ზოგ დედას შვილის გაჩენა ნაყინის ჭამა გონია და იმიტომაც ითხოვენ საკეისროს"
ვჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ამ სამინისტროს წარმომადგენლებმა რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ ქვეყანაში საკეისრო კვეთაზე რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ბევრს ეს გადაწყვეტილება სამართლიანად მიაჩნია იმ საგანგაშო ციფრების გამო, რომელიც ბოლო 7 თვეში აღინიშნა: ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 14 მშობიარე გარდაიცვალა, აქედან 9 შემთხვევა სწორედ საკეისრო კვეთაზე მოდის.
ასეთი ოპერაციები მთელ მსოფლიოშია გაზრდილი და გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკით, საკეისრო კვეთის თანაფარდობა საერთო მშობიარობის მაჩვენებლებთან შედარებით 38% შეადგენს და იგი სულ მცირე, ორჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.
საკეისრო კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამეგრელოში ფიქსირდება და იგი საერთო მშობიარობის 56%-ს შეადგენს, არანაკლებ მაღალია ეს მაჩვენებელი საქართველოს სხვა კუთხეებშიც. არსებობს სამშობიარო სახლების ჩამონათვალი, სადაც ამგვარი ოპერაციების რიცხვი 60-70%-საც კი აღემატება. თუმცა, რეგულაციების გამკაცრებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს: ”პირველი შვილი ბუნებრივი გზით გავაჩინე და ახლაც არ მავიწყდება ის ტანჯვა, რომელიც გამოვიარე, მეორე შვილის გაჩენას საკეისრო კვეთით ვაპირებდი და ძალიან მაწუხებს ეს გადაწყვეტილება” - მითხრა 25 წლის გვანცამ, რომლის მსგავსი საქართველოში ალბათ ბევრია.
http://www.kvirispalitra.ge/public/18763-q...sakeisrosq.html