან წიწილის ხორცი. 2-3 ჩაის კოვზიდან ნელ-ნელა ავიდეთ 5-6 კოვზამდე დღეში ბოსტნეულის პიურეში შეზელილი.
კარტოფილის პიურე+ხორცი:
კარტოფილის თხელი პიურე ჩახეხილი ხბოს ან წიწილის ხორცით, ჩახეხილი სულგუნით და 0,5 ჩაის კოვზი კარაქი.
ხაჭოს მომზადების წესი:
100 გრამი უმი რძე წამოდუღებისას აჭერით 1 ან 2 ჩაის კოვზი კალცი ქლორატით. 1 ჩაის კოვზიდან ნელ-ნელა ავიდეთ 3-4 ჩაის კოვზამდე.
შემდეგ ( 11თვიდან) ხაჭოსთან ერთად შეგვიძლია მივცეთ ხილი:
2 ჩაის კოვზი+ბანანი+პეჩენია (”საიუბილეო” ან ”ჰეინცი”)+ ვაშლი .
მაწონის მომზადების წესი:
0,5 ლიტრი დაბალცხიმიანი რძე+1 ჩაის კოვზი მაწვნის დედო. შეფუთეთ 3 საათით, შემდეგ შედგით მაცივარში 8 საათის განმავლობაში. 100 გრამს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრი.
1 წლიდან ბავშვს უკვე შეუძლია მიირთვას საკვები საერთო მაგიდიდან,ამ პერიოდიდან უკვე მნიშვნელოვანია, რომ საკვები გამოიყურებოდეს მადისამღძვრელად, ამოტომ შეგვიძლია კერძები გავაფორმოთ ლამაზ
პედიატრიული სამსახურის უფროსი თ. მიქელაძე
პედიატრი ქ.ჯაყელი
ესეც,თემატურად,ჩვენი საყვარელი ექიმი კომაროვსკი და მისი იუთუბის არხი
http://video.komarovskiy.net/prikorm-20-02-2011.htmlშემდეგ პოსტში ვეცდები საჭირო და ფავორიტი ექიმების ნომრები მოვაგროვო და ერთად ჩამოვწერო
მიმაგრებული სურათი
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.
А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет