#37962339 · 10 Sep 2013, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეკონომიკის სამინისტრო ანდრო ბარნოვის მორიგ განცხადებას "მორიგ სიცრუეს" უწოდებს
19:15 10-09-2013
ეკონომიკის სამინისტრო ანდრო ბარნოვის მორიგ განცხადებას "მორიგ სიცრუეს" უწოდებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრო ბარნოვს კიდევ ერთხელ უპასუხა და მისი დღევანდელი განცხადება მორიგ სიცრუედ შეაფასა. "დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო ბარნოვმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაფრინავს იმავე თვითმფრინავით, რითაც მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობდა და თითქოს ეს თვითმფრინავი, თავის დროზე, შეისყიდა საქართველოს პრეზიდენტმა. ბატონი ბარნოვის განცხადება კვლავ აგებულია მცდარ ინფორმაციაზე და არ შეესაბამება სიმართლეს. თვითმფრინავი, რომელზეც საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, არის არა სახელმწიფო, არამედ კერძო კომპანიის – "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" საკუთრება და მის მომსახურებას ეწევა ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეიზი". ამ თვითმფრინავით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კერძო პირს. მინდა განვმარტო, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უცხოური კომპანიების მომსახურებით და სხვა თვითმფრინავით სარგებლობს. თანაც, ის ამ მომსახურებას იღებს საკუთარი ფინანსებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. რაც შეეხება თვითმფრინავს, რომელზეც განცხადებაში მიანიშნა ბატონმა ბარნოვმა, ამ თვითმფრინავით სარგებლობა პრემიერ-მინისტრს, როგორც კერძო პირს, მხოლოდ ორჯერ მოუწია და ამ მომსახურების ღირებულებაც დაფარა საკუთარი ფინანსებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე", - აცხადებს ნათია მიქელაძე.
--------------------
ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ორი გვამი პრემია იქმება დიდი - ვანო მერაბიშვილ https://www.youtube.com/watch?v=KgpGcLEwncU
ნაცებს არ ვუღალატე და ცოლს ვუღალატებ (C) LEVANY-M
ნაცი - ნაწყლი, უკანა კარი (C) სუხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა
|