დავასახელეთ საყვარელი კერძები, მხოლოდ ისეთები რომელთა მომზადებაც ვიცით და კარგი გამოგვდის. დაწერეთ ასევე მათი რეცეპტები აუცილებლად.
ჩემი საყვარელი კერძია ქათმი სოკოთი და ნაღებით:

საჭიროა 1 კილო ქათმის ფილე ოთხკუთხედებად დაჭრილი.
სოკო თქვენი გემოვნებით 0,5 კილო
200 გრამი სულგუნი/მოცარელა
ხახვი
კარაქი
300 გრამი არა ჟანი ან ნაღები
პილპილი მარილი
მოსამზადებლად საჭიროა: ქათამი მოითუშოს თავის წვენში, დაშრობის შემდეგ ვამატებთ კარაქს და ვბრაცავთ.
პარალელურად ვთუშავთ სოკოს და ხახვს ზეთში და ცოტა კარაქში.
ორივეს მომზადებბის შემდეგ ვათავსებთ ერთ ქვაბში ან კონტეინერში და ვამატებთ არჟანს/ნაღებს. შემდეგ ყველს, პილპილს და ვდგავთ ღუმელში სანამ თავს არ მოიოქროსფერებს.